"მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტები "ლესტერ სიტიში" წარმატებით მოასპარეზე რიად მაჰრეზს აკვირდებიან.
ალჟირელის შესანიშნავმა სათამაშო ფორმამ სეზონის დასაწყისში უკვე მიიპყრო "ბარსელონასა" და "არსენალის" ყურადღება.
მიუხედავად იმისა, რომ "მელიების" მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი ვინგერის წასვლას გამორიცხავს, 24 წლის ფეხბურთელის გადასვლა უფრო მაღალი დონის კლუბში დროის საკითხად მოსჩანს.
გარდა ზემოხსენებული გრანდებისა, მაჰრეზისადმი აქტიურ ინტერესს ავლენს "მანჩესტერ იუნაიტედიც". "წითელი ეშმაკების" სკაუტები "ლესტერისა" და "ვესტ ბრომვიჩის" მატჩს დაესწრნენ, რომელშიც მაჰრეზმა დუბლი გაიფრომა.
ლუი ვან გაალი მაჰრეზს განიხილავს ფეხბურთელად, რომელიც გუნდს შეტევაში სისწრაფის დამატებაში დაეხმარება.