"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი უეინ რუნი კომპანია Adidas-ისგან მრავალმინიონიან კონტრაქტს მიიღებს.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან Adidas-ი "წითელი ეშმაკების" ტექნიკური სპონსორი გახდა და კლუბისთვის ფორმებს კერავს.
ამასთან ერთად, გერმანული კომპანია აგრძელებს ვარსკვლავური რეპუტაციის მქონე ფეხბურთელებთან ინდივიდუალური კონტრაქტების გაფორმებას.
მიუხედავად თავისი ცუდი ფორმისა, 30 წლის რუნი უდიდეს მარკეტინგულ მიმზიდველობას ინარჩუნებს. Forbes-ის თანახმად, თავად უეინი მზად არის Adidas-სთან თანამშრომლობა 4.5 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ ჩამოაყალიბოს.
როგორც The Sun იტყობინება, რუნის ამჟამად კონტრაქტი აქვს გაფორმებული ამერიკულ კომპანია Nike-თან, რომლის თანახმად 1 მლნ. ფუნტის იღებს ყოველწლიურად.
ამჟამად Adidas-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" შემტევი გარეტ ბეილია, რომელიც წლიურად 3.6 მლნ. ფუნტს იღებს.