ინგლისის ნაკრებში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ოთხი ფეხბურთელი იასპარეზებს.
ცენტრალური მცველები კრის სმოლინგი და ფილ ჯონსი პარტნიორობას როი ჰოჯსონის გუნდში ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებების წინააღმდეგ მომდევნო კვირას გააგრძელებენ.
მაიკლ კერიკი და უეინ რუნიც იქნებიან განაცხადში ხუან მატას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ 13 ნოემბერს და ოთხი დღის შემდეგ მორგან შნეიდერლინისა და ენტონი მარსიალის საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ.
ინგლისელთა კაპიტანმა წინა ორი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა და ჯგუფური ეტაპის დასვკნით შეხვედრებში მონაწილეობა ვერ მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ რუნის საკლუბო დონეზე სეზონის წარმატებული დასაწყისი და გაგრძელება არ აქვს, ჰოჯსონის გუნდის მთავარ თავდამსხმელად მაინც რჩება.