რიო ფერდინანდი აღფრთოვანებულია რობინ ვან პერსის თამაშით და კიდევ ერთხელ იმეორებს თავის სიტყვებს, რომ კლუბში ახლა, სუფევს გუნდური სული...
"ჩვენს კლუბს ნებისმიერი კარგი მაოთამაშე შეეწყობა. ახლა ჩვენ გვყავს ფეხბურთელების კარგი ნაკრები და ასევე, ბევრი ფეხბურთელი, რომელსაც უწევთ სკამზე ჯდომა. გუნდში უბრალოდ ფანტასტიკური ატმოსფეროა. სწორედ ამის გამოა "იუნაიტედი" ხალხისთვის ასეთი კარგი ადგილი, იმათთვის ვისაც სურს ბევრი მუშაობა და გამარჯვებეის მოპოვება." – ციტატირებს რიო manutd.com–თან.
"რობინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გუნდში. მწვრთნელმა მასში რაღაც მნიშვნელოვანი დაინახა და ამიტომაც გახდა ის ზაფხულში, კლუბის შენაძენი. საბედნიეროდ, ის სრულებით ამართლებს ამ ტრანსფერს. არა აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ ტურნირში თამაშობთ, მთავარი ისაა შენც გუნდის ნაწილი იყო და არა ჯგუფის ლიდერი. რობინი არა მხოლოდ იტანს ჩვენთვის, არამედ, ის ბურთსაც კარგად იჭერს და პარტნიორებსაც ამარაგებს პასებით. ის ფანტასტიკურად მუშაობს. მაგრამ ახლა არაა სეზონის დასასრული და ადრეა ჯერ მედლებზე საუბარი. ჩვვენ ახლა სრულებითაც არ გვსურს ამაზე საუბარი."
ამ დროისთვის "იუნაიტედი" ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება ინგლისის ჩემპიონატში და ინარჩუნებს შვიდ ქულიან სხვაობას "მანჩესტერ სიტისთან" : "ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული საშობაო პერიოდი, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია ჩვენთვის. თქვენ გაქვთ ძალიან რთული გრაფიკი, რომელშიც აუცილებლად უნდა ეცადოთ, რომ მაქსიმალური ქულების რაოდენობა აიღოთ. კარგია, რომ ჩვენ ამდენი ქულა ავიღეთ ამ ორი კვირის განმავლობაში."
"გასულ წელს, როდესაც "სიტი" პირველ ადგილზე იმყოფებოდა, ეს ხალხისთვის ახალი იყო. ამიტომაც ორი მანჩესტერული კლუბის დაპირისპირებამ, ძალიან დიდი ყურადღება დაიმსახურა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ წესრიგს ვამყარებთ ჩვენს საკუთარ სახლში და თავდაჯერებულობით ჩავატაროთ ყველა მატჩი. ჩვენ ყურადღება არვის არ უნდა მივაქციოთ, გარდაჩვენი თავისა."