ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ ფრანგი თინეიჯერი ფორვარდი მოედანზე ოთხ პოზიციას მოერგება, თუმცა მისთვის გამორჩეული მაინც თავდასხმა იქნება.
"წითელი ეშმაკების" რიგებში გადასვლის შემდეგ ფრანგმა თავდასხმის ცენტრსა და მარცხენა შემტევის პოზიციაზე ითამაშა.
როცა ვან გაალს ჰკითხეს, მისი აზრით სად უფრო ეფექტური იქნებოდა 19 წლის ფორვარდის თამაში, ლუიმ უპასუხა: "არა მგონია, რომელიმე პრესკონფერენციაზე მეთქვას, რომ ენტონი მარსიალი მარცხნივ უკეთესია ან თავდასხმაში. ასეთ რამეს ვერასდროს ვიტყვი, რადგან ყოველთვის გუნდის სარგებელზე ვფიქრობ და არა რომელიმე ფეხბურთელის.
უკვე ვთქვი, რომ გადაწყვეტილებები სათამაშო გეგმიდან, მოწინააღმდეგიდან და მათი სისუსტეებიდან გამომდინარე უნდა მივიღო. ეს კი არ ნიშნავს, რომ ვთქვი, მარცხენა ვინგერის პოზიციაზე უკეთესია-მეთქი.
სამ პოზიციაზე შეუძლია თამაში - მარცხნივ, ცენტრფორვარდად და ათიანზე. შვიდიანზე თამაში არ უნდა, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ესეც შეუძლია. თუმცა ეს სხვა საკითხია.
რომელია საუკეთესო პოზიცია? ვფიქრობ, მისი საუკეთესო პოზიცია თავდამსხმლებობაა. მაგრამ ჯერ კიდევ უნდა განვითარდეს. ძალიან ახალგაზრდაა. თუმცა მგონია, რომ უკეთესია თავდამსხმელის პოზიციაზე განვითარდეს, ვიდრე მარცხენა ვინგერის პოზიციაზე", - განაცხადა ვან გაალმა.