სამშაბათს გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ გამართულ ვარჯიშზე ფოტოგრაფების თვალს მორგან შნეიდერლინი დააკლდა, რომელიც კარინგტონზე საერთოდ არ მისულა და, სავარაუდოდ, დაზიანების გამო შეხვედრასაც გამოტოვებს. მორგანის მსგავსად, გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ მემფის დეპაისა და ფილ ჯონსს, თუმცა ისინი აონ-ის სავარჯიშო ბაზაზე იმყოფებოდნენ და სარბენ ბილიკებზე ირჯებოდნენ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" საშინაო შეხვედრას ცსკა-ს წინააღმდეგ გამართავს და გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს, რადგან B ჯგუფში სიტუაცია ძალიან დაძაბულია: 6 ქულით ლიდერი გერმანული "ვოლსფბურგია", ხოლო 2-3 ადგილს 4-4 ქულით სწორედ მოსკოვური და მანჩესტერული კლუბები იყოფენ, ბოლო მეოთხე პოზიციაზე კი "პსვ" იმყოფება 3 ქულით.
ლუი ვან გაალის შეგირდებმა ბოლო სამ მატჩში ვერ მოახერხეს გოლის გატანა და შეეცდებიან, ნავსი სწორედ სამშაბათს გატეხონ, რაც საშუალებას მისცემთ, მინიმუმ მეორე ადგილი დაიკავონ და შედარებით მშვიდად იყვნენ მე-5 ტურის წინ.
შეგეხსენებთ, შეხვედრა სამშაბათს "ოლდ ტრაფორდზე" თბილისის დროით 23:45 დაიწყება, მატჩის პირდაპირ ტრანსილაცია silk sport 3-ზე იგეგმება.
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.