თბილისი:
მანჩესტერი:
3-11-2015, 08:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2585,
კომენტარები: 10
"მანჩესტერ იუნაიტედი" - ცსკა (პრევიუ)
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" -"ვოლფსბურგი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, მე-4 ტური
თარიღი: სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: სიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - ცსკა (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - ცსკა (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ვალენსია, დეპაი შოუ, მაკნეირი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი:.


ლუი ვან გაალის თქმით, შემადგენლობას უბრუნდება ფილ ჯონსი, რომელმაც "კრისტალ პალასთან" შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. შოუს გარდა გუნდს ვერ დაეხმარებიან მემფის დეპაი, ანტონიო ვალენსია და პედი მაკნეირი.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - ცსკა (პრევიუ)

ცსკა

ტრავმირებულები: ვ. ბერეზუცკი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ერემენკო, ა. ბერეზუცკი
განაცხადი: .

"მანჩესტერ იუნაიტედთან" პირველ შეხვედრაში მიღებული ტრავმა ჯერ კიდევ არ მოუშუშებია ვასილი ბერეზუცკის, ხოლო მისი ძმისა და რომან ერემენკოს თამაში საეჭვოა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" სახლში რუსულ გუნდზე პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

"არენა ხიმკიზე" მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ მოსკოველებსა და მანჩესტერელებს 4-4 ქულა აქვთ, პირველ ადგილზე კი 6 ქულით "ვოლფსბურგი" იმყოფება.

წინა შეხვედრები


გუნდები ერთმანეთს პირველად 2009 წლის ოქტომბერს შეხვდნენ. 86-ე წუთზე გამარჯვების ერთადერთი გოლი ანტონიო ვალენსიამ გაიტანა.

"ოლდ ტრაფორდზე" 3 ნოემბერს გამართული შეხვედრის მიმდინარეობისას "მანჩესტერ იუნაიტედი" 1-3 მარცხებოდა, მაგრამ მასპინძლები კვლავ ვალენსიამ გადაარჩინა და 92-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მანჩესტერში ცსკა-ს შემადგენლობაში თავი ვასილი ბერეზუცკიმ და ალან ძაგოევმა გამოიჩინეს. ეს მატჩი ლეონიდ სლუცკისთვის მხოლოდ მეორე გამოდგა ცსკა-ს მთავარი მწვრთნელის პოსტზე და მისმა გუნდმა ჯგუფში იმ სეზონში მეორე ადგილი დაიკავა.

ლეონიდ სლუცკისთვის ეს მხოლოდ მეორე მატჩი იყო ცსკა-ს მთავარი მწვრთნელის პოსტზე. არმიელებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და "იუნაიტედს" ჩამორჩნენ.

"ოლდ ტრაფორდზე" 2009 წლის 3 ნოემბერს გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

"მანჩესტერ იუნაიტედი": ვან დერ სარი, ნევილი, ბრაუნი, ევანსი, ფაბიო (ევრა 59), ვალენსია, ფლეთჩერი, სქოულზი, ნანი (რუნი 58), მაკედა (ობერტანი 82), ოუენი.

ცსკა: აკინფეევი, ა. ბერეზუცკი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენნიკოვი, კრასიჩი, შემბერასი, ალდონინი, მამაევი (რაჰიმიჩი 70), ძაგოევი (კარვალიო 72), ნეციდი (პილიევი 85)



ფაქტები გუნდების შესახებ


"მანჩესტერ იუნაიტედი" - ცსკა (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"მანჩესტერ იუნაიტედს" არასდროს დაუმარცხებია რუსული კლუბები საკუთარ მოედანზე. სამ მატჩში მანჩესტერელებს სამი ფრე აქვთ: 0:0 "ტორპედოსთან" ( (1992/93), 2:2 "როტორთან" (1995/96) უეფა-ს თასის პირველ წრეში და ზემოაღწერილი მატჩი ცსკა-სთან.

"წითელმა ეშმაკებმა" რუსებთან ჩატარებულ რვა მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს - ცსკა-ს წინააღმდეგ პირველი მატჩი 2009 წელს.

ევროთასებზე "იუნაიტედის" წაუგებელი საშინაო სერია 7 მატჩს ითვლის (6 მოგება და ფრე). მასში შედის "ბრიუგეს" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება პლეი-ოფის რაუნდში.

2008 წლის უეფა-ს სუპერ თასის მატჩში "იუნაიტედი" "ზენიტთან" დამარცხდა 1:2. ინგლისელთა იმ შემადგენლობიდან გუნდში მხოლოდ რუნი შემორჩა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - ცსკა (პრევიუ)

ცსკა


გასული წლის 5 ნოემბერს ცსკა-მ სეიდუ დუმბიას დუბლის წყალობით "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა და ინგლისელებზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

გასვლაზე მიმდინარე წელს არმიელები არცთუ წარმატებით თამაშობენ. პრაღაში "სპარტა" 3:2 დაამარცხეს პლეი-ოფის რაუნდში, შემდეგ "სპორტინგთან" 1:2 წააგეს, რასაც ჯგურუ ეტაპზე "ვოლფსბურგთან" 0:1 მარცხი მოჰყვა.

ცსკა ინგლისს პირველად 2004 წლის 20 ოქტომბერს ეწვია, როცა "ჩელსისთან" 0:2 დამარცხდა. იმ მატჩში არმიელების ფერებს დღევანდელი შემადგენლობიდან იგორ აკინფეევი, სერგეი იგნაშევიჩი და ალექსეი ბერეზუცკი იცავდნენ.

ინგლისში ცსკა-ს შედეგები ასეთია: მ1 ფ3 წ2

კავშირი გუნდებს შორის


ლუი ვან გაალი როტერდამის "სპარტასთან" ერთად უეფას თასის მესამე რაუნდში 1983/84 წლების სეზონში თბილისში მოსკოვის "სპარტაკის" წინააღმდეგ თამაშობდა, როცა მოსკოველებმა 2-0 მოიგეს, ორი მატჩის ჯამში კი 3-1.

მწვრთნელის რანგში ვან გაალმა "ბარსელონასთან" ერთად 2002/2003 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსკოვის "ლოკომოტივი" დაამარცხა (3-1 გასვლაზე, 1-0 სახლში), "ალკმაართან" ერთად უეფას თასის 2005/06 წლების სეზონის 1-ლი რაუნდის გათამაშებაში გასვლით მატჩში გატანილი გოლის წესით სამარას "კრილია სოვეტოვი" დაამარცხა, ხოლო "ზენიტთან" უეფას თასის ჯგუფური ეტაპის გათამაშებაზე 2007/08 წლებში 1-1 ითამაშა.

ზორან ტოშიჩმა 2009/10 წლების სეზონში 5 მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" რიგებში შეცვლაზე შესვლის შედეგად.

ეშლი იანგი "ასტონ ვილას" რიგებში საშინაო არენაზე უეფას თასის 2008/09 წლების სეზონის 1/32 ფინალის მატჩში ცსკა-ს წინააღმდეგ თამაშობდა, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში, რომელიც მოსკოვში არმიელებმა მოიგეს, მონაწილეობა ვერ მიიღო.

2010/11 წლების სეზონის ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში მატეო დარმიანი "პალერმოსთან" ერთად ცსკა-ს წინააღმდეგ 3-1 დამარცხდა.

მარკოს როხომ 2011/12 წლების სეზონი მოსკოვის "სპარტაკში" გაატარა.

2005 წლის ივნისში, ბასტიან შვაინშტაიგერმა გერმანიისა და რუსეთის ნაკრებების მატჩში (2-2) დუბლი გაიფორმა, როცა რუსების შემადგენლობაში ძმები ბერეზუცკები თამაშობდნენ. შვაინშტაიგერი "ბაიერნის" შემადგენლობაშიც იყო ცსკა-ს წინააღმდეგ საშინაო გამარჯვების მატჩში 2013/14 და 2014/15 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

მარუან ფელაინი ბრაზილიაში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების რიგებში ირიცხებოდა, როცა "წითელმა ეშმაკებმა" რუსეთის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე 1-0 დაამარცხეს, რომელთა რიგებში იყვნენ არმიელები აკინფეევი, იგნაშევიჩი და ვასილი ბერეზუცკი.

უეინ რუნიმ ევროპის 2008 წლის შესარჩევ ეტაპზე მოსკოვში ჩატარებულ მატჩში ინგლისის ნაკრების რიგებში მოახერხა გოლის გატანა რუსეთის წინააღმდეგ, რომლის რიგებში იგნაშევიჩი და ბერეზუცკი თამაშობდნენ, მატჩი კი საბოლოოდ 2-1 მოიგეს.

პონტუს ვერბლუმი და სერხიო რომერო 2009/11 წლების სეზონში "აზ ალკმაარის" რიგებში ერთად თამაშობდნენ.

გუნდების უკანაკსნელი შედეგები თავიანთი ქვეყნების ჩემპიონატებში:

31.10.2015. "კრისტალ პალასი" 0-0 "მანჩესტერ იუნაიტედი"

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, დარმიანი (იანგი 66), სმოლინგი, ბლინდი, როხო, შვაინშტაიგერი (ფელაინი 69), შნეიდერლინი, მატა (ლინგარდი 79), რუნი, მარსიალი.

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-4 ადგილი, 21 ქულა.

31.10.2015. ცსკა 2-0 "უფა" (იგნაშევიჩი 21 პენ, ტოშიჩი 62)

ცსკა: აკინფეევი, ფერნანდესი, ბასინი, იგნაშევიჩი, შენნიკოვი, ვერნბლუმი (გოლოვინი 86), ძაგოევი, მუსა, პანჩენკო (ნატჰო 62), ტოშიჩი, დუმბია (მილანოვი 46).

მდგომარეობა ჩემპიონატში: 1-ლი ადგილი, 36 ქულა.

გუნდების სტატისტიკა ტურნირზე


"მანჩესტერ იუნაიტედი" - ცსკა (პრევიუ)
მატჩის წინ
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
3 ნოემბერი 2015 09:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ცსკა ძალიან მაგარ ფორმაშია. ლამაზ და კარგ ფეხბურთს თამაშობს და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დონეზე სტაბილურობის შენარჩუნება უფრო იოლია, მაინც მომწონს. პრობლემებს აქაც არ დაგვაკლებენ, მაგრამ იმაზე მეტად გამბედავები ვერ იქნებია, რაც მოსკოვში იყვნენ. სისულეელების გარეშე თუ ჩავივლით ამ მატჩში გოლი არ უნდა გავუშვათ წესით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
3 ნოემბერი 2015 10:45
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მგონი დროა ცსკას გაჩერების და რუსული გუნდებზე გამარჯვების ზეიმობა ოლდ ტრაფორდზე !
0
№3
ავტორი: Martial
3 ნოემბერი 2015 12:17
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
მოსკოვში სხვა თამაში იყო აქ აღარ მიიღება გამართლებები, მოგება გვინდა იოლი და დიდი ანგარიშით :))
0
№4
ავტორი: GeorgeBest
3 ნოემბერი 2015 13:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"მანჩესტერ იუნაიტედს" არასდროს დაუმარცხებია რუსული კლუბები საკუთარ მოედანზე. სამ მატჩში მანჩესტერელებს სამი ფრე აქვთ


დავაი მეოთხეც გავაგოროთ ჩვენი რა მისი, იმენა 0-0 გვინდა love
0
№5
ავტორი: SolomonKane
3 ნოემბერი 2015 13:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
დეპეი თუ არი იქნება ვილსონ უნდა დააყენოს უეჭველი
0
№6
ავტორი: Best 7
3 ნოემბერი 2015 16:30
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ცსკაზე გუნდები რეკორდებს ამყარებენ და დროა ჩვენც არ ჩამოვრჩეთ
0
№7
ავტორი: ilker
3 ნოემბერი 2015 16:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ცსკას ერთი ამოსუნთქვით უნდა მოვუგოთ წესით. არასტაბილური ბეხბურთელები ყავთ იმათაც და რას იზამენ კაცმა არ იცის.
რაც შეგვეხება ჩვენ, თამაში ოლდ ტრაფორდზეა და აქ ცსკას კი არა ბაიერნს უნდა ვუგებდეთ
0
№8
ავტორი: UTD-Rule
3 ნოემბერი 2015 18:50
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
აუცილებელი 3 ქულა გვჭირდება, თან სანახაობრივი ფეხბურთით winked

საქმეებს არ გავირთულებთ იმედია..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: Count Alucard
3 ნოემბერი 2015 19:14
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
კანონზომიერაბას თუ სწორად მივყვებით დღეს 4-4 უნდა მორჩეს მარა 4 გოლი 5 მატჩში ერთად ვერ გაგვაქ არათუ ერთში recourse
0
№10
ავტორი: Mufc7
3 ნოემბერი 2015 20:32
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
კარგ თამაშს ველი მე!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top