"მანჩესტერ იუნაიტედში" მომუშავე ყოველი ადამიანი ენდი კოულს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს თირკმლის დაავადების დადგენის შემდეგ, რომელიც მას საქველმოქმედო მატჩის გამოტოვებას აიძულებს.
ენდი კოულმა დაავადების შესახებ განაცხადა: "უდიდესი იმედგაცრუებაა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" 14 ნოემბერს გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მივიღებ.
ამა წლის ივნისში თირკმლის დაავადება დამიდგინეს და შედეგად ვირუსი აღმომაჩნდა, მას შემდეგ კი მკურნალობის პროცესს გავდივარ. საავადმყოფოში გადამიყვანეს და ფოკალურ-სეგმენტული გლომერუსკოლეროზი დამიდგინეს. საავადმყოფოში დაახლოებით სამი კვირა გავატარე. ამ პერიოდის განმავლობაში არ შემეძლო შრომა ან ჩემი ნორმალური დღის ქონა. ამჟამად მკურნალობის პროცესს გავდივარ და ძლიერ სტეროიდებს ვიღებ, რომლებმაც ჩემი მდგომარეობა უნდა შეცვალონ".