თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2013, 14:08
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 3096,
კომენტარები: 0
სერ ალექსი.ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი მესამე. ნაწილი 1
სერ ალექსი.ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი მესამე. ნაწილი 1
მეფე ერიკი- სერ ალექსის უდიდესი შესანაძენი

სერ ალექსი.ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი მესამე. ნაწილი 1

სერ ალექსი.ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი მესამე. ნაწილი 1


როდესაც სერ ალექსი დადგამს ფეხს ოლდ ტრაფორდის ზეციურ მინდორზე, მაშინვე იწყება დებატები იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც ის დატოვებს უდიდესი ლეგენდების, იუნაიტედის წარმატებებისა და მარცხების სახით. ყველაზე მეტად ირჩევა ფერგიუსონის სატრანფერო პოლიტიკა და მისი დამოკიდებულება ფეხბურთელებისადმი: მისი საუკეთესო და ყველზე ცუდი ტრანფერები. ”ვფიქრობ ფერგიუსონის მანჩესტერული ერის საუკეთესო ფეხბურთელი რაიან გიგზია. თქვენ შეგიძლიათ შემედავოთ, მაგრამ მისი შესანიშნავი რეპუტაცია, ზეგავლენა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და მისი დიპლომატური ხარისხი უმაღლეს საფეხბურთო საფეხურზე აყენებს ამ ადამიანს. თუმცა ადამიანი ნომერი 2, რომელიც გიგზს მოსდევს, რა თქმა უნდა არის მეფე ერიკ კანტონაა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე. მეფე ერიკი - გენიოსი, რომელმაც მსგავსად გიგზისა და სხვა ფერგიუსონის შეგირდებისა დიდება მოიპოვა საფეხბურთო სამყაროში. ის იყო კატალიზატორი, რომლის წყალობითაც შეწყდა წამების 26 წელი. 26 წელი მოუგებელი სერიისა დასრულდა როგორც კლუბისთვის ასევე გულშემატკივრებისთვისაც. მისი წყალობით ჩაბნელებული ხანის შემდეგ კვლავ გამოანათა მანჩესტერში და კუთვნილი ჩემპიონის ტიტული კვლავ ოლდ ტრაფორდზე დაბრუნდა. 1,2 მილიონ ფუნტად შეძენილი ეს ფეხბურთელი ითვლება ფერგიუსონის უდიდეს შენაძენად, ამასთან ამ გენიოსმა იხილა იუნაიტედის გზა უდაბნოდან პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტულამდე. ამ პერიოდში ბოსმა კიდევ რამდენიმე კარგი ტრანსფერი გააკეთა. მაგალითად, შესანიშნავი პეტერ შმეიხელი, რომელიც 530 000 ფუნტად იყიდეს და შემდეგ ამ ფასს ფერგიუსონმა საუკუნის ფასი უწოდა. დანიელი გახდა საუკეთესო მეკარე 1992 და 1993 წლებში. ის დღემდე ინარჩუნებს რეკორდს მშრალად ჩატარებული მატჩებით- მან პრემიერ ლიგის თამაშების 42%_ში მშრალად შეინახა კარი.

2001 წელს სააგენტო ”როიტერმა” ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც შმეიხელი ყველა დროის საუკეთესო მეკარე გახდა და დიდების დარბაზს შეუერთდა. ეს ადამიანი კაპიტნობდა იუნაიტედს, როცა ეშმაკებმა უდიდეს წარმატებას მიაღწიეს 1999 წელს და სეზონი ტრებლით დაასრულეს. ის შევიდა ფიფას 125 საუკეთესო ფეხბურთელებს, რომელიც თვით პელემ შეაადგინა, ფიფას 100 წლის იუბილესათვის, რომელიც ხელმძღვანელობისგან ჰქონდა დავალებული. 8 წლის განმავლობაში პეტერ შმეიხელი იყო ფერგიუსონის მნიშვნელოვანი დამხმარე და ამასთანავე მიაღწია წარმატების უდიდეს მწვერვალს. ამ დროისთვის დანიელ მეკარეს ჰქონდა 5 პრემიერ ლიგის ტიტული, 3 ინგლისის თასი, ერთი ლიგის თასი და ჩემპიონთა ლიგის თასი. სხვა კარის დარაჯები, რომლებიც შეიძლება ერიკ კანტონას მსგავს ფეხბურთელებს მივაკუთვნოთ, ესენი არიან რიო ფერდინანდი, იაპ სტამი, დენის ირვინი და სტივ ბრიუსი. მათ დიდი წვლილი შეიტანეს გუნდის წარმატებაში, თუმცა არა იმდენი რაც მეფე ერიკმა. ბრიუსი და რიო ორივენი შესანიშნავი კაპიტნები იყვნენ. თუ რიო დღესაც აღემატება განსაკუთრებული თამასით სხვა მცველებს, მაშინ სტივ ბრიუსი ნამდვილი ლიდერი და მებრძოლი იყო, რომელიც რიოსგან განსხვავებით სულ რაღაც 850 000 ფუნტი სტერლინგი ღირდა. ასეთივე შესანიშნავი მცველი იყო იაპ სტამიც. მან სრულად გაამართლა ის იმედები, რაც მას ბოსმა დააკისრა და სწორედ სტამის დიდი წყალობით ფერგიუსონმა პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტული იზეიმა.

თუ ავიღებთ მოედნის ცენტრს, მაშინ აუცილებლად უნდა ვახსენოთ უდიდესი წვლილი ნამდვილი ეშმაკისა, როი კინისა. კანტონას წასვლის შემდეგ ის იყო, რიგით მეორე დასაყრდნობი ფერგიუსონისა, რომელიც მან თავისი უდიდესი ერის განმავლობაში შეიძინა. მაში ბრიტანეთში 3,75 მილიონად განხორციელებულ ტრანფერს ინგლისელებმა რეკორდული უწოდეს. როი კინმა თავისი თამაშით სრულად ამოავლო ის ხვრელები, რომელიც მოედნის ცენტრში იყო დარჩენილი ბრაიან რობსონისა და პოლ ინსის წასვლის შემდეგ. რობისა და ბრიუსის მსგავსად, ისიც არასდროს არ იხევდა უკან და ბოლომდე იბრძოდა იუნაიტედისთვის. აქ კიდევ უნდა ვახსენოთ, რომ როი კინი კანტონას მიერ დატოვებულ წარმატების ფუნდამენტს იყენებდა. საბოლოოდ, თანამედროვე ეპოქის შესახებ რომ ვისაუბროთ, არის ორი შენაძენი, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ ფერგიუსონის თანამედროვეობის ორ საუკეთესო შენაძენად. ესენი რა თქმა უნდა უეინ რუნი და კრიშტიანუ რონალდუ არიან. სწორდ ამ ორი ლიდერის წყალობით მოიპოვა იუნაიტედმა კვლავ ჩემპიონთა ლიგის ტიტული, თუმცა შეიძლება კი ისინი ერიკ კანტონას იერარქიას მივაკუთვნოთ? მათი წვლილის შესახებ უფრო მოგვიანებით ვისაუბრებთ. ალბათ ისინი ღირსნი არიან ამ სიაში შესვლის.

ახლა კი რა შეიძლება ითქვას თვითონ კანტონას შესახებ? რამ განაპირობა მისი ასეთი გახსნა სწორედ ოლდ ტრაფორდზე, რადგან კარიერის დასაწყისში ის საერთოდ ვერ ამართლებდა მასზე დადებულ იმედებს. მისგან ელოდნენ ბევრს, თუმცა ის ძალიან ცოტას იძლეოდა. პასუხი ძალიან მარტივია, იუნაიტედში მან იპოვა ის რაც სხვა კლუბებში აკლდა. ეს იყო კლუბი და მწვრთნელი, რომლებსაც უყვარდათ ის - კლუბი უდიდესი, რომელთან ეღტადაც ერიკს შეეძლო განეხორციელებინა ყველა მისწრაფება. სერ ალექსის სახით მან ნახა შესანიშნავი მწვრთნელი, რომელიც აქებდა და ეხმარებოდა მუდამ. ფერგიუსონმა შესანიშნავად იცოდა, თუ როგორ მოქცეოდა კანტონას და მის მსგავს ფეხბურთელებს. ერიკ კანტონა გუნდში 1992 წელს მოვიდა და მალევე შეუდგა სამუშაოს. მან აჩვენა ფეხბურთელებს თუ როგორ უნდა ეთამაშათ, რათა დაეტოვებინათ უდიდესი იმედები. ფერგიუსონი ხუმრობდა, რომ სუპერმენს შეეზლო იუნაიტედი ახლა დონეზე გადაეყვანა: მას არასდროს არ ჰყოლია ფეხბურთელი სხვა პლანეტიდან, თუმცა მას ჰყავდა ფეხბურთელი სუპერმენი”

სერ ალექსი.ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი მესამე. ნაწილი 1

სერ ალექსი.ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი მესამე. ნაწილი 1

სერ ალექსი.ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი მესამე. ნაწილი 1


რა თქმა უნდა იუნაიტედს მიეცა იმის იმედი, რომ ეს სუპერმენი შეძლებდა კლუბის ბნელი სიღრმიდან ამოყვანას და დაასრულებდა იუნაიტედის 26 წლიან წარუმატებლობას. ეს იყო წამების 26 წელი, რაც მათ ბოლო პრემიერ ლიგის ტიტული მოიგეს. ერიკის მოსვლიდან 6 თვეში ყველა პრობლემის გადაჭრა დაიწყო, რაც გუნდს 1967 წლიდან მოსდევდა. ფერიგუსონის მთელი მოზაიკის ბოლო ნაწილი და კატალიზატორი სწორედ ერიკ კანტონა აღმოჩნდა. ერიკთან ერთად მომდევნო 5 წელი უდიდესი გამარჯვებებისა და ზეიმის წლები იყო. ის ამაყად მიაბიჯებდა ოლდ ტრაფორდის მოედანზე თითქოს ეს სტადიონი მისი ყოფილიყო. 26 წლის ფეხბურთელი ფლობდა უფრო მეტ გამოცდილებას, ვიდრე გუნდი ორი სიცოცხლის განმავლობაში. ის საკმაოდ ექსტრაორდინალური ფეხბურთელი იყო და განსაკუთრებული გამოხტომები ჰქონდა, ტის გამოც ერიკს ზედმეტსახელად ხულიგანი უწოდეს. 1998 წელს, როცა ერიკი საფრანგეთის ნაკრებიდან ჩამოწერეს, მან ტელევიზიით ნაკრების მწვრტნელს ნაგავი უწოდა. ამის გამო მას 1 წლიანი დისკავალიფიკაცია მისცეს. 1989 წელს როცა ერიკი მონპელიეში თამაშობდა თანაგუნდელს ბუცი ესროლა სახეში, რადგან ის მას აკრიტიკებდა. 1990 წელს მარსელში თამაშისას, მან ბურთი ესროლა არბიტრს, რის გამოც ერთი თვიტ ჩაოაშორეს ფეხბურთს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით. მას შემდეგ, რაც ერიკი ბრიტანეთში გადმოვიდა მან მალევე მოასწრო ჩხუბი ლიდსში ჰოვარდ ვილკინსონთან. სწორედ ერკის ასეთმა მაღალმა ტემპერამენტმა მოხიბლა იუნაიტედის გულშემატკივართა არმია. ზოგჯერ ყველას წარმოუდგენია თავი მეამბოხედ, მაგრამ ზოგჯერ ჩვენ არ გვყოფნის სიმამაცე და ძალა იმისათვის, რომ მოვიქცეთ როგორც მეამბოხეები. ერიკი აკეთებდა იმას რაც უნდოდა და როცა უნდოდა. ის დარჩე მეამბოხედ, რომელმაც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილის იუნაიტედის ფანების გულებში.

ოლდ ტრაფოდზე მოსვლისას, მას მოუწევდა ალექს ფერგიუსონთან თანამშრომლობა. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად გუნდმა 5 წლის განმავლობაში 4 ჯერ მოიგო პრემიერ ლიგის ტიტული, ამასთან მათ გააკეთეს დუბლი და მოიგეს 2 ლიგის თასი. 2001 წელს ერიკ კანტონა მანჩესტერ იუნაიტედის საუკუნის ფეხბურთელად დასახელდა. სწორედ ამ დღის სემდეგ იუნაიტედის ფანები კანტონას მეფეს უწოდებენ. ამ ფრანგმა მიიღო მანტია, რომელიც თავის დროზე დენის ლოუს ეკუთვნოდა. ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელის ფასეულობები აღწერა სერ ბობი ჩარლტონმა 90_იანების შუაშუ:” ჩვენი ბედისწერის დიდი მადლობელი ვართ, რადგან ის გამოგვიგზავნა. ის უდიდესი ფეხბურთელია და დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ის ჩვენთან ერთადაა. ასეტი ფეხბურთელი მხოლოდ 1-2 არსებობს ცხოვრების განმავლობაში. ის იმდენად კარგია, რომ სათადარიგოთა სკამზეც არ უშვებ. თქვენ აფასებთ მის ოსტატობას. ერიკი არის ყველაზე ჭკვიანი ფეხბურტელი, რომელიც ოდესმე მინახავს: ის შესანიშნავად ხედავს მოედანს და ფლობს ბურთს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მან მან იუნაიტედს მისცა შესაძლებლობა გამოიყენოს შეტევების უმრავლესობა და არ გააფუჭოს ბევრი კარგი მომენტი. ახლა თითქმის ყველა შეტევას გოლიტ ვასრულებთ. მას კიდევ ერთი თვისება აქვს ის ისეტ ფეხბურთელს მისცემს პას, რომელზეც ბურთის მიწოდება საერთოდ არ იკითხება, ასე რომ ტუ ერიკს ბურთი აქვს აცულებლად წი უნდა გაიქცე.

ერიკ კანტონა დაიბადა1966 წლის 24 მაისს მარსელში, საფრანგეთის სამხრეთში. მშობლებმა მას ერიკ დანიელ პიერი დაარქვეს. ის დაიბადა 2 თვით ადრე, სანამ ბობი მური უემბლის სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონის თასს აწევდა. ერიკის წინაპრები იყვნენ ემიგრანტები სარდინიიდან, რხოლო დედის მშობლები იყვნენ ემიგრანტები ესპანეთიდან, ალბათ სწორედ ამან გამიწვია მისი ასტი მეამბოხე ხასიათი. ერიკი ადრეული ასაკიდანვე არ იყო ”ხულიგანი”. მას ძალიან მოსწონდა კითხვა, გამოქვაბულში ხატვა, რომელიც მარსელის თავზე მდებარეობდა. აქ დასახლდა მისი ოჯახი. მამამის ალბერტსაც ძალიან უყვარდა ხატვა. ის სანიტრად მუშაობდა ფსიქიატრიულ კლინიკაში. ასევე ფეხბურთის თამაშის დროს მან მოიპოვა ძალიან კარგი მოყვარული მეკარის სახელი. ალბერტი ეუბნებოდა ერიკს:”არ არის არაფერი უფრო ადვილი ვიდრე ფეხბურთი, სანამ ბურთს მიიღებ და სხვას მისცემ დაიმახსოვრე ბურთი შენზე სრაფია”. ამ ბავშვის, რომელიც მომავალში მეფის სახელით გახდა ცნობილი და სევე მისი ძმების აღმზრდელი იყო დედა ელეონორი. ისინი ღარიბები იყვნენ, თუმცა ერიკს ძალიან უყვარდა თავისი ბავშვობის წლებიდა ყველას ებნებოდა, რომ ის ძალიან მდიდარი იყო. 5 წლისთვის მან დაიწყო ფეხბურთის თამაში ქუჩაში. მას ძალიან შეუყვარდა ეს სპორტი და ასე განაცხადა:” ფეხბურთის თამაშის სურვილი გიჩნდებათ 4-5 წლის ასაკში... ეს არის ვნება, რომელიც არ ჩერდება, როდესაც თამაშობ ფეხბურთს ქუჩაში, ბაღში ან მეგობრებთან ერთად სკოლის შემდეგ... არც მაშინ როცა თანაკლასელებს ფეხბურთელების სურათებს უცვლი. ქუჩაში ფეხბურთის თამაში უდიდეს თავისუფლებას გვაძლევდა.

25 წლის ასაკში, 1990 წელს ერიკი გადავიდა ბრიტანეთში, კერძოდ ლიდს იუნაიტედში. თავიდან იჯარის წესით, ერიკში 100 000 ფუნტი გადაიხადმა იორკშირის კლუბმდა და ასევე ერიკსაც უხდიდნენ რასაც გამოიმუშავებდა. ის ლიდს იუნაიტედის დაეხმარა მაშინდელ პირველ დივიზიონში გადასვლაში, რამაც განაპირობა ფრანგის დატოვება ამ გუნდში, რითაც ლიდსმა მილიონისმოგება ნახა. ჰოვარდ უილკინსონი თუ ერიკ კანტონა? ერთ წინადადებაში ეს ორი სახელი ცუდად ერწმის ეღტმანეთს. ისინი სრულიად საპირისპირო და განსხვავებული ადამიანები იყვნენ:ერთი- ინგლისელი ფეხბურთელი და მკაცრი იორკშირელი, მეორე კი- ფრანგი რომანტიკოსი, მეოცნებე, პოეტი, მატვარი, მოტოციკლების მოყვარული და შესანიშნავი სპორტსმენი, რომელსაც სჯეროდა ფეხბურთის. მას სჯეროდა, რომ ეს ლამაზი თამაში მას ბევრ სიხარულს მოუტანდა. ეს იყო დროებითი, თუმცა კანტონას წყალობით მიაღწია სერჟანტმა ვილლკომ წარმატებას. იმ დღიდან მოყოლებული სერჟანტი ვილკო ითვლება ითვლება ერთადერთ ინგლისელად, რომელმაც მოაპოვებინა ჩემპიონის ტიტული ლიდს იუნაიტედს. ეს არ იყო საკმარისი იმისათვის, რომდაეკმაყოფლებინათ მეფის ამბიციები და შესაძლებლობები. კანტონა ამბობს, რომ ლინდსი იყო ის ვიტრინა, რომელმაც ის ტრანსფერამდე მიიყვანა. მას სჭირდებოდა გუნდი სადაც ის გაიბრწყინებდა და ბოლომდე გაიხსნებოდა. ეს გუნდი მანჩესტერ იუნაიტედი იყო.

როგორც ლეგენდა გვეუბნება, ფერგიუსონმა კანტონა სპონტანურად შეიძინა. ლიდსის მწვრთნელი როცა იუნაიტედის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა მას მისცეს პატარა ფურცელი, რომელზეც ეწერა იყიდება თუ არა ერიკ კანტონა. ლიდსის მწვრთნელი საპასუხოდ ფერგიუსონის დამხმარეს დენის ირვინს მოითხოვდა. ცნობილი გახდა, რომ კანტონა იყიდებოდა. თუმცა ყველასათვის მოულოდნელად გაირკვა, რომ ფერგიუსონი უკვე რამდენიმე თვეა მუდმივად აკვირდება ამ ფრანგს. მან კანტონაზე ყურადღება მაშინვე გადაიტანა, რაც ის ნისლიან ალბიონზე გამოჩნდა. ფერგიუსონის დაინტერესება ჯერ კიდევ კანტონას შეფილს უენსდეიში არენდის წესიტ გამიწვია. შოტლანდიელმა სპეციალისტმა ყველაფერი იცოდა ამ ახალგაზრდას შესახებ. ფერგიუსონმა დაუჯავშნა ადგილი კანტონას, როგორც იუანიტედის ლიდერს. მას უნდოდა გაეწვრთნა ადამიანი, რომელიც ითამაშებდა ჯორჯ ბესტის როლს თავისი ბასბისთვის. ეს იყო ფერგიუსონითვის ბოლო გამოწყვევა და რა თქმა უნდა მას ძალიან უნდოდა ამ დაბრკოლების გადალახვა. ამ დროს საფრანგეთის თავკაცმა ჟერარ ულიემ განაცხადა, რომ ერიკ კანტონას ყველაფერი რიგზე ლიდსში. ფერგიუსონი მზად იყო ნებისმიერ ფასად გადაებირებინა კანტონა, მიუხედავად იმისა, რომ მას ხულიგნად მიიჩნევდნენ. ასე რომ პარასკავს, 1992 წლის 26 ნოემბერს, ერიკ კანტონა მოვიდა სახლში 1,2 მილიონ ფუნტად. ფერგიუსონს არასდროს არ დაავიწყდება ეს დღე. ეს იყო დღე, როცა ის იუნაიტედის მორი მწვრთნელიდან ლეგენდად გადაიქცა. კანტონას გაფორმება იყო მოზაიკის ბოლო ნაწილი. ფერგიუსონმა თქვა, რომ კანტონამ განაცვიფრა, რადგან გუნდში ფრანგი მოვიდა როგორც მმართველი. ზოგიერთი ვერ ეგუებოდა აქაურ სიტუაცია, თუმცა კანტონამ ეს მიიღო, როგორც მშობლიური გარემო. ფერგიუსონს აუცილებლად სჭირდებოდა ეს ფეხბურთელი რათა გაჩენილიყო იმედი გვირგვინის მოგების. სეზნი წითლებისთვის არც ისე კარგად დაიწყო- ისინი მეექვსეზე იყვნენ. ისინი ჩამორჩებოდნენ ასტონ ვილას, ბლექბერნს და ასევე ტიტულის მოულოდნელ კანდიდატებს ქუინს პარკ რეინჯერსსა და ნორვიჩს. გუნდს რეალიზაციის პრობლემა ჰქონდა და ფერგიუსონი ლოცულობდა იმისთვის, რომ კანტონას ეს პრობლემა მოეგვარებინა. 1992 წლის 12 დეკემბერს შედგა კანტონას დებიუტი სიტის წინააღმდეგ და იუნაიტედმა 2:1 გაიმარჯვა, თუმცა კანტონას არანაირი როლი არ დაკისრებია. ფერგიუსონის გენიალურობა ისაა, რომ კანტონას ამის შემდეგ ასე არასდროს არ უთამაშნია. მალევე კანტონა დამშვიდდა და დაიწყო გოლების გატანა, ასევე უქმნიდა მომენტებს სხვასაც. 1992 წლის 19 დეკემბერს კანტონამ თავისი პირველი გოლი გაიტანა ჩელსის კარში, მეორე კი ერთი კვირის შემდეგ შეფილს უენსდეისთან, სდაც იუნაიტედმა შეძლო ქულის აღება მას შემდეგ, რაც პირველი ტაიმის ბოლოს ტაბლოზე ანგარიში 0:3 იყო. ამის შემდეგ ეშმაკებმა 5 უპასუხო ბურთი გაუტანეს ქოვენთრის, გაანადგურეს ტოტენჰემი 4:1. ამ მატჩებში კანტონამ თითო გოლი გაიტანა. მან გუნდი სათავეში გადაიყვანა, სადაც 5 წლის განმავლობაში დარჩა თუ ჩავთვლით კანტონას დისკავალიფიკაციებსაც.

სერ ალექსი.ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი მესამე. ნაწილი 1

სერ ალექსი.ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი მესამე. ნაწილი 1


ჩრდილს, რომელსაც კანტონა ოლდ ტრაფოდზე ტოვებდა. ამ ჩრდილის ნახვა შეიძლება თუ გავიხსენებთ 1994/95 წლების სეზონს, როდესაც ერიკი დისკვალიფიცირებული იიყო კუნ ფუს ილეთების გამო. ეს იყო ის ერთადერთი სეზონი, როცა იუნაიტედი ჩემპიონი არ გამხდარა. ამ წელს მათ საერთოდ ერთი ტიტულიც არ მოუგიათ. ამ სეზოში გამოჩნდა ფრანგის ბნელი მხარე, მან შეაფურთხა გულშემატკივარს, რომელიც ლიდს დაბრუნებას მოუწოდებდა. ამ ბინძური საქციელიგამო ფეხბურთის ფედერაციამ ის 1000 ფუნტით დააჯარიმა. პირველი ორი სეზონის განმავლობაში ერიკმა იუნაიტედთან ერთად შესანიშნავი ტემპი აკრიფა, 1993 წელს იუნაიტედი გახდა ახლადდაარსებული პრემიერ ლიგის პირველი ჩემპიონი. ისინი უახლოეს მდევარს 10 ქულით უსწრებდნენ. როცა კანტონა მოვიდა ყველაფერი სხვაგვარად იყო იუნაიტედის ნორვიჩს 6 ქულით ჩამორჩებოდა. სწორედ ამ მოვლენებმა უბიძგეს ფერგის გამხდარიყო ისეთივე ლეგენდარული მწვრთნელი, როგორიც სერ მატ ბასბი იყო, ეს წარმატება ძალიან სასიამოვნო იყო თვით ერიკისთვისაც, რადგან მან თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ბრიტანეთის ფეხბურთის ისტორიაში. ის არის ერთადერთი, რომელიც ზედიზედ გახდა ინგლისის ჩემპიონი ორი სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში. პირველ სეზონში კანტონამ იუნაიტედის მაისურით 22 გოლი გაიტანა, მომდევნო სეზონში კიდევ უფრო გააუმჯობესა თავისი მიღწევა და გოლების რაოდენობა 25_მდე გაზარდა. ასევე კანტონას გატანილი პენალტით იუნაიტედმა მშვიდად დაამარცხა ჩელსი ინგლისის თასი ფინალში და გუნდი ამ სეზონში დუბლით გამოირჩა. ფეხბურთის ასოციაციამ ერიკი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ასევე საფრანგეთის ახალმა მწვრთნელმა ემე ჟაკემ ერიკი კვლავ დააბრუნა საფრანგეთი ნაკრებში და კაპიტნის სამკლაური ჩააბარა.

სერ ალექსი.ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი მესამე. ნაწილი 1

სერ ალექსი.ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი მესამე. ნაწილი 1

სერ ალექსი.ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი მესამე. ნაწილი 1

ყველას აზრით ერიკ კანტონა თვის გენიალურ მწვრთნელთან ერთად ფეხბურთის მწვრვალზე იმყოფებოდა. ამბბდნენ, რომ ამ ორ პიროვნებას განსაკუთრებით უმართლებდათ ამ დროისთვის იუნაიტედი უდიდეს ძალას წარმოადგენდა ნებისმიერისთვის. კანტონას მესამე სეზონში ოლდ ტრაფორდზე მოდა ზალიან დიდი უსიამოვნება. ბავშვობაში ერიკი თავისი ოთახის კედლებს ერთადერთი ადამიანის ბრიუს ლის სურათებით აფორმებდა. ალბათ რამდენიმე კლის შემდეგ ყველასათვის სასაცილო იქნებოდა იუანიტედის მთავარი გმირის კუმირის შესახებ ინფორმაციის გაგება. 1995 წელს მატჩის შემდეგ კანტონამ ახსნა, თუ რატომ ცაარტყა ფეხი გულშემატკივარს. ერიკის ეს დარტყმა რა თქმა უნდა სოცირდება კონფუსთან და მისი მსხვერპლი კრისტალ პალასის გულშემატკივარი გახდა. ეს იყო მისი კარიერს გადამწვეტ მომენტი. ერიკ კანტონას მისაჯა 9 თვიანი დისკვალიფიკაცია, რამაც გუნდს დააკარგვინა შანსი მოეგა ყველა ტიტული რისი მოგებაც შეიძლებოდა და გამხდარიტო უძლიერესი გუნდი, რომელიც ფერგიუსონის მმართველობის ანაში იყო. გულშემატკივრების უმრავლესობა კანტონას გუნდიდან გარიცხვას მოითხოვდა. ალბათ სწორედ ფერგისთვისათ გადამწვეტი იყო ეს ომენტი. აქ მან გამოამჟღავნა თავისი უდიდესი პროფესიონალიზმი. მან სასწორზე დადო თავისი, როგორც მწვრთნელის რეპუაცია ერთი ფრანგი ფეხბურთელისათვის. მას არ სურდა იგივე განმეორებოდა კანტონას თავს, რაც მატ ბასბისა და ჯორჯ ბესტის შესახებ მოხდა. მან შეძლო კანტონას შენარჩუენბა. არავი არ იცის რა მოუვიდოდა ერიკს, ის რომ მილანის ინტერში გადასულიყო. ფერგიუსონმა გადაარჩინა ერიკი, თავისი რეპუტაცია და გუნდიც. ალექს ფერგიუსონის სახით კანტონამ აღმოაჩინა ის ერთადერთი მწვრთნელი, რომელიც ნამდვილად აფასებდა მას და სთხოვდა გუნდის ისტორიის ნაწილი გამხდარიყო. მეორე ტაიმის დაწყებიდან 4 წუთში კანტონა გააგდეს მოედნიდან უხეში თამაშის გამო. საბოლოოდ ეს ნერვიული მატჩი 1:1 დასრულდა. მაშინ როცა ერიკი მოედნიდან გადიოდა ახალგაზრდა გულშემატკივარი ჩამოვიდა ქვედა იარუსში ფრანგის დასაცინად. კანტონამ ამ გულშემატკივარს კუნფუს ილეთით გაუკეთა და კიდევ რამდენიმე უთავაზა.
სერ ალექსი.ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი მესამე. ნაწილი 1

ეს მომენტი კარგად რომ განვიხილოთ, ვასკვინით, რომ ერიკის ამ საქციელს არანაირი გამართება არ აქვს და ცოტა არ იყოს თავის კუმირზე მიბაძვა ცოტა არ იყოს გადააჭარბა. სიმონსიც არ იყო მართალი, მაგრამ გინებები ყოველთვის ისმის ტრიბუნებიდან. პალასის ფანები იწრმუნებიან, რომ სიმონსი სრულიად უდანაშაულო კანტონას მსხვერპლი გახდა და ის არ იყო გუნდის გულშემატკივარი. ის სულაც არ ყოფილა კრსტალ პალასის გულშემატკივარი, ის ფულჰემს გულშემატკივარი, ამ ინციდენტის გამო მას სამუდამოდ აუკრძალეს პალასის მატჩებზე, თუმცა მან კრეივენ კოტეჯზე გადაინაცვლა. სიმონსი ამბობს, რომ მან კანტონას შემდეგი სიტყვები უთხრა:”გაეთრიე, გაეთრიე კანტონა, არაა აქ შენი ადგილი”. კანტონა კი ამტიკცებს, რომ მის მიმართ რასისტული შეძახილებით გამოირჩეოდა ეს გულშემატკივარი. სიმონსი მყარად დგას თავის აზრზე და ინტერვიუში აცხადებს:”ღვთის გულისთვის, რაც მე ვთქვი მისი აზრით არაფერი არ უნდა მეთქვა? ეს სიტყვები სრულაიდ უსაფუძვლოა. ეს ადამიანი არის ღორი. როგორ ბედავს ჩემს დადანაშაულებას? მან მეცხოვრება დამინგრიადა ამის პატიება არ შეიძლება. ამ შემთხვევის შემდეგ სიმონსი გახდა ყველაზე ცნობადი და საზიზღარი სახე დიდ ბრიტანეში. მას სამსახურებშიც არაღ ღებულობდნენ და თავისი ოჯახის წევრები უარყოფდნენ მას. ბევრმა სპორტლმა კომენტატორმა კანტონა დააადანაშაულა და მის საქციელს სამარცხვინო უწოდეს. თუმცა ამ აზრს ბევრი არ იზიარებდა.ჯიმი გრივზი The Sun_ის ჟურნალისტი წერდა:” ჩვენ ბევრი რამ გვესმის კანტონას პასუხისმგებლობის შესახებ. მაშინ რა ვუნდა ვთქვათ სიმონსის პასუხისმგებლობაზე. ის და მისნაირი ხულიგნები ფიქრობენ, რომ 10 ფუნტის გადახდის შემდეგ სტადიონზე შესულს აქ ყველაფრის უფლება რასაც მოინდომებს, შეუძლიათ რაც უნდათ ის თქვან და შეურაცხყოფა მიაყენონ ფეხბურთელს. ვფიქრობ ასეთი საქციელი იმსახურებს, რომ ის ციხეში ჩასვან. The Independent_ის ჟერნალტადეისტი უილიამსი ფიქრობდა, რომ კანტონას საქციელი იყო პასუხი პროვოკაციაზე. კანტონამ ერთადერთი შეცდომა დაუშვა ამ ფაქტში, მას არ უნდა შეეწყვიტა სიმონსის ცემა. რაც უფრო მეტს ვიგებთ სიმონსის შესახებ მით უფრო ვრწმუნდებით, რომ ეს იყო ინსტინქტური პასუხი მორალურ ზიანზე.

მარტინ კრიზი, რომელსაც იუანიტედის გულშემატკივრობის 30წლიანი სტაჟი აქვს, ეშინოდა, რომ ეს კანტონას დასასრული იქნებოდა ოლდ ტრაფორდზე. ის ფიქრობდა, რომ პრესა ის სწორედ მისი წარმომავლობის გამო აითვალისწუნა. კრიზი ამბობდა:”როცა ერიკმა დაარტყა იმ უსინდისო გულშემატკივარს კრისტალ პალასიადნ მე ვიყავი ერთადერთი გულშემატკივარი, რომელიც საკუთარი ადგილიდან არ ამდგარვარ. ვერ ვუჯერებდი ჩმს თვალებს და ვფიქრობდი: ნუთუ ბოლოჯერ ვედავთ იუნაიტედის შემადგენლობაში დათამედროვე ჯორჯ ბესტს. ხალხი აშაკარად გამოხატულ რასიზმზე საუბრობდა. დაატყდებოდა თუ არა ერიკს ასეთი კრიტიკა პრესისგან ის რომ ინგლისელი ყოფილიო? ვფიქრობ არა! 9თვიანი დისკავალიფიკაციის გარდა კანტონას მიესაჯა 2 კვირით ციეში ჩაჯდომა. ასევე დააჯარიმეს 20 000 ფუნტით. აპელაციის დროს კონფერანციაზე კანტონამ განაცხადა, რომ ბრიტანეთი პრესა სვავივითაა, რომელიც მკვდარს უთვალთვალებს. ფერგიუსონი ჩავიდა პარიზში და დაიწყო ერიკის ძებნა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ერიკი იუნაიტედის განუყოფელი ნაწილი იყო. ფერგიუსონმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა თვის სამწვრთნელო კარიერაში. საფრანგეთში ჩამოსვლის შემდეგ ფერგიუსონს პრობლემები ჰქონდა. ფერგიუსონმა შეძლო ერიკის დაწმუნება იმაში, რომ კლუბი სიყვარულით მიირებდა მას და ერიკის ცხოვრება იუნაიტედის გარეშე წარმოუდგენელი იყო. ფერგიუსონი შეჰპირდა კანტონას, რომ იუნაიტედი კვლავ მსოფლიოში საუკეთესო გახდებოდა.ფერგიუსონი ჩაფრინდა პარიზში და მოელაპარაკა ერიკს. თუმცა ერიკმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ივგლისი იყო ის ერთადერთი ადგილი, სადაც თავს მშვიდად გრძნობდა.

სერ ალექსი.ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი მესამე. ნაწილი 1

სერ ალექსი.ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი მესამე. ნაწილი 1

სერ ალექსი.ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი მესამე. ნაწილი 1

სერ ალექსი.ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი მესამე. ნაწილი 1

სერ ალექსი.ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი მესამე. ნაწილი 1

სერ ალექსი.ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი მესამე. ნაწილი 1

სერ ალექსი.ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი მესამე. ნაწილი 1

სტატიები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top