დიახ, ბრძოლა იყო. სიურპრიზი არ ყოფილა ჩვენთვის. მატჩამდეც ვიცოდით, რომ ორგანიზებულად ითამაშებდნენ, თავიანთი გულშემატკივრების წინაშე აგრესიულად იმოქმედებდნენ. დღეს კი სწორედ ეს მივიღეთ. პირველ ტაიმში, როგორც მე მგონია, უფრო ხშირად გვეჭირა ბურთი, რამდენიმე მომენტი შევქმენით, შეგვეძლო და უნდა გაგვეტანა გოლი, მაგრამ ასე არ მოხდა. მეორე ტაიმი ოდნავ განსხვავებული გამოდგა, უფრო სწორხაზოვნად მოქმედებდნენ, გადაცემებს თავდამსხმელებს აწვდიდნენ, რომლებიც იღებდნენ და იგებდნენ ბურთს. ასე რომ, პირველად ზეწოლის ქვეშ ვიყავით, მაგრამ "მშრალი" მატჩი ჩავატარეთ და სახლში ერთი ქულით ვბრუნდებით. ეს ის არ არის, რაც გვინდოდა, მაგრამ ეს არის ფეხბურთი და უნდა დავრწმუნდეთ, რომ მომდევნო მატჩში გავიმარჯვებთ.
რამდენად რთული იყო იმასთან გამკლავება, რაც "კრისტალ პალასმა" დაგიპირისპირათ?
დიახ, ძალიან რთული. ვიცოდით, რომ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. პირველ ტაიმში მოკლე პასებით თამაშობდნენ, მაგრამ მიხვდნენ, რომ ეს განსაკუთრებულ ზიანს ვერ გვაყენებდა, ამიტომ თამაშის მანერა შეცვალეს, უფრო სწორხაზოვნად ამოქმედდნენ, ამიტომ მედგრობა დაგვჭირდა. ეს ბრძოლაა... შეიძლება აგრესიულად ითამაშო, მაგრამ ისეთი დღეც გაქვს, როცა ბურთი არ მოდის შენთან, მათთან კი, მათ ფეხებთან მიდის, ამის შემდეგ კი გადაცემები, მომენტები... ასე რომ, მათი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობდით, მაგრამ კარის ხელუხლებლად შენახვა მოვახერხეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით.
მომენტები გქონდათ, მაგრამ უკვე ზედიზედ სამი მატჩია ვერ იყენებთ. რამდენად ძლიერ გაწუხებთ ეს?
ყველაფერი მარტივადაა. თუ ვერ გაგაქვს, ვერ იმარჯვებ. ეს არ დაგვვიწყებია. მაგრამ ეს არ... მაგრამ ეს არ... ყველა გოლების არ არსებობაზე ლაპარაკობს, მაგრამ ვიცით: ისინი მოვა. მომენტებს ვქმნით, ფეხბურთელები გვყავს, რომელთაც გატანა შეუძლიათ, ამიტომ ნერვიულობად არ ღირს. ვიცით, რომ გოლები მოვა და იმედს ვიქონიებთ, ძალიან მალე, რადგან გამარჯვებები უნდა დავიწყოთ, გუნდებს ჩვენ წინ გაქცევის უფლება არ უნდა მივცეთ.
საქმე იმაშია, რომ არსებული მოთამაშეების დონეზე დაფუძნებით უნდა იმუშაო ამაზე?
დიახ, რა თქმა უნდა. იცით, ჩვენი დონის გვჯერა. ფეხბურთელები თავდაჯერებულები არიან. საქმე ფსიქოლოგიაში არ არის. უბრალოდ, ხანდახან რეალიზაცია... არის ისეთი პერიოდი, როცა ერთი სანტიმეტრი გაკლია, ერთი წამი, როცა ურტყამ ძალიან ძლიერად და ვერ გაგაქვს. ამიტომ უბრალოდ შესაფერისი დრო გვჭირდება და წარმატებით დარტყმა, გოლებიც მოვა. ისეთი დონის ფეხბურთელები გვყავს, რომ გოლები მოვა.
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.