თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2015, 18:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4481,
კომენტარები: 7
"ნელი ნახშირწყლები". "ვესტ ბრომთან" მატჩის განხილვა
"ოლდ ტრაფორდზე" მოპოვებული მორიგი სამი ქულის ტაქტიკური ანალიზი.
სქემა და შემადგენლობა

მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ გამოყვანილი შემადგენლობა ლუი ვან გაალმა არ შეცვალა.

სანამ ლუკ შოუ ტრავმირებულია, როხო ძირითად მარცხენა მცველად იქცა. დეილი ბლინდი კრის სმოლინგსა და ცენტრალურ დაცვას დაუბრუნდა. მარჯვენა ფლანგზე ეშლი იანგი გამოვიდა, რადგან ანტონიო ვალენსიას და მატეო დარმიანს თამაში არ შეეძლოთ. საყრდენ ზონაში ნელი, მაგრამ ძლიერი და გამოცდილი დუეტი - კერიკი-შვაინშტაიგერი. ლინგარდი და მატა ფლანგიდან თავდასხმაზე აგებდნენ პასუხს. მარსიალი წინ თამაშობდა, ოდნავ სიღრმეში რუნი.

"ნელი ნახშირწყლები". "ვესტ ბრომთან" მატჩის განხილვა


ფაბულა


"მანჩესტერ იუნაიტედი" ბურთს დაეუფლა, "ვესტ ბრომვიჩი" კი პირველივე წუთებიდან ყრუ დაცვაში გადავიდა და კონტრშეტევებზე ააგო თამაში. ბურთის დაკარგვის შემთხვევაში მასპინძლები მაშინვე აქტიურ პრესინგს მიმართავდნენ და "ვესტ ბრომვიჩის" ფეხბურთელებს შეცდომის დაშვებას აიძულებდნენ. ამასთან ერთად, "იუნაიტედს" შეტევაში გუნდური სისწრაფე აკლდა, ცენტრში ყველა ზონა გადაკეტილი იყო.

პირველ ტაიმში ორი სახიფათო მომენტი შეიქმნა, რომლებიც მატამ და ლინგარდმა ვერ გამოიყენეს.

მეორე ტაიმში ლინგარდმა საჯარიმოს გარედან გაიტანა გოლი. მატას კიდევ ერთი კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ კარს გადააცილა. მიწურულს, ანდერ ერერამ სტუმრები კონტრშეტევაზე დაიჭირა და აქტიური მარსიალი ერთი-ერთზე გაიყვანა. ფრანგი მხოლოდ ბოლო იმედის ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს. პენალტი მატამ გამოიყენა.

"ვესტ ბრომს" მხოლოდ ერთი ნამდვილი საგოლე მომენტი ჰქონდა: საიდო ბერაჰინოს თავით გატანა შეეძლო, მაგრამ კარში ვერ მოარტყა.

საყრდენი ზონა

სეზონის დასაწყისში ლუი ვან გაალი ამბობდა, რომ ცენტრში არის ორი მნიშვნელოვანი გამოცდილი ფეხბურთელი (კერიკი, შვაინშტაიგერი) და ორი ახალგაზრდა (შნეიდერლინი, ერერა), მოძრაობით გამორჩეულები. თუმცა ზედიზედ მეორე მატჩია ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის ვეტერანები ერთად გამოდიან. ალბათ, მართებული იქნება არასაკმარის მობილურ შერწყმაზე საუბარი, მაგრამ ამავდროულად რთულია ასეთი ცენტრის გავლა. ყოველ შემთხვევაში, ცსკა-სა და "ვესტ ბრომისთვის".

გერმანელი უფრო აქტიური იყო, კვლავ შევიდა მატჩის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის, მაგრამ ალბათ გაგიჭირდებათ ქვემოთ მოყვანილ სქრინებზე მინაწერების გარეშე გარკვევა, თუ რომელი ეკუთვნის შვაინშტაიგერს და რომელი კერიკს.

"ნელი ნახშირწყლები". "ვესტ ბრომთან" მატჩის განხილვა


"ნელი ნახშირწყლები". "ვესტ ბრომთან" მატჩის განხილვა


თუმცა, ალბათ აქტიური მკითხველი ადვილად გამოყოფს პროგრესირებადი ახალგაზრდების კერპს.

დარენ ფლეთჩერის სტატისტიკა

"ნელი ნახშირწყლები". "ვესტ ბრომთან" მატჩის განხილვა


გასულ სეზონში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და თავისი მოქმედებებით "ვესტ ბრომს" გამარჯვება მოუტანა. წელსაც ცდილობდა, მაგრამ წარუმატებლად. გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება თუ ვიტყვით, რომ "იუნაიტედის" ქომაგი მას ყველა სხვა მეტოქესთან წარმატებას უსურვებს.

თავდაცვა


"მანჩესტერ იუნაიტედი" ზედიზედ 5 თამაშში არ უშვებს გოლს. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ეს დაცვის დამსახურებაა - მთავარ როლს გუნდური ურთიერთქმედება, ბურთის დაკარგვის შემდეგ პრესინგი თავდასხმიდან დაწყებული, ფლანგის ფეხბურთელების შრომა დაცვაში, საყრდენი ზონის დაზღვევა თამაშობს - მაგრამ სმოლინგი და თანაგუნდელები შექებას იმსახურებენ.

სერიოზული ხიფათი მარცხენა ფლანგიდან მოდიოდა. სესენიონი, მიუხედავად ასაკისა, კვლავ ძალიან სწრაფი ფეხბურთელია. "სანდერლენდის" შემადგენლობაში არაერთხელ გაუნაწყენებია პატრის ევრა, მაგრამ რა შეიძლება ვთქვათ თანამედროვე გმირებზე? მარკოს როხო ხშირად მარტო ვერ ახერხებდა მასთან გამკლავებას, ამიტომ ლინგარდი და ხანდახან ბლინდიც კი იწევდა მის ზონაში.

შესვენებაზე შემოსულ აკადემიის აღზრდილ ბორტუიკ-ჯექსონსაც მთელი მსოფლიო აზღვევდა.

მაგრამ თავად ფაქტი, რა თქმა უნდა, "იუნაიტედის" ქომაგისთვის სასიამოვნოა: 23 წლის ლინგარდმა, რომელსაც ყველაზე არაადეკვატური ფანებიც კი ჩამოწერდნენ, რომლებიც წითელ მაისურში ჩაცმულ ყოველ ფეხბურთელს ახალ ბექჰემს/სქოულზს/გიგზს ეძახის, შემადგენლობიდან ამოაგდო მემფის დეპაი და გვჩუქნის გამარჯვებას; ზედიზედ მეორე მატჩია პირველ გუნდში გამოჩნდნენ ფეხბურთელები, რომელთა შესახებ ინტერნეტში საუკეთესო შემთხვევაში პროფაილს თუ იპოვნი.

ჯონი ევანსმა
პრაქტიკულად იდეალურად ითამაშა. იგებდა საჰაერო ორთაბრძოლებს, გამოჰქონდა ბურთები, თავს აღწევდა პრესინგს, ახორციელებდა ვარდნებს, გაანეიტრალა ერთი-ერთზე გასვლა, მასზე დაჯარიმებასაც კი აიძულებდა მოწინააღმდეგეს და თითქმის მიწვდა ბურთს თეორიულად სახიფათო სტანდარტის დროს.

"ნელი ნახშირწყლები". "ვესტ ბრომთან" მატჩის განხილვა


თავდასხმა

გუნდის ყველაზე კრიტიკული ხაზი. ბოლო თვენახევრის განმავლობაში ფორმულირებები და დამნაშავეები განსხვავებული იყო: ჯერ დეპაი, რომელზეც "იუნაიტედის" შეტევების ნახევარი სრულდებოდა (მართლა), შემდეგ რუნი, რომელიც რთულად ამუშავებდა ბურთს სამ შეხებაზე ნაკლებით და რომელიც დაუჯერებლად ნელია (ასევე სიმართლე), ახლა კი ვან გაალი - არ ესმის რას აკეთებს, შემტევი თამაშის აგება არ იცის და ა.შ.

"მანჩესტერ იუნაიტედის" სისწრაფის პრობლემა ნათელია. მაგრამ პირადად ჩემთვის სასიამოვნოა, რომ გუნდს, რომლის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ ორჯერ მეკარე გახდა, რომლის შუა ხაზი "ვესტ ჰემს" შეადარეს, დაცვას კი არაპროფესიონალური უწოდეს, მხოლოდ ერთი პრობლემა დარჩა. კიდევ ერთი სასიამოვნო ის არის, რომ რუნი ნელა, მაგრამ მაინც უკეთესდება, რომ მწვრთნელს არ ეშინია სკამზე დასვას და აღზარდოს პოპ-ვარსკვლავი დეპაი.

გამოვთქვამ სუბიექტურ აზრს:

1. შეტევაში ბურთის მოძრაობის აჩქარების ვარიანტად მეორე საყრდენად ერერას გამოსვლა მესახება.

2. არასაკმარისია ფლანგის მცველების აქტიურობა: ლუკ შოუმ სეზონი ისე დაიწყო, რომ მარცხენა ფლანგი უფრო სწრაფი და სახიფათო იყო, თუმცა ინგლისელის თითქმის შეცვლა მხოლოდ ახლა მოხერხდა; მარჯვენა ფლანგი, თანაც მატას სათამაშო მანერის გათვალისწინებით, რომელიც ცენტრის სიახლოვეს მუდმივად თავისუფალ სივრცეს ეძებს, ასევე ნაკლებად აქტიურია.

ანტონი მარსიალი - უბრალოდ მზის სხივი არ არის.

თანამედროვე ფეხბურთი, რა თქმა უნდა, გასაოცარია. 36 მლნ. ფუნტად შეძენილი (თუმცა ფასი НТВ Плюс-ის ყოველ გადაცემაში რატომღაც 50, 60 ან 100 მლნ. ფუნტამდე იზრდება) ფეხბურთელი ჯერჯერობით მაღალ დონეზე თამაშობს "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოველ შეხვედრაში.

ავტორი: ალექსანდრ გრაიროვიჩი

წყარო: Carrick.ru
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
8 ნოემბერი 2015 18:18
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ლინგარდს ყოველ დღე ასაკს რატო უმატებენ ვერ ვხვხები ბიჭი 22 წლისაა, მაგრამ არაუშავს ესე ითამაშოს ხოლმე და სულ 34 წელი მიუწერონ ))))

რაც შეეხება ნახევარდაცვას ძალიან,ძალიან დიდი რესურსი გვაქვს შეგვიძლია ყოველ ტურში სხვადასხვა ნახევარდაცვა დავაყენოთ თანაც ისე რო ერთნაირად კარგად ითამაშონ მარა რატომღაც ერთიდაიმავეს ებღაუჭება ვან გაალი. ერერა უნდა იყოს ძირითადში ჩემი აზრით მოძრავი, კრეატიული და დაუღალავი მოთამაშეა და ისეთ გუნდებთან როგორიც ვესტ ბრომიჩია მისწრებაა ასეთის ყოლა. ასევე შეიძლება ორი ჩამშლელის და მათ წინ მატას გამწესება მაგრამ რავიცი ყველას ერთნაირად რატო ვეთამაშებით. :/
0
№2
ავტორი: RojoDiablo
8 ნოემბერი 2015 18:29
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დაცვაზე კეთდება ბოლო პერიოდში აქცენტი და ვესტო ბრომი, მიდსბრო და პალასი ნამდვილად არაა საზომი. ფრე ვითამაშეთ მანჩესტერ სიტისთანაც, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მთავარი დამრტყმელი ძალა არ ჰყავდათ და ათიანზე იდგა ტურე. სამაგიეროდ უამრავი მომენტი შეგვიქმნა პალასმა და არ გავუშვით იმიტომ, რომ დე ხეა გვყავს და არ გავუშვით იმიტომ, რომ პალასია.

ერერას შესახებ გამოთქმულ ლაშას და ავტორის აზრს ვეთანხმები და ვემხრობი. კლასიკა და გამოცდილება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ყველა თამაშში არ უნდა ვეყრდნობოდეთ მას. იქნება თამაშები, სადაც სხვა რამე დაგვჭირდება და იქ გამოჩნდება, ლუი გამოიყენებს თუ არა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
8 ნოემბერი 2015 18:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ევანსი მართლა კარგი იყო, დიდი მოტივაციაც ჰქონდა ალბათ. ესე ჩვენთან ეთამაშა და აქ იქნებოდა winked

კერიკი ძალიან კარგი იყო, შვაინა მერამდენე მატჩია სტაბილურად კარგად თამაშობს და დაიმკვიდრა ძირითადში ადგილი, ეს მაგრად მიხარია winked ერერა რომ ყველაზე მეტს იბრძვის აქ საკამთო არაფერია, მაგრამ სტაბილურობა აკლია და ეგაა ალბათ ის მიზეზი რის გამოც უმეტესად სკამზე ზის
0
№4
ავტორი: Memphis_Depay
8 ნოემბერი 2015 20:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
მართლა საინტერესოა რომ გუნდს მხოლოდ შეტევაში დარჩა პრობლემა. 1-2 ტრანსფერი და მართლა კარგი კამანდა დადგება.მთავარია ვან გაალი მოეშვას ექსპერიმენტებს.
სმოლინგის მეწყვილედ ლაპორტეს და მარჯვენა ვინგერად მანეს მოყვანაა აუცილებელი winked
0
№5
ავტორი: Mufc7
8 ნოემბერი 2015 22:19
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
შემდეგი 3 ქულის მოლოდინში feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: AkkRed
9 ნოემბერი 2015 10:59
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
შეტევაში ერთად ერთი ის პრობლემაა რომ სისწრაფი და კრეატიულობა გვაკლია, ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ბოლოს ყველაფერს ჩაისვრიან და უკან პასს აძლევენ
0
№7
ავტორი: Count Alucard
9 ნოემბერი 2015 17:35
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
რეალურად, რომ შევხედოთ სიტუაციას მართლაც მარტო შეტევა არის პრობლემა, რადგან დაცვას და ნახევარდაცვას მშვენივრად უჭირავთ ბურთი დაკარგვის თანავე ეგრევე პრესინგს იწყებენ და ბურთს იბრუნებენ მაგრამ შტევაში არანაირი ფანტაზია არ არის... აბსოლუტირად ვეთანხმები გრაიროვიჩს, შეტევის აწყობა არ იციან და იმედია მოაგვარებენ ამ პრობლემას როგორმე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top