თბილისი:
მანჩესტერი:
2-11-2015, 13:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1444,
კომენტარები: 6
ვან გაალი ფელაინის როლს ხსნის
რა როლი ეკისრება მარუან ფელაინის გეგმა A-სა და გეგმა B-ში.
ვან გაალი ფელაინის როლს ხსნის
ლუი ვან გაალმა მარუან ფელაინის სარგებლიანობის შესახებ ისაუბრა, რამეთუ ბელგიელი კვლავ წარმოადგენს "მანჩესტერ იუნაიტედის" კოზირს სათადარიგოთა სკამზე.

მწვრთნელს სჯერა, რომ ფელაინის ყოველთვის შეუძლია გეგმა B-ში ალტერნატიული შეტევის ვარიანტი შესთავაზოს, მცველებს კი საქმე გაურთულოს თავისი გაბარიტებისა და ფიზიკური სიძლიერის ხარჯზე.

27 წლის ფეხბურთელმა "კრისტალ პალასთან" მატჩში ბასტიან შვაინშტაიგერი შეცვალა 68-ე წუთზე, თუმცა გასული შედეგის გამეორება და გოლის გატანა ვერ შეძლო. ფელაინის იმედი აქვს, რომ მომდევნო შანსს ჩემპიონთა ლიგაზე ცსკა-ს წინააღმდეგ მატჩში მიიღებს.

"მან კონკურენცია უნდა გასწიოს როგორც ნახევარმცველმა, რადგან უფრო ნახევარმცველია, ვიდრე თავდამსხმელი.

თავისი პოზიციის ფეხბურთელებს უნდა დაუპირისპირდეს და მე უნდა შევადარო და დავფიქრდე როგორ ვითამაშებთ, შემდეგ კი გადავწყვიტო ვათამაშებ თუ არა მას ცსკა-სთან. ყოველთვის ასე ხდება.

საქმე იმაში არ არის კარგად თამაშობს თუ არა, რადგან "მიდლსბროსთან" ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ეს ყოველთვის სათამაშო გეგმაზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ როგორი ნახევარდაცვის დაყენებას ვაპირებ.

როცა თავდასხმაში ვაყენებ, ესე იგი გეგმა B გვაქვს, რადგან გეგმა A-ში თავდამსხმელი არ არის. ერთხელ ითამაშა თავდასხმელად, "ლივერპულის" წინააღმდეგ, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ტრავმების პრობლემა მქონდა და ამიტომ დავაყენე თავდასხმაში დასაწყისიდანვე. თუმცა, ეს ნორმალურია".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
2 ნოემბერი 2015 15:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Bijo ato ar atamasheb kacs, sharshal dzalian kargi sezoni chaatara, ar imsaxurebs ese dalpobas.
0
№2
ავტორი: AkkRed
2 ნოემბერი 2015 15:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ისე ზოგ ხე ფეხბურთელს რაღაც პერიოდში აათამაშებს მერე 2 უარეს დღეში აგდებს ვიდრე მაქამდე იყო. ფელაინი თუ შემოგყავს არ უნდა შემოიყვანო ბასტიანის მაგივრად. სირცხვილია უბრალოდ როცა გოლის გატანა გინდა და ერთ-ერთ შემოქმედი გაგყავს და შემოგყავს ხე რომელსაც თავზე ბურთი უნდა დაასვა რომ გაიტანოს, მაგრამ აქაც არ ჭრის, იმტიომ რომ ყველა ფელაინს ფარავს უკვე. გეგბმა Ы არის მოსაფიქრებელი.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
2 ნოემბერი 2015 16:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ისედაც უფანტაზიო თამაში მიდის ხოლმე და ფელაინიზე ჩაწოდებები უკვე ყველამ დაგვიმუღამა, სხვა პლიუსს ამაში მე პირადად ვერ ვხედავ და რაში უნდა გამოდგეს

საჯარიმოში ვუმკლავდებით თავდაცვას, შარშანდელივით აღარაა. როცა შემოდის უფრო უკნიდან მოქმედებს როგორც წესი და მანდ შვაინაზე მეტი რა უნდა ქნას აზზე არ ვარ,მ ამანაც პასებით არ გამოიჩინოს თავი
0
№4
ავტორი: RojoDiablo
2 ნოემბერი 2015 19:26
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სამი კაცი რომ ერთად ცავს, სხვაგან იუნაიტედის ფეხბურთელი მარტოა და მაინც ფელაინის ჩაუწოდებ, იქ რა შედეგს უნდა ელოდე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Martial
2 ნოემბერი 2015 19:53
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
საჯარიმოში დიდ ყურადღებას იქცევს და უნდა იყენებდნენ ამას :)) ფელა ძაან მაგარი კაცი გვყავს და შარშანც გამოჩნდა :))
0
№6
ავტორი: chudikone
2 ნოემბერი 2015 22:49
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ლონგ ბოლების და ფელაინის სანახავად არ გავმხდარვარ ამ გუნდის ფანი 13 წლის წინ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top