მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აფასებდე მათ, ვისაც უყვარხარ.
ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა უეინ რუნიმ გულთბილი ვიდეო გაუგზავნა სამუშაოების შედეგად დაზარალაბულ გულშემატკივარს.
"იუნაიტედის" ლეგენდას დიდი ხნის გულშემატკივრის, დევიდ უიტფილდის მხარდაჭერა სთხოვეს. დევიდი 64 წლისაა და დანგრევით სამუშაოს ეზოში შესრულებისას რკინის კოჭი დაეცა, რომელმაც ორივე ფეხი და მარცხენა ხელის ნაწილი დააკარგვინა.
დევიდის ოჯახმა, რომელიც ვიდენსში ცხოვრობს და "ლივერპულის" გულშემატკივარია, "იუნაიტედს" თხოვნით მიმართა, რათა დევიდისთვის რაიმე სახის გამამხნევებელი ღონისძიება განეხორციელებინათ.
ყველა ელოდა, რომ კლუბი პროგრამის სახით რამე სუვენირს ან შარფს გააგზავნიდა, მაგრამ გაოცებულნი დარჩნენ, როცა კლუბის ლეგენდისგან გულთბილი ვიდეო მიიღეს.
ვიდეოში რუნი ამბობს:
"სალამი დევიდ, მე და თანაგუნდელებმა მაისურზე ხელი მოგიწერეთ.
უბრალოდ იმისთვის, რომ იცოდე, შენზე ვფიქრობთ"."იუნაიტედის" კიდევ ერთმა ლეგენდამ, რაიან გიგზმა დევიდს წერილი გაუგზავნა, რომელიც ვიდეოსა და მაისურთან ერთად მიიღო.
წერილში ნათქვამია:
"ძვირფასო დევიდ,
ყველანი ვწუხვართ საშინელი ინციდენტის გამო, რომელიც სამუშაოზე შეგემთხვათ. მხოლოდ იმისთვის გწერთ, რომ მადლობა გადაგიხადოთ კლუბის მხარდაჭერისთვის და გაცნობოთ, რომ თქვენზე ვფიქრობთ.
უეინმა ბიჭებს მაისურზე ხელის მოწერა სთხოვა, რომელსაც თქვენს ქალიშვილს გავუგზავნით, რათა საავადმყოფოში მოგცეთ.
ყოველთვის ძალიან პოზიტიური ადამიანი იყავით და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია სულით არ დაეცეთ, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ეს შეუძლებელი ჩანს.
თავს გაუფრთხილდით".მისტერ უიტფილდის ქალიშვილმა კოლეტმა მოგვითხრო, თუ როგორ მიიღო მაისური უეინისგან:
"მამა ყველას უყვარს. კლუბს მივმართეთ და რამის გამოგზავნა ვთხოვეთ, მაგრამ, როცა ვიდეო მივიღეთ, ცრემლი ვერ შევიკავე. სიტყვები არ მყოფნის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და უეინს მადლობა გადავუხადო.
ლივერპულში ხალხი ბევრ ცუდ რამეს ამბობს უეინზე, მაგრამ ნათელია, რომ ოქროს გული აქვს!".
დევიდის სიძემაც გააკეთა კომენტარი:
"ლივერპულის" გულშემატკივარია ვარ, მაგრამ ქედს ვიხრი უეინის წინაშე! ძალიან ვაფასებ იმას, რაც ჩემი ოჯახისთვის გააკეთა. ეს დევიდს ტრავმასთან ბრძოლაში ძალებს შემატებს.
დევიდი მთელი არსებით "იუნაიტედს" ქომაგობს, ყოველთვის დადის გასვლით მატჩებზე და "ოლდ ტრაფორდზე". რაც მისთვის მისმა კლუბმა გააკეთა, მაიძულებს მე, "ლივერპულის" გულშემატკივარს, "მანჩესტერ იუნაიტედის" თაყვანისმცემელი გავხდე". უბედური შემთხვევის მომენტიდან, რომელიც ორი კვირის წინ მოხდა, დევიდი უიზენშეივის საავადმყოფოში იმყოფება და უკვე შვიდი ოპერაცია გაუკეთდა. ერთი ხელი იდაყვამდე მოჭრეს, მეორეზე კი მტევანი დაკარგა. ქირურგებმა მისი მაჯვენა ხელი დროებით ფეხზე მიაკერეს, რათა ნორმალური სისხლდენა შეენარჩუნებინათ და ხელზე ფეხიდან რამდენიმე თითის გადანერგვას გეგმავენ, რათა მინიმალური მოქმედებების შესრულება შეძლოს.
კოლიტი:
"ის უბრალოდ ამბობს, ასეთი რამ ხდება. ამას ვეგუები და ისიც ეგუება, რადგან ასეთი ადამიანია.
ის ყველაზე მამაცია მათ შორის, ვინც გინახავთ და ყველაზე მოსიყვარულე".