პორტუგალიელის შესახებ დაწერილი ახალი ბიოგრაფიის თანახმად, კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებაზე ოცნებობს.
"იუნაიტედი" 30 წლის ფეხბურთელის შეძენას 2013 წელს ცდილობდა, როცა სერ ალექს ფერგიუსონმა პატრის ევრა დაარწმუნა, რომ პორტუგალიელს 99%-ით დააბრუნებდა.
ნაცვლად ამისა, ფერგიუსონმა ორი კვირის შემდეგ კარიერა დაასრულა, ედ ვუდვორდის მცდელობის მიუხედავად კი, რონალდუმ ახალი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.
ვუდოვრდმა მიმდინარე წლის ზაფხულსაც სცადა რონალდუს შეძენა და ესპანელი ჟურნალისტი გილიემ ბალაგიე ირწმუნება, რომ თავად რონალდუსაც სურს მომდევნო სეზონში "იუნაიტედში" თამაში.
"კრიშტიანუ რონალდუ ჯერ კიდევ ოცნებობს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებაზე. ინგლისურმა კლუბმა მის აგენტს აცნობა, რომ საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ მისი დაბრუნებისთვის.
კლუბის იმჟამინდელი მწვრთნელი, დევიდ მოიესი დარწმუნებული იყო, რომ რონალდუ ზაფხულში აუცილებლად გადავიდოდა მის კლუბში.
სწორედ ეს შეტყობინება გაუგზავნა "იუნაიტედმა" რონალდუს. საპასუხოდ კი მიიღეს ახალი კონტრაქტის გაფორმება, რომელმაც კრიშტიანუ პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახადა 2013 წლის სექტემბერში.
2014 წლის ზაფხულს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელს რომელიც "ლოს ბლანკოსის" დატოვებას აპირებდა, უთხრა, რომ ორი წლის შემდეგ "იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდებოდა.
გრძნობს, რომ კარინგტონი არის იდეალური ადგილი მისი გზის გასახსნელად, "ოლდ ტრაფორდი" ფეხბურთის სათამაშოდ და პრემიერ ლიგა სიყვარულის გასაძლიერებლად", - განაცხადა ბალაგიემ.
რონალდუმ "იუნაიტედის" რიგებში ჩატარებულ 292 მატჩში 118 გოლი გაიტანა, პრემიერ ლიგის სამი, ლიგის თასის ორი, ასოციაციის თასის ერთი, ჩემპიონთა ლიგისა და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის თითო ტიტული მოიგო მანჩესტერში გატარებულ 6 ბრწყინვალე სეზონში.