კრის სმოლინგი "მანჩესტერ იუნაიტედის" ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და კარგ ფორმაში მყოფმა მცველმა აღნიშნა, რომ გულშემატკივართა არჩევანით ძალიან ამაყია.
"იუნაიტედის" ოფიციალურ საიტზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად სმოლინგმა ხმების 72% მიიღო, ხოლო დანარჩენმა ორმა ნომინანტმა მარკოს როხომ და ენტონი მარსიალმა 12%.
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა პირველად მოიგო თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი, თუმცა აგვისტოსა და სექტემბერში ამასთან ძალიან ახლოს იყო.
"დიახ, ეს უდიდესი მიღწევაა და ძალიან ვამაყობ, რომ გულშემატკივარმა მოედანზე ჩემი შრომა სცნო. ბედნიერი ვარ, რომ თვის საუკეთესო ფეხბურთელად ამირჩიეს", - განაცხადა სმოლინგმა.
ეს პრიზი ნამდვილი ჯილდო გახდა სმოლინგისთვის, რომელსაც ბრწყინვალე სეზონი აქვს და "იუნაიტედში" 19 მატჩი ჩაატარა - ყველაზე მეტი კლუბის რიგებში მყოფ ფეხბურთელებს შორის.