5-11-2015, 19:37
ნანახია: 3034,
კომენტარები: 12
შოუ ყავარჯნების გარეშე დადის
შოუს გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველ ლუკ შოუს გულშემატკივართათვის კარგი ამბავი აქვს, რამეთუ ტრავმისგან გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ოთხშაბათს ღამით ლუი ვან გაალის გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად შეამჩნიეს, როცა ლუკი ყავარჯნების გარეშე მოძრაობდა.
შოუმ ტრავმა სექტემბერში პსვ-ს წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო, რის შემდეგაც ფეხის ორმაგი მოტეხილობა დაუდგინდა.
ნაადრევი ვარაუდის საფუძველზე აცხადებდნენ, რომ მისი დაბრუნება მოედანზე 6 თვით გადაიდებოდა.
ექიმებმა განაცხადეს, რომ მოტეხილობა ფეხბურთელს აღარ აქვს და მოედანს რაც შეიძლება მალე დაბრუნდება.
წყარო:
M.E.N.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.