პოლ სქოულზის შემდეგ ცსკა-სთან მატჩში ეშლი იანგის მოქმედება "იუნაიტედის" კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა, როი კინმა გააკრიტიკა და მას "სამარცხვინო" უწოდა.
მეორე ტაიმში მოსკოველთა საჯარიმოში შეჭრილმა იანგმა სიმულაციას მიმართა და მსაჯის პენალტზე პროვოცირება სცადა.
30 წლის ვინგერმა, რომელსაც მანჩესტერში გადასვლის შემდეგ ხშირად აკრიტიკებდნენ სიმულაციის გამო, კიდევ ერთხელ მიმართა ამ ხერხს გიორგი შენნიკოვთან ჭიდილისას.
ინგლისელის შესახებ როი კინმაც გამოთქვა აზრი და შემდეგი რამ განაცხადა: "თუ ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია, მე ჩინელი ვყოფილვარ - აბსოლუტური სირცხვილია.
გამოცდილმა ფეხბურთელებმა ჭკუა უნდა დაარიგონ. ასეთი რამ "მანჩესტერ იუნაიტედში" მიუღებელია. საქმე მხოლოდ ფეხის დატოვებაში არ არის. საქმე სხვა რამეშია. რაც მან გააკეთა, აკრობატული ილეთი იყო, აბსოლუტური სირცხვილი.
შესაძლოა, ერთხელ ან ორჯერ შეცდომით მოგივიდეს, მაგრამ 9-ჯერ თუ ათჯერ გააკეთა უკვე და არა მარტო აქ, სხვა კლუბებშიც", - განაცხადა როი კინმა.