თბილისი:
მანჩესტერი:
9-11-2015, 08:10
ავტორი: The Special One,
ნანახია: 2824,
კომენტარები: 7
მატა:"მანჩესტერ იუნატედი" კარგ პოზიციაზეა
"წითელი ეშმაკების" პლეიმეიკერმა,განაცხადა რომ გუნდი მშვენიერ ადგილას იმყოფება იმისთვის რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლოს.მან ასევე შეაქო დაცვის უნაკლო თამაში.
მატა:
ლუი ვან გაალის გუნდმა 12 თამაშში 24 ქულა მოიპოვა და ამჯერად მეოთხე ადგილზე იმყოფება, მის წინ მდგომ "არსენალს" და "მანჩესტერ სიტის" კი ორი ქულით მეტი აქვთ და პირველ ადგილს იყოფენ.

ლუი ვან გაალის შეგირდებმა პრემიერ ლიგის მე-12 ტურში "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" დაამარცხეს, ხოლო ტიტულისთვის მებრძოლმა კონკურენტებმა თავიანთ შეხვედრებში თითო ქულის მოპოვება შეძლეს.

ასეთი შედეგების დაფიქსირების შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" სხვაბა კვლავ ორ ქულამდე შეამცირეს და ჩემპიონობისთვის ბრძოლას დაუბრუნდნენ.

"ტიტულის მოგების შანსი? სეზონის დასასრულამდე კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი. ჩვენ შევეცდებით თამაშიდან თამაშამდე გავუმჯობესდეთ."

"ეს იყო რთული თვე ჩვენთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, კარგ პოზიციაზე ვართ."

"ჩვენ ახლა ფოკუზირება უნდა მოვახდინოთ ეროვნულ გუნდზე, ჩვენ გვაქვს თამაშები ნოემბრისა და დეკემბრის მიწურულს სადაც მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ."


"იუნატედს" ბოლო 5 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია რაც მართლაც რომ უნიკალურია, მატამ გუნდი დაცვის ასპექტშიც შეაქო.

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაფერს კარგად ვაკეთებთ დაცვაში"

"დავიდ დე ხეა მსოფლიო დონის მეკარეა, რომელიც დაცვასთან ერთად ბრწყინვალედ გამოიყურება."


წყარო: Goal.Com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
9 ნოემბერი 2015 10:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Esartla kargi turi iyooo
0
№2
ავტორი: AkkRed
9 ნოემბერი 2015 11:25
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ნეტა დე ხეას რამდენი წუთი არ გაუშვია გოლი, აქვს შანსი ვან დერ საარს დაეწიოს
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 ნოემბერი 2015 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გუშინ მართლა კარგი დღე იყო, რადგან სიტიმაც და არსენალმაც ფრე ითამაშეს. უაზროდ ეხლა ქულები აღარ უნდა დავკარგოთ და იქ სადაც უეჭველი მოსაგები თამაშია უნდა მოვიგოთ!!!


ხოო კინაღამ დამავიწყდა, "იმათმა" საერთოდ წააგეს 3d_8
0
№4
ავტორი: RojoDiablo
9 ნოემბერი 2015 14:18
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ევერტონი, სიტი, კრისტალ პალასი და ვესტ ბრომი - მარტო პრემიერ ლიგა უნდა დავთვალოთ, თორემ შუალედში ცსკა-სთან გაუშვა და მიდლსბროსთან არ იდგა საერთოდ.

ანუ დაახლოებით 340-345 წუთი იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: GeorgeBest
9 ნოემბერი 2015 14:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგი ტური იყო, უნდა დაიწყოს მოგებების სერია და პირველზეც გადავლენ. კალენდარი ხელს გვიწყობს
0
№6
ავტორი: ViDa
9 ნოემბერი 2015 14:52
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
RojoDiablo,
555 წუთია, თუ სწორად მახსოვს, დე ჰეამ მრალად ინახავს კარს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№7
ავტორი: Memphis_Depay
9 ნოემბერი 2015 15:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
შემდეგი 6 მატჩი:
Watford
Leicester City
West Ham United
Bournemouth
Norwich City
Stoke City
შესაძლო 18-დან 15-16 ქულაც რომ მოვიპოვოთ იდეალურია...იმიტო რო სხვა გრანდებს რთული კალენდარი აქვთ.არსენალი და სიტი...სიტი და ლივერპული ეჯახებიან ერთმანეთს და ფაქტიურად სამეულში დავიმკვიდრებთ ადგილს 15-16 ქულა რო მოვიპოვოთ fellow
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top