ლუი ვან გაალის კომენტარი "ვესტ ბრომთან" გამარჯვების შემდეგ.
ლუი ვან გაალმა "ვესტ რომთან" გამარჯვების შემდეგ საკუთარ თავს "ბედნიერი მწვრთნელი" უწოდა.
"წითლები" პრემიერ ლიგაში მეოთხე ადგილს ინარჩუნებენ, მთავარმა მწვრთნელმა კი მატჩის შემდეგ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.
მატჩის შესახებ..."ვესტ ბრომისგან" ასეთ განლაგებას და დაცვაზე ორიენტირებას ველოდი. ბურთის უკან 10 კაცი იყო და ხანდახან თავდამსხმელიც ეხმარებოდათ, ამიტომ ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. შესვენებაზე ვთქვი, რომ ასე უნდა გაგვეგრძელებინა და მომთმენები ვყოფილიყავით, რადგან გოლი ახლოს იყო.
ყველა მწვრთნელს აქვს სტრატეგიის არჩევის უფლება და ჩვენ ამის წინააღმდეგ უნდა მოვახდინოთ ორგანიზება. პირველ ტაიმში ბურთის უფრო სწრაფად გათამაშება შეგვეძლო, მეორეში ჩემი აზრით, უკეთესები ვიყავით, სანამ გოლი გავიტანეთ, რის შემდეგაც დაგვავიწყდა, რომ ფეხბურთის თამაში უნდა გაგვეგრძელებინა და ამან თამაში შეცვალა.
გოლები მატჩის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვაძლევთ მოწინააღმდეგეს ბევრი მომენტის შექმნის უფლებას, მხოლოდ ბერაჰინოს თავური. მოვიგეთ რთული თამაში, რომელიც შარშან წავაგეთ. შარშანდელის გამო ტონი პულისმა ასეთი სტრატეგია აირჩია, მაგრამ მოვიგეთ და კვლავ გავუმჯობესდით".
ჯესი ლინგარდის შესახებ..."რა თქმა უნდა, ფანტასტიკური გოლი იყო, რადგან ჯესი ლინგარდმა თავისი პირველი გოლი გაიტანა. მიმდინარე კვირის დასაწყისში, ვარჯიშებზე ასეთი შანსები ჰქონდა, მაგრამ პირდაპირ ურტყამდა და ვუთხარი, რომ ჯერ ბურთი უნდა დაემუშავებინა, რადგან ამ შეხებით ბურთს შეიგრძნობდა - დღეს ასე გააკეთა და ფანტასტიკური გოლიც გაიტანა. მის გამო ბედნიერი ვარ, ამას იმსახურებს, რადგან ჩემი აზრით, კარგად ითამაშა. დღეს ბედნიერი მწვრთნელი ვარ.
ზედიზედ სამ მატჩში ვერ ვახერხებდით გოლის გატანას, თუმცა საკმარისზე მეტი შანსი გვქონდა. ამიტომ პრობლემის გადაჭრაზე ფიქრობ და ერთ-ერთი საშუალება გუნდში ჯესის შეყვანა იყო".
ბოლო პერიოდის "მშრალ" მატჩებზე..."უკეთესი იქნებოდა, ერთი "არსენალის" წინააღდეგაც რომ დაგვესრულებინა! დღეს "მშრალი" მატჩი ჩავატარეთ და ჩვენი დაცვითი ორგანიზებულობით ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს ენტონი მარსიალითა და უეინ რუნით იწყება, რაც დღესაც ნახეთ. მათ ბევრი ზეწოლა უნდა მოეხდინათ, ამის გამო კი ბევრი უნდა ერბინათ, თუმცა თითოეული ფეხბურთელი ამას აკეთებს, ამიტომ ბედნიერი მწვრთნელი ვარ".
წყარო:
manutd.com