ბასტიან შვაინშტაიგერს მიაჩნია, რომ უეინ რუნის მიერ ცსკა-სთან მატჩში გატანილი გოლი "მანჩესტერ იუნაიტედსაც" დაეხმარება და თავად თავდამსხმელსაც.
"წითლები" ზიდიზედ სამი მატჩში ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას, თუმცა მოსკოველთა წინააღმდეგ ნავსი უეინ რუნიმ გატეხა, როცა 79-ე წუთზე თავურით ანგარიში გახსნა.
ლუი ვან გაალის შეგირდები ამჟამად B ჯგუფის ლიდერები არიან და მომდევნო ტურში "ოლდ ტრაფორდზე" პსვ-ს წინააღმდეგ გამარჯვება ნიშნავს, რომ მომდევნო ეტაპზე გავლენ. შვაინშტაიგერი, რომელმაც ცსკა-ს წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩაატარა, დარწმუნებულია, რომ კაპიტნის გოლი კლუბს მრავალ საკითხში დაეხმარება.
"დიდებული მომენტი იყო ჩვენთვის, რადგან ბოლო რამდენიმე მატჩის განმავლობაში არ გაგვიტანია გოლი და მნიშვნლოვანი იყო, განსაკუთრებით მოსკოველთა მომენტის შემდეგ. კარგი შეგრძნება იყო. ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ, რადგან მატჩში ბევრი რამ გავაკეთეთ, შანსების შექმნას ვცდილობდით და გვქონდა კიდეც, განსაკუთრებით მარკოს როხოს პირველ ტაიმში და რამდენიმე სხვა ფეხბურთელსაც.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახლში მატჩის მოგება. ასევე, ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ და ახლა მომდევნო მატჩი უნდა მოვიგოთ პსვ-ს წინააღმდეგ, თუმცა ახლა გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს", - განაცხადა გერმანელმა.
რუნის გოლის მნიშვნელოვანებისა და ოთხ მატჩში გოლის პირველად გატანის შესახებ შეკითხვის შემდეგ ბასტიანმა განაგრძო: "უბრალოდ ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ერთ-ერთი შეტევა დავასრულეთ. უეინის გამო ბედნიერი ვარ და ვფიქრობ, ეს გოლი თავდაჯერებულობას შესძენს და ვიმედოვნებ, ამ თავდაჯერებულობას მომდევნო მატჩში "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ გამოიყენებს", - დაასრულა შვაინშტაიგერმა.