თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2015, 08:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2056,
კომენტარები: 7
ვინ არის კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი
მცირე ინფორმაცია "იუნაიტედის" პირველი გუნდის დებიუტანტის შესახებ.
ვინ არის კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი
კამერონ ბორტვიკ-ჯექსონმა, რომელმაც "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში "იუნაიტედის" პირველ გუნდში პირველი მატჩი ჩაატარა, "წითელი ეშმაკების" 21 და 19-წლამდელთა გუნდში არაერთხელ გამოიჩინა თავი.

18 წლის ახალგაზრდამ, რომელიც ადგილობრივი მოქალაქეა, შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მარკოს როხო შეცვალა და გუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.

ბორტვიკ-ჯექსონს დაცვის ორ პოზიციაზე, მარცხენა ფლანგსა და ცენტრალურ პოზიციაზე შეუძლია თამაში და თავისი გამოსვლით ვან გაალის ყურადღება დაიმსახურა.

კამერონს 21-წლამდელთა გუნდში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა და იმავე შეხვედრაში Milk Cup-ის 2014 წლის გათამაშების ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა. უორენ ჯოისის გუნდში ბორტვიკ-ჯექსონმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ერთ-ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი იყო, გარდა ამისა, მის ანგარიშზე უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე ჩატარებული სამი მატჩიც ირიცხება.

"კამერონი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალეა", - ამბობს ჯოისი. "სულ უფრო და უფრო ძლიერდება".

პოლ მაკგინესმა, რომელიც თავის დროზე 18-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა, კამერონის შესახებ, რომელმაც 2014/15 წლების სეზონში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა ახალგაზრდულ გუნდში, განაცხადა:

"კამერონს ყველაფერი აქვს ამის გასაკეთებლად. მაღალია, ძლიერია, სირბილი და თამაში შეუძლია".

მცველს ვან გაალმა 43 ნომრიანი მაისური მისცა.

წყარო: manutd.com
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 ნოემბერი 2015 09:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
თითქმის არ ეხებოდა ბურთს. მის საქმეს წინაც და უკანაც ბლინდი ასრულებდა. ჯესი ჩამოდიოდა უკან და ორნი ერთად ცავდნენ სესენიონს. გუშინ ძლივს სხვა ცვლილებები გააკეთა და ბანალურად არ შემოუვანია ფელაინი, მაგრამ პერეირას რატომ არ აძლევს შანსს ვერ ვხვდები. ის რატომ არ იმსახურებს ვითომ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
8 ნოემბერი 2015 10:44
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
თავიდანვე რომ შემოვიდა თითქოს ძალიან შეშინებული იყო და დაიკარგა გონებრივად, ასეთ მომენტებში კომენტატორმა კი განაცხადა, რომ ძალიან სახიფათოა ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოყვანა მითუმეტეს როცა იგი მცველია. არ ვიცი ამ 15 წუთით ვერაფერს ვიტყვი და არც ახალგაზრდულებში შემიმჩნევია, ასე რომ ველოდები შემდეგ მის გამოსვლას.

პ.ს ვან გაალი რა ტრუხა ნომრებს აძლევს ფეხბურთელებს
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 ნოემბერი 2015 10:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
15 წუთით ნამდვილად ვერ ვიმსჯელებთ ფეხბურთელით, მაგრამ ტყუილად არ მოხვდებოდა ძირითად გუნდში. იმედია დაამტკიცებს რა შეუძლია...
0
№4
ავტორი: Memphis_Depay
8 ნოემბერი 2015 10:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
კარგია როცა ახალგაზრდებს შანსი ეძლევათ მაგრამ,თუნდაც ლინგარდი ასე უცბად ძირითადის ფეხბურთელი ვერ გახდება belay მარჯვენა ფლანგზე გადაიყვანონ ლინგარდი და დეპაი დააბრუნონ თავის ადგილზე belay მატა გამთამაშებლად და რუნი ცოტა ხანი სკამზე recourse არ მინდოდა ამის თქმა მაგრამ...
0
№5
ავტორი: Malboro463
8 ნოემბერი 2015 11:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
სესენიონმა თავბრუ კიდაახვია
0
№6
ავტორი: GeorgeBest
8 ნოემბერი 2015 14:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მე ის მიკვირს ვარელა რატო არ ათამაშა. მარჯვენა ფლანგზე იყო პრობლემა და ეგ კაცი უფრო იმსახურებდა შანსს. მაინც კარგია ახალგაზრდების ნახვა, ვერაფერი ქნა ისე, გადაურბინეს
0
№7
ავტორი: Count Alucard
8 ნოემბერი 2015 14:20
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მარცხენა მცველის აღნაგობა ნამდვილად არ აქვს, იმდენად მაღალია ცენტრში უფრო გამოდგებოდა, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ აქვს, ვნახოთ რა მოხდება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top