8-11-2015, 11:06
ნანახია: 3209,
კომენტარები: 10
ლინგარდის ორიგინალური აღნიშვნა
ვის მიბაძა ჯესიმ სადებიუტო გოლის აღნიშვნისას.
ჯესი ლინგარდმა განმარტა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი პირველი გოლის აღნიშვნა ფილმ Any Given Sunday-ს პერსონაჟ უილი ბიმენთან ასოცირდება.
კლუბის რიგებში ჩატარებულ მერვე მატჩში ლინგარდმა 52-ე წუთზე ანგარიში გახსნა, "იუნაიტედმა" კი 2-0 გაიმარჯვა.
22 წლის ფეხბურთელმა გოლი დეილი ბლინდთან ერთად აღნიშნა, რომელიც 1999 წლის ამერიკული ფეხბურთის ელემენტებით გადაღებული ფილმიდან აიღო.
ოლივერ სტოუნის ფილმში ბიმენი, რომელსაც ჯეიმი ფოქსი თამაშობს,
თაჩდაუნს ზვიგენის ცეკვით აღნიშნავს, რომელიც ლინგარდმა და ბლინდმა განასახაიერეს.
"ამაყი ვარ კლუბში ჩემი პირველი გოლის გატანით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სამი ქულა ავიღეთ.
აღნიშვნა ფილმ any given sunday-დან იყო, სტიმინ უილი ბიმენისგან", - დაწერა ლინგარდმა თავის Instagram-ზე.
წყარო:
M.E.N.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.