ლუი ვან გაალის კომენტარი ცსკა-ს დამარცხების შემდეგ.
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ამაყი და მშვიდია "მანჩესტერ იუნაიტედის" ცსკა-ზე გამარჯვებით, რომელიც 79-ე წუთზე რუნის გოლმა მოუტანა კლუბს.
"წითლები" ოთხი ტურის შემდეგ B ჯგუფს ლიდერობენ და "ოლდ ტრაფორდზე" საფინალო სასტვენის შემდეგ მწვრთნელმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.
მატჩისა და შედეგის შეფასება"რა თქმა უნდა, ეს რელიეფია, რადგან შემტევი "მანჩესტერ იუნაიტედი" იხილეთ, რომელიც ძალიან ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ ბევრ მომენტს ქმნიდა. გოლების გატანა ყოველთვის რთულია. დიდი ხანი მოგვიხდა ლოდინი. 89 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით მატჩს, 1 წუთის განმავლობაში კი ვერა. შეიძლებოდა ისევ დავმარცხებულიყავით. გოლი რომ გაეტანათ, ახლა აქ სხვანაირად ვიჯდებოდი. მაგრამ დავიმსახურეთ, საერთო ჯამში, მოგება და მშვიდად ვარ, თუმცა ასევე ამაყადაც. ასე ადვილი არ არის. "მანჩესტერ იუნაიტედს" ოქროს წლებშიც კი არასდროს დაუმარცხებია რუსული კლუბები, როგორც წავიკითხე. ყველას ჰგონია, რომ ადვილია, მაგრამ სულაც არ არის. ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება არც ერთი გუნდისთვის არის იოლი".
გადაუხადა რუნის მადლობა გოლის გატანისთვის?"თითოეულ ჩემს ფეხბურთელს გადავუხადე მადლობა, არა მარტო რუნი. უეინი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და მის შესახებ კითხვებს უნდა ვუპასუხო. უეინი უეინია და მატჩზე გავლენას ყოველთვის მოახდენს. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან თავდამსხმელად დავაყენე და გაიტანა. ფანტასტიკური გოლი იყო; მომზადება იყო ფანტასტიკური. მარკოს როხოს ჩაჭრა, მაიკლ კერიკის პასი, ჯესი ლინგარდის ერთი შეხებით თამაში და უეინ რუნის თავური. ფანტასტიკა იყო, ჩემი ფეხბურთელების თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ასევე შედეგით და ფაქტით, რომ ჯგუფის სათავეში ვართ".
დე ხეამ და სმოლინგმა დუმბია გააუნებელყვეს"ცსკა-ს ერთადერთი შეტევა ეს იყო და მოხდა მაშინ, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა არასწორად იმოქმედეს. დავიდ დე ხეამ გადაგვარჩინა და შემდეგ მაიკლ (შეცდა) სმოლინგმა, მაგრამ ესეც ფეხბურთის ნაწილია - შენი სხეულის ყოველ ნაწილს დებ გოლისგან სახსნელად და ფანტასტიკურია, რომ სმოლინგმა ეს გააკეთა. ეშლი იანგიც ასევე იქცეოდა - დიდებული სრიალა ვარდნა იყო".
ხალხის რეაქციაზე, როცა მარსიალი შეცვალეს"რა თქმა უნდა, გავიგე. ეს გულშემატკივართა აზრია, შემდეგში მწვრთნელის გადაწყვეტილებით იმედგაცრულებულნი აღარ ყოფილან".
წყარო:
manutd.com