თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2015, 20:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 6196,
კომენტარები: 7
ანრის საუკეთესო ათეული
ფრანგული და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა პრემიერ ლიგის საუკეთესო ათეულს ასახელებს
ანრის საუკეთესო ათეული
პრემიერ ლიგის 10 ტურის შემდეგ ტიერი ანრიმ მისთვის 10 ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი დაასახელა.

Sky Sports-ის ექსპერტმა, წარსულში კი "არსენალის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა თავისი არჩევანი გააკეთა და რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი დაასახელა კლუბებიდან, რომლებიც ამჟამად ხუთ საუკეთესო გუნდს შორის იმყოფებიან - "მანჩესტერ სიტი", "არსენალი", "ვესტ ჰემი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლესტერ სიტი".

მრავალი შემტევი ნიჭიერი ფეხბურთელი აჩვენებს შოუს, მაგრამ ანრის სიაში მხოლოდ მათთვის არ მოიძებნა ადგილი, ფრანგმა ათეულში მეკარე და მცველიც შეიყვანა:

ტიერი ანრის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

დიმიტრი პაიე - "ვესტ ჰემი"

ანრის საუკეთესო ათეული


ანრი: "ჩემთვის მისი გამორჩეულობა თანმიმდევრულობაა. ის ამას "ვესტ ჰემში" აკეთებს თანაც ისე, რომ არ თამაშობს ისეთი კალიბრის ფეხბურთელებთან ერთად, როგორებთანაც ამ სიის სხვა წევრები".

ალექსის სანჩესი - "არსენალი"

ანრის საუკეთესო ათეული


ანრი: "მრავალჯერ ვთქვი, მაგრამ "არსენალისთვის" უმნიშვნელოვანესია. თუ ტრავმას არ მიიღებს და ისევე ითამაშებს, როგორც აქამდე, "არსენალს" ყველანაირი შანსი აქვს ტიტულის მოსაგებად, მაგრამ ფორმაში უნდა იყოს. არ მინდა სხვა არხის გადაცემა მივისაკუთრო, მაგრამ ნამდვილი X-ფაქტორია".

მესუთ ოზილი - "არსენალი"

ანრის საუკეთესო ათეული


ანრი: "ჩემი აზრით, როგორც იქნა დაიწყო მისგან მოსალოდნელის მოცემა. ყველასთვის ცნობილია მისი დონე. მსოფლიო ჩემპიონია. მას აქვს ხედვა, განაწილება... ყველაფერი. ახლა ამას ყოველ მათჩში აკეთებს, ამიტომ უნდა შევაქოთ".

სანტი კასორლა - "არსენალი"

ანრის საუკეთესო ათეული


ანრი: "ჩემს შვილთან ერთად შოუს ვუყურებ - პატარა აინშტაინი. სწორედ ის არის, სანტი კასორლა პატარა აინშტაინია. როგორც პაიეს შემთხვევაში ვთქვი, გუნდის ტვინი ის არის".

ჯეიმი ვარდი - "ლესტერ სიტი"

ანრის საუკეთესო ათეული


ანრი: "ის არის შესანიშნავი მაგალითი იდეისა, რომლის თანახმად ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუ ვინმე ტოვებს კლუბს ან მიდის დაბალ ლიგაში სათამაშოდ და ფიქრობს, რომ ეს დასასრულია, შეხედეთ ჯეიმი ვარდის, რადგან ეს არ არის დასასრული. ის შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომ ყველაფერია შესაძლებელი, თუ იშრომებ".

ენტონი მარსიალი - "მანჩესტერ იუნაიტედი"

ანრის საუკეთესო ათეული


ანრი: "ზარს უპასუხა. არა მარტო გოლები გააქვს, არამედ ისიც აჩვენა, რომ სხვა რამეც შეუძლია. "სიტის" წინააღმდეგ ვერ გაიტანა, მაგრამ შექმნას ცდილობდა. ერთადერთი სწორედ ის იყო, ვინც შექმნას ცდილობდა, მოწინააღმდეგს დამარცხებას, ჩაწოდებას, ფლანგიდან შესვლას, ცენტრიდან გაჭრას და დარტყმას ცდილობდა. მას ასევე წარმოდგენა ჰქონდა რა ხდებოდა მის ირგვლივ და რა უნდა გაეკეთებინა, რომ გოლები გაეტანა, რაც ყველავ ვიცით, რომ შეუძლია".

სერხიო აგუერო - "მანჩესტერ სიტი"

ანრის საუკეთესო ათეული


ანრი: "სანჩესის მსგავსად, აგუეროც განსხვავებულია. ამჟამად პრემიერ ლიგაში საუკეთესო ცენტრ-ფორვარდია".

კევინ დე ბრუინე - "მანჩესტერ სიტი"

ანრის საუკეთესო ათეული


ანრი: "როგორც მარსილმა, მანაც "უპასუხა ზარს". დიდი თანხის სანაცვლოდ მოვიდა, მაგრამ უკვე ვნახეთ, რომ გოლის გატანაც შეუძლია და პასის მიცემაც. "სიტიში" თავს კომფორტულად გრძნობს და როგორც ჩანს აქ დიდხანს დარჩება".

ჯო ჰარტი - "მანჩესტერ სიტი"

ანრის საუკეთესო ათეული


ანრი: "ყოველთვის, როცა ჯო ჰარტს ვუყურებ, 2-3 სეივს აკეთებს. ყოველ მატჩში გუნდს ერთი სეივით ქულებს უნარჩუნებს. ასეთი დონის გუნდების მეკარეებისთვის მნიშვნელოვანია მომენტი, რადგან ბევრი სეივის კეთება არ უწევთ და როცა ამის დრო მოვა, უნდა გადაარჩინონ გუნდი".

კრის სმოლინგი - "მანჩესტერ იუნაიტედი"

ანრის საუკეთესო ათეული


ანრი: "არ ვიცი, რა სახის ფეხბურთელობა უნდოდა, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ მართვა სურს. ვხედავ, რომ ლიდერობა უნდა, ვხედავ, უნდა იყოს მცველი, რომელიც თავს სწირავს, რომელიც ორთაბრძოლებში შედის და რაც უფრო მნიშვნელოვანია, სურს მბრძანებელი ბიჭი იყოს. ლაპარაკობს, ბურთს ითხოვს, ქოქავს. არაფერი აშინებს და ამ როლს კარგად ირგებს".

წყარო: skysports
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
4 ნოემბერი 2015 20:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სმოლინგი ნამდვილად იმსახურებს ქებას. უკვე მერამდენე თამაშია სტაბილურად მაგრად დგას, მეტი რა უნდა ქნას რომ აღიარონ? არ ვიცი სადამდე გაგრძელდება ესეტი პროგრესი მაგრამ ფაქტია გუნდს მხსნელად მოევლინა winked
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 ნოემბერი 2015 20:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველაფერში ვეთანხმები ანრის, თუმცა კაზორლაზე დავა შეიძლება. მთლიანობაში რა თქმა უნდა ანრის დასახელებულ ფეხბურთელებში ყველა დამსახურებულად მოხვდა. ყველაზე ზუსტად სმოლინგი აღწერა ჩემი აზრით. ზუსტად იმას აკეთებს მოედანზე რასაც ანრი ამბობს და მართლა საოცარია სმოლინგის ეს თვისებები.

ისე კი ანრი ყოველთვის მევასებოდა ანდა როგორ შეიძლება ანრის თამაში არ მოგწონებოდა, მაგრამ გარდა ფეხბურთელისა ყოველთვის ობიექტურად მსჯელობს და ეს ძალიან კარგია winked
0
№3
ავტორი: RojoDiablo
4 ნოემბერი 2015 20:44
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არ მინდა კასორლაზე საუბარი, არც ოზილზე, მაგრამ შეუძლებელია არსენალს შეეხო და ალექსისი არ გამოყო. მართლა ძალიან მაგრად მოერგო ამ გუნდს და მისი მთავარი მამოძრავებელი ძალაა...

... ისევე, როგორც დე ბრუინე. ყოველთვის მიკვირდა, რატომ არ დაიბრუნა ჩელსიმ და ახლა არა ნაკლებ მიკვირს და მწყინს, რომ არ დაიბრუნა. რამდენი ქულა მოუტანა უკვე კევინამ სიტის ბოლო წუთზე.

რაც შეეხება კრისს, რამ დახვეწა, გაატექნიკურა და დაამშვიდა ეს მცველი წარმოუდგენელია და უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ საოცარ მცველად ჩამოყალიბდა. არ ველოდი ამას, მაგრამ როცა არ ელი, ორმაგად უკეთესია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Martial
4 ნოემბერი 2015 22:00
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ამ სასტავიდან წელს ვარდი ყველაზე გამორჩეულია და მაჰრეზმაც დაიმსახურა აღიარება :)) წელს ამ დუეტზე მაგარი შედეგი ზოგ გუნდსაც კი არ აქ :))
0
№5
ავტორი: Wardell
5 ნოემბერი 2015 03:15
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ყველაფერში ვეთანხმები ერთადერთი დე ხეას ავირჩევდი ჰარტის მაგივრად ))) უბრალოს ჯობს მიზეზებისა და დასაბუთებების გარეშე.
0
№6
ავტორი: AkkRed
5 ნოემბერი 2015 11:05
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აი არსენალი ხო სულ ძაან მაგრად თამაშობს და მერე რაღაც 1 თამაში არ წაუვათ და მაგის მერე ჩაისვრებიან და ხან როგორ თამაშობენ ხან როგორ. სანჩესი კიდე ვაიმე რა მაგარია რასაც ჰქვია, უბრალოდ ის მიკვირს ყველა ღირსეულია, მაგრამ დე ხეას ჰარტი რა პონტში ამჯობინა?
0
№7
ავტორი: Best 7
5 ნოემბერი 2015 16:05
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მარსიალი მაგარი გროკია რაა ეგეთი 19 წლის ჯერარ მინახია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top