გუშინ ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის მატჩში ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და მოსკოვის ცსკა დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 1-0 დასრულდა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი მანჩესტერელთა კაპიტანმა, უეინ რუნიმ გაიტანა, რომელმაც ჯესი ლინგარდის გადაცემით ისარგებლა და თავური დარტყმით მოახერხა აკინფეევის კარის აღება. ამ გოლით ინგლისელი "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში დენის ლოუს გაუთანაბრდა.
ვან გაალის გუნდმა 4 ტურის შემდეგ 7 ქულა დააგროვა და B ჯგუფის ლიდერი გახდა.
მანჩესტერ იუნაიტედი - ცსკა 1-0
მონაცემი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, მე-4 ტური თარიღი: სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2015 წელი მთავარი მსაჯი: სიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი) გოლი: რუნი 79' გაფრთხილება: შენნიკოვი, ვერნბლუმი
შემადგენლობები
მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, როხო, სმოლინგი, ბლინდი, იანგი, მატა(დეპაი 74'), რუნი, კერიკი, შვაინშტაიგერი(ერერა 89'), ლინგარდი, მარტიალი(ფელაინი 66').