"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, პატრის ევრამ აღიარა, რომ ფერგიუსონმა რამდენიმე პირობა მისცა, რომელიც შეუსრულებელი დატოვა.
2013 წლის ზაფხულს პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ სერ ალექსმა "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და პენსიაში გავიდა.
ერთი წლის შემდეგ ფრანგი ფეხბურთელიც გადავიდა სხვა გუნდში და მოგვიანებით ფერგიუსონთან ერთ-ერთი ბოლო საუბარი გაიხსენა.
"მახსოვს, როგორ ვსაუბრობდით ორი კვირით ადრე, სანამ წასვლის შესახებ განაცხადებდა. მითხრა: "პატრის, აქ კიდევ ხუთი წლით დავრჩები. ვუპასუხე: "კარგია ბოს, მოდი ასე მოვიქცეთ". დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეც იქნებოდა. სულ უფრო და უფრო ახალგაზრდავდებოდა.
ასეც კი მითხრა: "99 პროცენტია, რომ კრიშტიანუ რონალდუ დაბრუნდება". მე კი ასე შევძახე: "ვაუ, მზად ვიქნებით ჩემპიონთა ლიგაზე გამოვსწორდეთ და კვლავ ვეცადოთ მოგებას".
რა მოხდა შემდეგ, ყველამ იცით. გეცნობათ გრძნობა, როცა თავი დაკარგული გგონია, ირგვლივ კი სამყარო ტრიალებს? ძალიან ტრავმატული იყო. საკუთარი თავი დაკარგული მეგონა", - განაცხადა ევრამ.