მაიკლ კერიკმა "იუნაიტედის" გულშემატკივარსა და კრიტიკოსებს შეახსენა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ფერგიუსონის დროსაც კი ჰქონდა ცუდი პერიოდი.
ლუი ვან გაალი მის მიერ შერჩეული ტაქტიკის გამო ხშირად ექცეოდა კრიტიკის ქვეშ - განსაკუთრებით, როცა მისმა გუნდმა ზედიზედ სამ მატჩში ვერ მოახერხა გოლის გატანა.
"იუნაიტედმა" ეს წარუმატებელი სერია ცსკა-სთან მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე დაასრულა, როცა 1-0 იმარჯვა.
ინგლისელმა კი ყველას შეახსენა, რომ ფერგიუსონის წვრთნელობის პერიოდშიც კი იყო ეტაპი, როცა "იუნაიტედს" გოლი ვერ გაჰქონდა.
"მახსოვს საღამოები, როცა საქმე კარგად არ მიდიოდა ან ვმარცხდებოდით. ასეთი ღამეები გვქონდა, გააჩნია, როგორ გახსოვს.
ეს დამოკიდებულია ხალხის მეხსიერებაზე, არა? ბავშვობა ყოველთვის ბედნიერი გქონდათ, არა?
ამის გაკეთება ადვილია და დამნაშავე თითოეული ადამიანია, ფეხბურთელებიც ასევე, მაგრამ ყოველთვის არსებობს ზეწოლა, როცა მაისურს ირგებ და თამაშობ", - განაცხადა კერიკმა.