ლუი ვან გაალი არ გამორიცხავს, რომ უეინ რუნი სათადარიგოთა სკამზე მოხვდება.
ჰოლანდიელი მწვრთნელი ასევე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ სჯერა თავისი თავდამსხმელის, მიუხედავად ბოლო შვიდ მატჩში მისი ერთი გოლისა.
ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ალან შირერის წინადადებაზე პასუხის გაცემისას, რომელიც რუნისთვის დასვენების საშუალების მიცემას გულისხმობდა, ვან გაალმა განაცხადა:
"დიახ, არ გამოვრიცხავ. მაგრამ ეს მხოლოდ რუნის არ ეხება. ასე ვიქცევი ჩემი ყველა ფეხბურთელის შემთხვევაში. მაგალითად, ასე მოვიქეცი პედი მაკნეირთანაც, რომელმაც მთელი კვირა ირლანდიაში გაატარა.
თუ გადავწყვეტთ, რომ ასე უკეთესი იქნება, ასეც მოხდება. პირადად მე არავითარი პრობლემა არ მაქვს, რადგან მაშინაც კი, როცა ახალგაზრდა ვიყავი, იარი ლიტმანენს, რომელსაც ნოემბერ-დეკმებრში პრობლემა ჰქონდა, ასე ვექცეოდი. დასასვენებლად გავუშვი. ჩემთვის ეს არ არის პრობლემა, მაგრამ მოთამაშისთვის არის - მათი დარწმუნება ადვილი როდია", - განაცხადა ვან გაალმა.