რა გახდა მიზეზი სამი უგოლო მატჩისა.
შედეგიანობის პრობლემა ნორმალურ პირობებში არ ასოცირდება "მანჩესტერ იუნაიტედთან", თუმცა ზედიზედ სამმატჩიანი უგოლობის შემდეგ "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრ თავდამსხმელებს ამ მიზეზით აფასებენ.
სტატისტიკა ნამდვილად არ არის ვან გაალის გუნდის სასარგებლოდ. 11 ტურის დასრულების შემდეგ არც ერთს აქვს ისე ცოტა შანსი შექმნილი, როგორც "იუნაიტედს" (81).
ამავდროულად, მხოლოდ "სტოკ სიტიმ" დაარტყა კარში უფრო ნაკლებჯერ ("წითელ ეშმაკებს" 110 აქვთ). ასევე, "იუნაიტედი" ერთადერთია მიმდინარე სეზონში, რომელსაც საჯარიმოს ფარგლებს გარედან არ გაუტანია გოლი.
ამ სტატისტიკამ "მანჩესტერ იუნაიტედის" და თავდასხმის ფეხბურთელების თამაშის კიდევ უფრო ყურადღებით გამოკვლევა გამოიწვია.
სულ რამდენიმე ხნის წინ პოლ სქოულზმა განაცხადა: "იფიქრებთ, თითქოს ვან გაალს არ სურს, რომ ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგეები მოატყუონ და გოლი გაიტანონ".
უეინ რუნის სირთულეები მეტოქის საჯარიმოში თითქმის ყოველდღიური განხილვის საგანია, მაგრამ ვისი დადანაშაულება ღირს "იუნაიტედის" შემტევი ძალის უკმარისობაში?
სისტემა?მიუხედავად იმისა, რომ სამწვრთნელო ფაბრიკის ვეტერანმა ჰოლანდიელმა წარმომადგენელმა თავის კარიერაში ყველა შესაძლო ტიტული მოიპოვა, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი სათამაშო სტილი მის განკარგულებაში მყოფ ყველა ფეხბურთელს არ ერგებოდა.
რივალდო, ანხელ დი მარია და რობინ ვან პერსი - მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფეხბურთელებისა, რომლებიც მისი მეთოდებისგან დაზარალდნენ და მიანიშნებდნენ, რომ ლუი შემტევ ფეხბურთელებს შესაძლებლობებს უსაზღვრავდა.
ვან გაალი ჯიუტად არის ფოკუსირებული ბურთის ფლობის მოთმენაზე და ამის დამამტკიცებელი საბუთი ისაა, რომ "იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში მეორე გუნდია გაკეთებული გადაცემების მიხედვით.
თუმცა ამ სტატისტიკას კრეატიულობის გაუმჯობესება არ მოჰყოლია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პასები ძალიან ხშირად მოწინააღმდეგის საჯარიმოში პრობლემის წარმოშობით მიზნით არ არის გაკეთებული.
პრემიერ ლიგის ოთხი ყველაზე კომბინირებადი გუნდი
სხვათაშორის, მიმდინარე სეზონის შანსების მხოლოდ 25.9% იქმნებოდა ფლანგებზე, რაც გასაკვირი არ არის იმის ფონზე, რომ ვან გაალი ფორვარდ მარსიალს მარცხენა ფლანგზე იყენებს, შემტევ ნახევარმცველ ხუან მატას კი - მარჯვნივ.
საჯარიმოში ჩაწოდებას შეიძლება სასარგებლო რაოდენობის გოლები მოჰყვეს, მაგრამ "იუნაიტედის" ერთადერთი თავური გოლი ამტკიცებს, რომ ვან გაალი ამ ტაქტიკას მკაცრად განსაზღვრული დოზით იყენებს.
კიდევ ერთი აღმოჩენა: მას შემდეგ, რაც ვან გაალი ჩაუდგა "იუნაიტედს" სათავეში, სხვა არც ერთ გუნდს არ შეუსრულებია უფრო მეტი გრძელი გადაცემა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს თანამედროვე სათამაშო სტილს.
"ჩელსის" წინააღმდეგ "ლივერპულის" მიერ კრისტიან ბენტეკეს გამოყენებამ აჩვენა, რომ სამიზნე ფეხბურთელის ვინაობა შეიძლება ეფექტური გეგმა იყოს, თუმცა "იუნაიტედს" შემადგენლობაში ასეთი ტიპის თავდამსხმელი არ ჰყავს, რაც ნიშნავს: ასეთი სათამაშო მოდელი იდეალურისგან შორსაა.
თავდამსხმელებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ გოლის გატანა, როცა შესაფერისი გადაცემებით ამარაგებენ მათ და ახლა ნანახიდან ბევრი რამ მეტყველებს იმაზე, რომ აუცილებელ მხარდაჭერას ვერ იღებენ.
მოთამაშეები?თუმცა, საკმარისად კარგები არიან კი თავად ფორვარდები? რუნიმ სეზონის მატჩების უმრავლესობა ფორვარდის პოზიციაზე დაიწყო, მაგრამ გავლენის მოხდენა ნამდვილად ვერ შეძლო - მის ანგარიშზე პრემიერ ლიგის 10 მატჩში მხოლოდ 2 გოლია - რისგანაც დავამატკიცებთ, რომ თავისი საუკეთესო ფორმისგან შორსაა.
და არა მარტო ის: გასულ სეზონში პრობლემები ჰქონდათ რობინ ვან პერსისა და რადამელ ფალკაოსაც.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში რუნის დარტყმების გოლად გარდასახვის პროცენტული კოეფიციენტი 12.5-ს ტოლია
2014/15 წლების სეზონში დუეტმა ჩატარებულ 53 მატჩში 14 გოლი გაიტანა და არც "ოლდ ტრაფორდის" დატოვების შემდეგ ჰქონიათ უკეთესი პერიოდი: ფალკაომ "ჩელსის" რიგებში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, ვან პერსი კი "ფენერბაჰჩეში" სათადარიგო ფორვარდის როლს ირგებს.
ამავდროულად, ჩიჩარიტომ ვერ მოახერხა "იუნაიტედში" გატარებულ ბოლო სეზონში თავის გამოჩენა, არც "რეალში" დაიტოვეს და ლევერკუზენში გადაბარგდა.
ბოლო თვეებში ამ კვარტეტის წარუმატებელ გამოსვლებზე მიპყრობილი მზერა აჩენს კითხვას: გაასხვისა თუ არა ვან გაალმა ფორვარდების ჯგუფი, რომელთაგან თითოეული ჩავარდნას განიცდიდა?
ჯეიმს უილსონმა მიცემული შანსი ვერ გამოიყენა. შეტევაში თავის კლასს მხოლოდ ენტონი მარსიალი აჩვენებს.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ვან გაალისგან სათამაშო დროის მიღების შემდეგ ვერც ერთი ფორვარდი ვერ თამაშობდა თავისთვის ჩვეულ დონეზე.
დასასრულსმაშინ, როცა შემტევ ფეხბურთელებს, როგორც მოსალოდნელია, სხვადასხვა ამპლუას არგებენ, რთულია დაგტოვოს გრძნობამ, რომ ვან გაალი თავდამსხმელებს გოლის გატანის შესაძლებლობას უზღუდავს.
მიუხედავად იმისა, რომ ბურთის მუდმივი ფლობა ბურთის ფლობის სურვილის მქონე მოწინააღმდეგეს ფიტავს, ასევე "იუნაიტედის" ფორვარდებს აიძულებს მხარდაჭერისა და მათზე გაკეთებული გადაცემების გარეშე იმოქმედონ. იმისათვის, რომ თავდამსხმელებმა გაიბრწყინონ, შეტევაში თამაშთან ალტერნატიული მიდგომა იქნება საჭირო.
წყარო:
squawka.com