ლუი ვან გაალი აღნიშნავს, რომ "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში კამერონ ბორტუიკ-ჯექსონის მოედანზე შეყვანისას საერთოდ არ შიშობდა.
აკადემიის კურსდამთავრებულმა 77-ე წუთზე მარკოს როხო შეცვალა და პირველ გუნდში თავისი პირველი მატჩი ჩაატარა.
კამერონი ჯესი ლინგარდის, ტაილერ ბლეკეტის, რის ჯეიმსის, საიდი იანკოს, ანდრეას პერეირას, პედი მაკნეირისა და ტომ თორპის შემდეგ მერვე ფეხბურთელია, რომელმაც ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ პირველი გუნდისკენ გაიკვალა გზა და მწვრთნელმა ახსნა, თუ რით დაიმსახურა 43 ნომერმა ასეთი ნდობა.
"ის ორჯერ თუ სამჯერ ვიხილე და მისით მოვიხიბლე. გუშინ ვიცოდი, რომ მარუან ფელაინი ტრავმირებული იყო, ამიტომ უორენ ჯოისს ვესაუბრე და ვკითხე, თუ რა ჰქონდა ჩემთვის.
ჯოისს ან პოლ მაკგინესს ყოველთვის ვესაუბრები და მან მითხრა, რომ მარცხენა მცველი კარგ ფორმაში იყო. მარცხენა მცველი მჭირდებოდა, რადგან მარკოს როხომ ბევრი მატჩი ჩაატარა ზედიზედ და ჩავთვალე, რომ ეს მეტისმეტი იყო.
კამერონი შემადგენლობაში ყოველგვარი შიშის გარეშე შევიყვანე და უნდა ვთქვა, რომ თავი კარგად გაართვა", - განაცხადა ვან გაალმა.