"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა ეშლი იანგს სიმულაციისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა.
ინგლისელმა ვინგერმა მისთვის ჩვეულ ქმედებას ცსკა-სთან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე მატჩშიც მიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე საუბარი სერ ალექს ფერგიუსონსაც ჰქონდა მასთან და ხშირად აფრთხილებდა, იანგი თავისას არ იშლის და მოწინააღმდეგის საჯარიმოში კვლავ ცდილობს უმიზეზოდ პენალტის მოპოვებას.
კლუბის ლეგენდისთვის ყოფილი თანაგუნდელის ასეთი ქმედება სრულიად მიუღებელია და 30 წლის ვინგერს თავის შეკავებას ურჩევს.
"ეშლიმ ამის კეთება უნდა შეწყვიტოს. ეს თავადაც იცის. უბრალოდ სულელური ჩვევაა და ვერაფრით გადაეჩვია.
ცუდ ვითარებაში აყენებს ასეთი უმსგავსო საქციელი და ამას თვითონაც ხვდება.
ეშლი ნამდვილად კარგი ფეხბურთელია და არ აქვს ასეთი ქმედებების გამოყენების აუცილებლობა, თუმცა ვშიშობ, უკვე სისხლში გაუჯდა", - განაცხადა პოლმა BT Sport-ის ეთერში.
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.