90 წუთიდან 85 წუთის განმავლობაში ვუტევდით. სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენეთ. გოლებზეა დამოკიდებული: როცა გოლები უფრო სწრაფად გადის, ყველა ბედნიერია. როცა მატჩის ანალიზს აკეთებ, იცი: რთულია იმ გუნდის დეზორგანიზება, რომელიც ბურთის უკან 10 კაცით იცავს თავს. ამას ყოველთვის უნდა მიაქციო ყურადღება, ა? მატჩის ანალიზია საჭირო. როცა ორი შემტევი გუნდი თამაშობს, ადვილია გოლის გატანა. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც მწვრთნელები ჩვენ წინააღმდეგ ასეთ ტაქტიკას იყენებენ. ასეთ შემთხვევებში უფრო მეტ სირთულეს ვაწყდებით, ისინი კი კონტრშეტევას მიმართავენ. მოედანზე სწრაფი შემტევი ფეხბურთელები გამოჰყავთ. და მიუხედავად იმისა, რომ ცსკა ასეთი ტაქტიკით თამაშს ცდილობდა, მხოლოდ ერთი მომენტი შექმნეს. ამიტომ მიხარია ჩვენი დაცვის ორგანიზებული თამაშის გამო და ძალიან ბედნიერი ვარ, როგორ ვუტევდით, რადგან საბოლოოდ არცთუ იოლ მეტოქესთან მატჩი გამოგვივიდა... ეს არ ვიცოდი - სამართლიანი უნდა ვიყო - ცსკა-ს ისტორია წავიკითხე. გასულ სეზონში "მანჩესტერ სიტის" სახლში ეთამაშეს. 2-0 მოიგეს. საუკეთესო წლებშიც კი ვერ იმარჯვებდა "მანჩესტერ იუნაიტედი" საშინაო მოედანზე. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 1-3 იყო, მატჩის საბოლოო ანგარიში - ბედნიერი 3-3 "ოლდ ტრაფორდზე". ამიტომ ისტორია დავწერეთ.
ლუი, ხომ არ გგონიათ, რომ თქვენი გუნდის მისამართით გამოვლენილი კრიტიკა უსამართლოა? იმის შესახებ, რომ თავდასხმაში ბალანსი ვერ იპოვეთ, რაც გულშემატკივარსა და პრაგმატისტებს სწყურიათ, რასაც შედეგი მოაქვს?
არა... გულშემატკივართა კრიტიკა ვერასდროს იქნება უსამართლო, რადგან ეს გულშემატკივართა გრძნობებია. დაუშვებელია გულშემატკივართა გრძნობის კრიტიკა. ვფიქრობ, მათთვის უნდა ვითამაშოთ. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ქომაგებს თამაში და მოწინააღდეგის წინააღმდეგობა უნდა ესმოდეთ. მათაც უნდა გააკეთოთ ანალიზი. კარგი. ეს უკვე ავხსენი წინა პრესკონფერენციებზე.
უეინ რუნი ახლა კლუბის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილს იყოფს. ბოლო პერიოდში ის იყო ერთადერთი ფორვარდი და ათიანი. თქვენი აზრით, უეინის რომელი პოზიციაა მოწინააღმდეგის დაცვისთვის ყველაზე სახიფათო?
ეს მოწინააღმდეგეზეა დამოკიდებული. მოწინააღმდეგის დონეზე. ეს დამოკიდებულია მისი თანაგუნდელების უნარებზე და გუნდში ბალანსის შენარჩუნებაზე. ამისკენ ვისწრაფვი. როცა ფეხბურთელები მყავს, ვცდილობ, რაღაც სხვა დავნერგო, რათა მოწინააღმდეგეს ვავნო. ამიტომაც ვცდილობ ამის გაკეთებას.
ლუი...
მაგრამ ამ სეზონში მხოლოდ ცხრიანის ან ათიანის პოზიციაზე თამაშობს, უფრო მეტად ათიანის - მეორე თავდამსხმელის და არა მესამე ნახევარმცველის. უფრო, მეორე ფორვარდია.
პრესკონფერენცია
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.