დიდი მანჩესტერის პოლიცია კრიტიკის ქვეშ მოექცა, რადგან თავის ოფიციალურ "თვითერზე" უეინ რუნის მიმართ ხუმრობა გაავრცელა.
რუნი ფორმის დაკარგვას განიცდის და "კრისტალ პალასთან" მისმა ცუდმა თამაშმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. მრავალი გულშემატკივარი და სპეციალისტი რუნიზე საუბრისას იყენებს სიტყვებს "მოედანზე დაიკარგა" და პოლიციელმა, რომელიც მითითებულია, როგორც "დეტექტივ სერჟანტი დეივი", "თვითერის" საშუალებით ხუმრობა სცადა:
განცხადებაში ნათქვამია: "დაიკარგა ადამიანი: უეინ რუნი. ბოლოს ის "ოლდ ტრაფორდის" მიდამოებში შეამჩნიეს წითელ მაისურში ჩაცმული. ვთხოვთ ყველას, ვინც ნახავს, პოლიციას აცნობოს".
ეს ხუმრობა დიდი მანჩესტერის მაცხოვრებელებმა არ მიიღეს და ბევრმა აღნიშნა, რომ მას არ დააფასებს ხალხი, რომელთაც მართლაც დაეკარგათ ახლობლები და ნათესავები.
მიუხედავად ამისა, პოლიციას არავითარი რეაგირება არ მოუხდენია ბოდიშის მოსახდელად. ხუმრობით ნათქვამი შეტყობინება წაშალეს, თუმცა პატიების თხოვნა მხოლოდ შემდეგნაირად შემოიფარგლა დეივისგან: "დროა დაგტოვოთ, სანამ ლინჩის წესით არ გამასამართლეს. ყოველთვის მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა, თავს გაუფრთხილდით".
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.