ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრენტენდენტები ენტონი მარსიალი, მარკოს როხო და კრის სმოლინგი გახდნენ.
მარსიალი და სმოლინგი სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის კანდიდატებადაც დასახელდნენ, მაგრამ ნომინაციაში ხუან მატას წინააღმდეგ დამარცხდნენ. სმოლინგი აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეც იყო წარდგენილი.
მარსიალმა ცსკა-ს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და სწორედ მისმა თავურმა მისცა საშუალება "იუნაიტედს" მოსკოვიდან ერთი ქულით დაბრუნებულიყო. ბოლო პერიოდში ფრანგ თავდამსხმელს ხშირად იყენებდნენ მარცხენა ფლანგზე, მაგრამ "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ უგოლო ფრედ დასრულებულ მატჩში თავდასხმის ცენტრშიც კარგად გამოიყურებოდა. თავისი ბუნებრივი ნიჭისა და სისწრაფის დემონსტრირებას აგრძელებს და "წითელი ეშმაკების" გულშემატკივართა ყურადღებას იპყრობს.
როხოს "არსენალის" წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, რომელიც 3-0 დასრულდა თვის დასაწყისში, მაგრამ მომდევნო ხუთ შეხვედრაში დაცვის სქემის ნაწილი გახდა. ეს სქემა მხოლოდ ერთხელ ჩაფლავდა, როცა სეიდუ დუმბიამ მიიღო ბურთი და დაარტყა კარში პენალტის შემდეგ, რომელიც დავიდ დე ხეამ მოიგერია. ბრწყინვალე მომენტად იქცა პასი, რომელიც მან ანდერ ერერას მიაწოდა "ევერტონთან" მატჩში.
სმოლინგი მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურ თამაშს აჩვენებდა "იუნაიტედის" რიგებში და მოედნის ცენტრში დამაჯერებლად გამაგრდა. ცენტრალური დაცვის ლიდერმა მანჩესტერულ დერბიში ჯო ჰარტის კართან სახიფათო მომენტიც შექმნა, თუმცა თავის პირდაპირ მოვალეობას უკეთ უმკლავდებოდა და ამისთვის აღიარება დაიმსახურა.
ხმის მიცემა ოფიციალურ საიტზე