თბილისი:
მანჩესტერი:
2-11-2015, 08:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1715,
კომენტარები: 8
ვან გაალი: "ცსკა შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს"
ვან გაალი მომდევნო მატჩის მნიშვნელობის შესახებ.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი აღნიშნავს, რომ მისი გუნდის თავდამსხმელებს თავდაჯერებულობასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვთ და ამის დადასტურებას ცსკა-სთან მატჩში ელოდება.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "კრისტალ პალასთან" 0-0 ითამაშა და ახლა მთელი ყურადღება შუა კვირის მატჩზეა გადატანილი. "წითლებმა" რუსები უნდა დაამარცხონ, რომლებმაც სახლში ჩატარებული ბოლო ორი მატჩი მოიგეს - 2-0 და 2-1 - რათა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლისკენ გაიკვალონ გზა.

როცა ჰკითხეს, მის თავდამსხმელებს მენტალური პრობლემა ხომ არ აქვთ კარის აღებასთან დაკავშირებით, მან უპასუხა: "ამას როგორ დავინახავ. როცა მათ ხასიათს ვაკვირდები, არ ვფიქრობ, რომ საკუთარ უნარებში დაეჭვდნენ. ეს შეიძლება ერთ მატჩში შეიცვალოს - დაე იყოს ცსკა, რადგან გამარჯვება გვჭირდება".

გულშემატკივარი "ოლდ ტრაფორდზე" აუცილებლად დაუჭერს მხარს საყვარელ გუნდს და ვან გაალი თვლის, რომ "კრისტალ პალასთან" მათი ჩანტების მოსმენა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

"ვფიქრობ, გულშემატკივართა უფლებაა საკუთარი აზრის გამოხატვა.

პირველად, როცა უფრო ცუდად ვითამაშეთ გასვლაზე, "არსენალთან" მოხდა, ამიტომ ვფიქრობ, მათ ეს მშვენივრად ნახეს. შეუძლიათ იმღერონ ეს შემტევი ჩანტი, მაგრამ შემდეგ თამაშში შეიძლება სხვა რამეზე ამღერდნენ".


"იუნაიტედმა" უკანასკნელად გოლი 21 ოქტომბერს სწორედ მოსკოვის ცსკა-ს გაუტანა, როცა ენტონი მარსიალმა 65-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. "იმედი უნდა მქონდეს, რომ მოსკოველების წინააღმდეგ გავიტანთ, რადგან შემდეგ სხვანაირად დავილაპარაკებთ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 ნოემბერი 2015 08:35
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
აი ხვალ რომ ვერ მოვიგოთ მერე მართლა ცუდად იქნება ჩვენი საქმე. კარგ თამაშს ველოდებით ხვალ და გოლებსაც. ერთხელ დამაჯერებელი მატჩი უნდა ჩავატაროთ რომ იგრძნონ საკუთარი ძალა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: abrama
2 ნოემბერი 2015 08:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Ara am tamashs movigebt uechveli.
2_0. 3_0 mainc
0
№3
ავტორი: GeorgeBest
2 ნოემბერი 2015 10:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შეტევა გვინდაო რო გიმღეროდნენ ნეტა არ გაუტყდათ თავისი თამაშის მაგ დროს? areyoukiddingme
0
№4
ავტორი: AkkRed
2 ნოემბერი 2015 10:14
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ბოლოს ლივერპულთან ვითამაშეთ ნორმალურად და მაგის მერე სვარკის მეტი არაფერი გვინახავს.
0
№5
ავტორი: Martial
2 ნოემბერი 2015 12:01
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ყველა თამაშის წინ ეს მესმის :))
0
№6
ავტორი: temo-scholes
2 ნოემბერი 2015 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ai ubralod fergis dros mtels sezonshi 1 an 2 tamashs chavagdebdit da imazec pretenzia gvqonda...:) exla ki mtels sezonshi 3tamashs chavatarebt ragac mwvalebit da es gvixariaa... vai sacodaobav...:) vai sitken miveqanebit...:)
0
№7
ავტორი: Malboro463
2 ნოემბერი 2015 13:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
რა ადვილ ჯგუფში ვართ და აქედანაც უჭირს გასვლა
0
№8
ავტორი: Mike
2 ნოემბერი 2015 14:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ვან გაალი უნდა წავიდეს, მემგონი ზოგიერთებს ავიწყდება რა კლუბის გულშემატკივარია, გუნდის რომლის დაცვაც იყო თავდასხმა ყოველთვის, "იუნაიტედის" თამაშზე სულ უიმედო სკაუზერიც არ იტტყოდა მოსაწყენიაოო, ეხლა რა გვაქვს ვან გაალის უაზრო ტაქტიკა, უაზრო ფეხბურთი, უაზრო ტრანსფერები, უაზრო სიტუაცია, უაზრო პრინციპულობაა, მიხვდეს და გაააჯვას რა, რაც არ უნდა ქნას ესეთი ფეხბურთი მე არასდროს მომეწონება, ეს არაა მანჩესტერ იუნაიტედი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top