თბილისი:
მანჩესტერი:
5-11-2015, 15:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2897,
კომენტარები: 9
სქოულზი: "ვან გაალს კერიკი არ მოსწონს"
პოლ სქოულზი ვან გაალს კიდევ ერთ რჩევას აძლევს.
სქოულზი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა კვლავ გადაწყვიტა ვან გაალის გაკრიტიკება და ამჯერად მისი ერთ-ერთი შეგირდისთვის, კერძოდ, მაიკლ კერიკისთვის უფრო მეტი დროის მიცემა ურჩია.

მიმდინარე სეზონში ვან გაალი ხშირად ტოვებს 34 წლის ნახევარმცველს ძირითადი შემადგენლობის მიღმა. სქოულზს კი მიაჩნია, რომ მასთან ასეთი მიდგომა არასწორია და ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მაიკლს უფრო მეტი სათამაშო დრო უნდა მისცეს.

"სიმართლე გითხრათ, არა მგონია, ვან გაალს კერიკი ძალიან მოსწონდეს. არ ათამაშებს.

მაიკლი არის ფეხბურთელი, რომელიც უნდა ათამაშო. კერიკი არ არის მოთამაშე, რომელიც ერთ მატჩს ჩაატარებს და სამს გამოტოვებს.

ის მოთამაშეა, რომელმაც რიტმი უნდა შეიგრძნოს. ალექს ფერგიუსონი ამბობდა, რომ 5-6 მატჩი სჭირდება ფორმაში ჩასადგომად.

შესანიშნავად ანაწილებს პასებს და თუ მას მხარში ამოუდგებიან და შემადგენლობაში დააყენებენ, "იუნაიტედი" გაცილებით უკეთ ითამაშებს"
, - განაცხადა სქოულზმა BT Sport-ის ეთერში.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ser alex
5 ნოემბერი 2015 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
კერიკი საჭირო კაცია და მართლა კარგად ანწილებს შვაინშტაიგერი უნდა დაჯდეს ცოტახანს
0
№2
ავტორი: AkkRed
5 ნოემბერი 2015 15:53
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ძნელია ხოლმე ასე გამოყოფა ნახევარდაცვის ხაზი გვაქვს იდეალურული, მაგრამ ჯერ შერწყმა არ აქვს იდეალურული. სხვა და სხვა გუნდების სხვა და სხვა ნახევარდაცვა უნდა შესთავაზოს, არ ვფიქრობ, რომ გუშინ საჭირო იყო კერიკი, მართალია მისი პასით გადაწყდა გოლი, მაგრამ კერიკი უფრო ძნელ მეტოქეებთან უნდა გამოიყენო. ფართოდ ხედავს მოედანს და იცის პასის გადაწოდების მომენტი თუ ბასტიანი შევა ფორმაში როგორიც გვახსოვს მაშინ მართლა ცოტა დრო დარჩება კერიკს სათამაშოდ.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
5 ნოემბერი 2015 15:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გუნდში შნეიდერლინი იმიტომაა რომ კერიკი ჩაანაცვლოს და დიდ საქმესაც აკეთებს. გვყავს მეორე მაღალი კლასის ფეხბურთელი შვაინას სახით რომელიც ლიდერობას ითავსებს, არ მგონია რომ ცოტა დრო ეძლევა კერიკს, ვერ იყენებს ამ ხალხს უბრალოდ winked

თუ კერიკი ისევ ძირითადის შეუცვლელი კაცი უნდა იყოს მაშინ ორი ნახევარმცველის მოყვაის აზრზს ვერ ვხვდები
0
№4
ავტორი: lefty
5 ნოემბერი 2015 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ამ ეტაპზე კერიკი და მორგანი უნდა ათამაშოს
0
№5
ავტორი: Martial
5 ნოემბერი 2015 16:57
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
შვაინშტაიგერი იმიტომ წამოვიდა რო დრო არ ქომდა და აქც სკამზე თუ დასვეს რა აზრი ქონდა წამოსვლას :))
0
№6
ავტორი: ilker
5 ნოემბერი 2015 19:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
კერიკი ზამენიდან უნდა შემოვიდეს სტაბილურად ყოველ მატჩში, ძირითადისთვის კი ახალგაზრდები გვჭირდება
0
№7
ავტორი: deqstera
5 ნოემბერი 2015 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
კერიკის მინუსები რომლებზე მგონი დამეთანხმებით, 1ლი სისწრაფე არაქვს საკმარისი და კონტრშეტევებზე მაგრად იჩაგრება და მეორე თამაშს თუ აგებ თამაშის რიტმის მომატება და სწრაფი შეტევების განხორციელება არშეუძლია!! კერიკი კარგი არის ბურთის დაჭერადა აქეთ-იქით უაზროდ გორაობა თუ გინდა, მაგრამ ეგ ფეხბურთი რომ მომწონდეს მანჩესტერის გულშემატკივარი არვიქნებოდი!!!

შნეიდერლინი-შვაინშტაიგერი-ერ
ერა ამ სამიდან 2კაცი უნდა იდგეს ძირითადში და 3ე ზამენიდან შემოდიოდეს(უფრო ერერა შვაინას მაგივრად)!!
0
№8
ავტორი: Malboro463
5 ნოემბერი 2015 20:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ამის პასი არც ბასტიანს აქ და არც ფრანგს მარა 34 წლის ფეხბურთელის იმედზე სულ ვერი ქნები ვიღაცამ ხომ უდნა ჩანაცვლოს. შვაინშტაიგერის ამოგდება სისულელე იქნება ნ.დაცვის ცენტრში ეგა ერთადერთი ვარსკვლავეი ვერც მორგანი მივა მასთან და ვერც ერერა
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 ნოემბერი 2015 22:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პოლ იმით ნუ სარგებლობ, რომ ყველას უყვარხარ. ყველაფერზე აკრიტიკებს ვან გაალს, ეგრეც არ შეიძლება wink

რას ქვია კერიკი არ მოსწონს??? ყველა თამაშს ვერ ათამაშებეს ვან გაალი კერიკს და როცა საჭიროა შემოყავს ხოლმე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top