სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-12 ტური თარიღი: შაბათი, 7 ნოემბერი, 2015 წელი მთავარი მსაჯი: მაიკ დინი მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: მაკნეირი, ვალენსია, შოუ, დისკვალიფიკაცია: დარმიანი (1 მატჩი) კითხვისნიშნისქვეშ: უილსონი, შნეიდერლინი განაცხადი: De Gea, Romero, Johnstone, Jones, McNair, Rojo, Smalling, Varela, Blind, Carrick, Fellaini, Herrera, Lingard, Mata, Pereira, Schneiderlin, Schweinsteiger, Young, Depay, Martial, Rooney, Wilson. მიმდინარე სეზონში ხუთი გაფრთხილების მიღების შემდეგ მატჩს მატეო დარმიანი გამოტოვებს, რომელსაც სავარაუდოდ ეშლი იანგი შეცვლის. შესაძლოა, შემადგენლობას დაუბრუნდეს მორგან შნეიდერლინი, რომელმაც ცსკა-სთან მატჩი გამოტოვა.
ტონი პულისის გუნდში ახალი ტრავმები არ არის. სასტარტო შემადგენლობას უნდა დაუბრუნდეს ჯეიმს მორისონი, რომელმაც "ლესტერთან" მატჩში მიღებული ტრავმა მოიშუშა.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-4 ადგილი, 21 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-მ-წ-მ-ფ-ფ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო, მიმდინარე სეზონში კი სახლში არ დამარცხებულა - 3 მოგება, 2 ფრე.
"წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის ბოლო 3 მატჩში გოლს არ უშვებენ, მიმდინარე სეზონში კი ჯამში 7 მატჩი ჩაატარეს გოლის გაშვების გარეშე - ყველაზე მეტი ლიგაში.
ერთადერთი გოლი, რომელიც მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე გაუშვეს, "ლივერპულის" ფორვარდმა კრისტიან ბენტეკემ გაიტანა, როცა "მერსეისაიდელები" 3-1 დამარცხდნენ.
ლუი ვან გაალის შეგირდები პრემიერ ლიგის ბოლო ორ მატჩში ვერ ახერხებენ მოწინააღმდეგის კარის აღებას, უკანასკნელად "იუნაიტედს" უგოლო სამმატჩიანი მაჩვენებელი 2007 წლის აგვისტოში ჰქონდა.
"ვესტ ბრომვიჩი"
12-ლი ადგილი, 14 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-წ-წ-მ-მ-წ
"შაშვებმა" პრემიერ ლიგის ბოლო 9 გასვლით შეხვედრაში მხოლოდ 2-ჯერ წააგეს - 5 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება.
მიმდინარე სეზონში გასვლაზე ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში კარის "მშრალად" შენახვა ოთხჯერ მოახერხეს. მხოლოდ "კრისტალ პალასმა" მოახერხა მათთვის გატანა.
მიმდინარე სეზონში გასვლაზე ჩატარებულ 5 მატჩში "ალბიონს" 5 გოლი აქვს გატანილი.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "ვესტ ბრომს" ყველაზე ნაკლებჯერ აქვს თამაშის წესები დარღვეული - 99 დარღვევა.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 7 გოლი (2 ლიგაში).
უეინ რუნი დენის ლოუსთან ერთად "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში 237 გოლით მეორე ადგილს იკავებს. მხოლოდ ბობი ჩარლტონს აქვს გატანილი უფრო მეტი გოლი (249).
"ვესტ ბრომის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 7 შეხვედრაში, რომლებშიც სასტარტო შემადგენლობაში გამოდიოდა, რუნიმ 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა
"ვესტ ბრომვიჩი"
წამყვანი ბომბარდირები: ბერაჰინო, რონდონი - 3-3 გოლი (3 ლიგაში).
თუ მოედანზე ანდერს ლინდეგაარდი, დარენ ფლეთჩერი და ჯონი ევანსი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 126-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 53 შეხვედრაში იზეიმა, "ვესტ ბრომმა" 42-ში, ხოლო 31 მატჩი ფრედ დასრულდა.
"ვესტ ბრომი" "ოლდ ტრაფორდზე" ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვებას ეცდება, რაც ბოლოს 1959 წელს გააკეთეს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში "შაშვებმა" მხოლოდ 1 წააგეს - 2 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება.
"იუნაიტედი" სახლში ბოლოს ყველა ტურნირის გათვალისწინებით 2015 წლის 2 მაისს დამარცხდა, როცა იონას ოლსონმა "ვესტ ბრომი" დააწინაურა.
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები