თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2015, 15:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5230,
კომენტარები: 10
"ჰელოუინი". "კრისტალ პალასთან" მატჩის განხილვა
"სელჰარსტ პარკზე" მოპოვებული 1 ქულის ტაქტიკური ანალიზი.
სქემა და შემადგენლობა

ფილ ჯონსის არასაკმარისი ფიზიკური მზადყოფნის მიზეზით ლუი ვან გაალმა ცენტრალური მცველის პოზიციაზე დეილი ბლინდი დააბრუნა. მატეო დარმიანმა მარჯვენა მცველის პოზიცია დაიკავა ანტონიო ვალენსიას ტრავმის გამო. სხვა პოზიციებზე იგივე ფეხბურთელები გამოვიდნენ, რომლებიც ბოლო ორ კვირაში თამაშობდნენ.

"ჰელოუინი". "კრისტალ პალასთან" მატჩის განხილვა


ფაბულა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონის ერთ-ერთი ყველაზე არადამაჯერებელი მატჩი ჩაატარა. გუნდს აგრესია და სისწრაფე აკლდა. 10-დან 15-ე წუთამდე "კრისტალ პალასმა" ძლიერი მონაკვეთი ჩაატარა. მასპინძლებს გოლის გატანა მხოლოდ დავიდ დე ხეას შესანიშნავი თამაშისა და ცუდი რეალიზაციის გამო არ გამოუვიდათ. მე-15 წუთიდან 45-ე წუთამდე "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩაიგდო ინიციატივა და ორი სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ ვერც რუნიმ და ვერც ერერამ ვერ გამოიყენეს.

მეორე ნახევარი ალან პარდიუს გუნდის უპირატესობით წარიმართა. "იუნაიტედს" ბურთის კონტროლი არ გამოსდიოდა. ვან გაალის ცვლილებებმა მატჩში გარდატეხა ვერ შეიტანეს.

საბოლოო ანგარიში 0:0 ასეთ თამაშში კარგ ანგარიშად უნდა ჩაითვალოს, რადგან "კრისტალ პალასი" უფრო ახლოს იყო გამარჯვებასთან.

საყრდენი ზონა

როგორც ჩანს, ლუი ვან გაალმა შვაინშტაიგერი - შნეიდერლინის წყვილი ძირითად ვარიანტად აირჩია, მაგრამ არსებობს კითხვები.

ფრანგი იმ ფეხბურთელთა სიაში შედის, რომლის მიმართ ცოტა პრეტენზია არსებობს. მოწინააღმდეგეთა შეტევებს კარგად ახშობს, კარგად მოქმედებს უბურთოდ, შემტევ ხაზს აზღვევს, ყველაზე მეტ ჩაჭრასა და წართმევას ახორციელებს.

"კრისტალ პალასის" წინააღმდეგ შნეიდერლინმა მისთვის ჩვეულ მანერაში ითამაშა.

"ჰელოუინი". "კრისტალ პალასთან" მატჩის განხილვა


როცა ერთი საყრდენი ნახევარმცველი ჩაშლაზეა ორიენტირებული და თავის ფუნქციებს თავს ართმევს, მეორისგან უფრო მეტ შექმნას მოელიან. ხოლო თუ მეორე ნახევარმცველი მსოფლიოს ჩემპიონი ბასტიან შვაინშტაიგერია, მოთხოვნის დონე უფრო მაღლა იწევს. გერმანელს ჰქონდა წარმატებული მატჩები, იყო შეხვედრებიც, სადაც მაიკლ კერიკზე უპირატესობა დაადასტურა, თუმცა ბასტიანი უფრო ხშირად ტიპიური მაიკლივით მოქმედებს: საერთო სურათს აფუჭებს, ზუსტი პასების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს, გუნდს საიმედოობას მატებს მოედნის ნახევარში, მაგრამ ნაკლები სარგებელი აქვს შეტევაში და ხშირად აყოვნებს თამაშს.

შნეიდერლინი, ერერა, შვაინშტაიგერი, კერიკი, ბლინდი - ჯერჯერობით ოპტიმალური შერჩევა ნაპოვნი არ არის, პროექტულ სიძლიერეზე კი არც ერთი დუეტი არ გასულა. საინტერესო იქნება ერერას ნახვა ნომერი 8-ს პოზიციაზე. გასულ სეზონში ბლინდი - ერერას წყვილი ყველაზე სწრაფ ტემპს აჩვენებდა, მაგრამ დაცვით ფუნქციებს ცუდად ართმევდა თავს. ამ პირობებში ერერა - შნეიდერლინი საკმაოდ საინტერესო სვლა ჩანს.

ვნახოთ, რას გადაწყვეტს ლუი ვან გაალი.

თავდაცვა

მარკოს როხოს "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ასახელებდნენ - კევინ დე ბრუინესა და ხესუს ნავასის მატჩიდან გამოთიშვა მოახერხა. ამასთან ერთად, ცსკა-სთან მატჩში როხო ყველაზე ცუდი იყო. სლუცკის გუნდი რთულს არაფერს აკეთებდა - უბრალო პასი ცენტრალური მცველების ზონაში და როხო ყოველთვის იმას ახერხებდა, რომ ფერნანდესი მას ასწრებდა, რადგან არასწორ პოზიციას ირჩევდა.

"კრისტალ პალასის" ყველაზე მრისხანე იარაღი ფლანგებია. იანიკ ბოლასიესა და მარკოსის დუელი ცალკეულ ვიდეოს იმსახურებს და მეეჭვება "იუნაიტედის" გულშემატკივარს მოეწონოს.

მეორე მხარეს უილფრიდ ზაჰა დარმიანს აწიოკებდა და ყვითელი ბარათი "აკიდა". სამართლიანობის გულისთვის, მსაჯს შეეძლო ადრეც მიეცა ბარათი იტალიელისთვის. ვან გაალმა აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელი შეცვალა, რადგან დიდი ალბათობით გუნდი მატჩს 10 კაცით დაასრულებდა.

დეილი ბლინდიც არ ბრწყინავდა. ჰოლანდიელს შეტევის ორგანიზებაში განსაკუთრებული როლი ერგება, მაგრამ ამ კომპონენტშიც არ მოუხდენია შთაბეჭდილება, წაგებული 6 საჰაერო ორთაბრძოლა კი საერთოდ ხასიათს გიფუჭებს.

"ჰელოუინი". "კრისტალ პალასთან" მატჩის განხილვა


კრის სმოლინგი უფრო საიმედო იყო, თუმცა რთულია მცველის თამაშის ცალსახად შეფასება ისეთ პირობებში, როცა მისმა სამმა პარტნიორმა მეტოქეს ბევრჯერ მისცა მომენტის შექმნის უფლება და ხშირად ცდებოდნენ.

ცალკე უნდა აღინიშნოს "იუნაიტედის" უყურადღებო თამაში სტანდარტული მდგომარეობისას. ფელაინი და სხვები საჰაერო ორთაბრძოლებს აგებდნენ, "იუნაიტედს" მხოლოდ "კრისტალ პალასის" ფეხბურთელების უზუსტობა შველოდა.

თავდასხმა

ოთხი ფრე ზედიზედ, სამი მატჩი უგოლოდ - "მანჩესტერ იუნაიტედის" სამწუხარო სტატისტიკა.

ბოლოს ასეთი რამ 2005/06 წლების სეზონში მოხდა, ანუ 10 წლის წინ.

"ჰელოუინი". "კრისტალ პალასთან" მატჩის განხილვა


ბევრს დაავიწყდა (ან არც იცოდა), მაგრამ იმ სეზონში "ოლდ ტრაფორდი" სერ ალექს ფერგიუსონს უსტვენდა, პენსიაში გზავნიდნენ და არასანახაობრივი ფეხბურთის გამო აკრიტიკებდნენ. სხვათაშორის, გულშემატკივართა განსჯითი უნარები ამ ანალიზის განხილვის თემა არ არის.

"კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ცუდ შეფასებას იმსახურებს ყველა ფეხბურთელი, რომელიც შეტევასა და შექმნაზე აგებს პასუხს, გარდა ენტონი მარსიალისა.

მატა და ერერა კრეატივისა და ტიკი-ტაკას ნაცვლად, რაც მათ შეჰფერით, ერთმანეთს უშლიდნენ ხელს და არაფერს აკეთებდნენ. ერერამ გუნდის ყველაზე სახიფათო ეპიზოდი ვერ გამოიყენა, რადგან ბურთს უბრალო სიტუაციაში ვერ დაარტყა.

რუნიმ ამ სეზონისთვის ტიპიური მატჩი ჩაატარა.

შეცვლაზე შესულმა ლინგარდმა აჩვენა სწორედ ის, რაც წინა მატჩებში: სწრაფად სირბილი შეუძლია.

მარსიალი ხალხის გახარებას აგრძელებს. არსებობს მოსაზრება, რომ მარცხენა ფლანგზე მთელ თავის პოტენციალს ვერ ავლენს, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონატში ყველაზე უკეთ სწორედ მარცხნიდან თამაშობდა.

"კრისტალ პალასს" ენტონის შეჩერება მხოლოდ ჯარიმის ხარჯზე გამოსდიოდა - კელიმ ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მიიღო ყვითელი ბარათი და მწვრთნელმა მეორე ფლანგზე გადაიყვანა. მარსიალმა ასევე რუნი გაიყვანა ერთი-ერთზე შესანიშნავი პასით, შეუქმნა კარგი მომენტი ერერას და ბოლოს თავადაც შეეძლო თავის გამოჩენა, როცა მისი დარტყმული მცველმა დაბლოკა.

თუ ბოლო მატჩებში პოზიტივის ძებნას დავიწყებთ, ალბათ, მხოლოდ ის გაგვახარებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც მარტოს შეუძლია თავდასხმის ცენტრსა და ფლანგზე საქმის კეთება.

ბოლოს

ბოლო ორ კვირას გუნდი სუსტად ატარებს. "მანჩესტერ იუნაიტედს" რთული პერიოდი აქვს, თვალში მოსახვედრია შეტევის ორგანიზება ან/და მისი დასრულება.

ლუი ვან გაალი ხშირად ეძებს გამოსავალს რთული მდგომარეობიდან ტაქტიკური ცვლილებების ხარჯზე, აქიდან გამომდინარე მოსალოდნელია ახალი სქემის დანერგვა ან ძველ, ნაცადთან დაბრუნება. რთულია პროგნოზირება, იქნება ეს ორი საყრდენით თამაშზე უარის თქმა თუ სხვა რამ. გამორიცხული არ არის, რომ 10-ანის პოზიციაზე მარუან ფელაინის მიეცეს შანსი. 2013/14 წლების სეზონში ამ სვლამ "იუნაიტედს" არაერთი ქულა მოუპოვა. ამ სეზონში ბელგიელი, რომელიც შვაინშტაიგერს უცვლის პოზიციას, ჯერჯერობით ვერ აჩვენებს საუკეთესო ფეხბურთს.

მომდევნო თამაში ჩემპიონთა ლიგაზე სამ ნოემბერს ცსკა-სთან გაიმართება.

ავტორი: ალექსანდრ გრაიროვიჩი
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
1 ნოემბერი 2015 16:00
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
თამაშამდე ყველა წერდა, რომ ცუდ მატჩს ველოდით, მაგრამ ასე ცუდს ალბათ, არა. მე საერთოდ ცუდი მატჩი მეგონა იქნებოდა, მაგრამ თამაში კარგი საყურებელი იყო ნეიტრალური გულშემატკივრისთვის.

პირველი 15 წუთის განმავლობაში ჩვენი მცველებიც ჩვენ გვიტევდნენ და მათი თავდამსხმელებიც. ზაჰამ და ბოლასიემ რაც უქნეს ფლანგის მცველებს, მაგაზე ლაპარაკიც არ ღირს. ძალიან უბრალოდ ატყუებდნენ და რომ არა გაგრძელების ცუდი პერსპექტივები, აუცილებლად მიითვლიდნენ საგოლე პასებს.

რაღა სხვებზე ვილაპარაკოთ და ბასტის გავლით ლუის შევეხოთ. რატომ აქვს ხოლმე ამ კაცს აკვიატება ვერ ვხვდები. ყოველთვის პრიმიტიულ სვლას მიმართავს მისი გაყვანისას და ფელაინის შემოსვლის შემდეგ პრიმიტიული ხდება ჩვენი თამაშიც. არანაირი მოულოდნელობის ეფექტი, როცა ის არის საჯარიმოში არ არსებობს. ყველამ იცის, რომ ფელაინიზე წავა მაღალი გადაცემა და თუ დააკვირდით არ ვიცი, ბოლო წუთებში ჯარიმა რომ გვქონდა და რუნიმ ჩააწოდა, ფელაინის სამი კაცი ცავდა და ვერც კი ახტა. ამ დროს სხვები თავისუფლები იყვნენ, მაგრამ იმათ არავინ ავიწროებდა და არც იქ წასულა პასი.

რაღაც სხვა უნდა მოიგონოს ლუიმ, არ შეიძლება მიაკვდე ერთ სქემას, ერთ მიდგომას, შედეგი არ გქონდეს და მაინც ჯიუტობდე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
1 ნოემბერი 2015 16:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ალბათ როხოზე ზედმეტად სუბიექტური ვარ მაგრამ პოზიციას ყველაზე ცუდად რომ არჩევს მერამდენედ უნდა დაგვანახოს. არის წრაფი, არის ფიზიკურად ძლიერიც ამრა რად უნდა თუ ვერ იყენებს? ბოლასიემ ცუდი რაღაცეები დამართა. სიტისთან მატჩი არაფრად ითვლება, ერთხელ ბლინდმაც გაიბრწყინა ფლანგზე. სხვა ვარიანტი უბრალოდ არ გვავქს და ეგ ტეხავს, მეზარება ამ ტიპის ყურება

გუშინ დაცვის ხაზი ყველაზე სუსტი იყო ამ სეზონში. დარმიანს გადაურბინეს, როხოც ზედ მიაყოლეს, ბლინდმა ტრადიციული მატჩი ჩაატარა და სმოლინგის შეცდომებმა გამოიწვია ალბათ ესეთი ჩავარდნა

შვაინა უფრო მეტად შეტევაზე უნდა ფიქრობდეს მაგრამ ესე არაა, წინ გაკეთებული გადაცემები არ მომწონს, უმეტესად არაზუსტია. ბოლო დროს გამაოსწორა ეს მაჩვენებელი, დასაწყისში ყველაზე ცუდ შედეგს დებდა

პერეირა მგონია შნეიდერლინის იდეალური მეწყვილე. კარგად შეუძლია შეტევის დაწყება და ბურთის განაწილებაც, ეს დუეტი სამომავლოდ რა თქმა უნდა winked
0
№3
ავტორი: Count Alucard
1 ნოემბერი 2015 16:06
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
გუნდში მხოლოდ ოთხ პოზიტიურ მოთამაშეს ვხედავ, რომლებიც ასე თუ ისე მუდამ მაღალ დონეზე თამაშობენ და არ აღალატებენ გუნდს: დე ხეა - მასზე საუბარი ზედმეტია. სმოლინგი - სერიოზული პროგრესი განიცადა და მართლაც დაცვის ბურჯია, კრისი, რომ არა ბევრ მატჩს წავაგებდით ბლინდის და როხოს ხელში, შინდლერი ძალიან ძლიერად დგას საყრდენის პოზიციაზე და რაც ევალება თითქმის იდეალურად ასრულებს, შეტევაში მარტო მარსიალი აკეთებს რამეს, უკვე ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ვინმე სჭირდება პარტნიორად შემტევი დუეტის ჩამოსაყალიბებლად, რუნი ამ ფორმაში არაფრის გამკეთებელი არ არის და სხვა არავინ ჩანს ვინც ენტონისთვის პარტნიორობის გაწევას შეძლებს, თითქოს დეპაი იყო კარგი ვარიანტი, ანუ დეპაი ფლანგზე და მარსიალი 9იანზე, მაგრამ მემფისმაც საშინლად ჩააგდო სეზონის სტარტი... საშინელი მდგომარეობაა გუნდში და საოცრებაა ბოლო ოთხი მატჩიდან არცერთი, რომ არ წავაგეთ თამაშში. მიდლსბრო პენლები იყო და თამაშში წაგებად არ ითვლება.
0
№4
ავტორი: ilker
1 ნოემბერი 2015 16:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
Patrice Evra: "I remember we talked maybe two weeks before and he said, 'Patrice, I will be here another five years'." "I said, 'Yes boss. Let's do it.' I was so convinced. He was looking younger and younger, amazing. He even told me '99 per cent, Cristiano Ronaldo will come'. I was like, 'wow, we are ready to bounce back and to even win the Champions League again.


Naxet evra ras ambobs :-D me nostalgiit avivse
0
№5
ავტორი: abrama
1 ნოემბერი 2015 17:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Me mgonia rom unai emeri moergeba yvelaze magrad am etapze manchesters
0
№6
ავტორი: Wardell
1 ნოემბერი 2015 17:47
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
მემგონი მოვიდა დრო ბლინდი ისევ საყრდენად სცადოს :/ კერიკი და შვაინშტაიგერი გვყავს და ბურთი ვერ მიგვაქვს შემტევამდე :((( ბლინდი-მორგანა-ერერა მგონი სწრაფი და კრეატიული ნახევარდაცვა იქნება :))

ხოო კიდე მატას ძააან შევჯექი მარა ერერა და მატა რო ერთმანეთს ხელს უშლიანთქო ვამბობ არ გჯერათ ამ კაცის მაინც დაიერეთ, გარდა იმისა რო ცენტრში შესვლით ერერას უშლის ხელს, მარჯვენა ფლანგი დაობებულია :/ :/ რამე მოიფიქროს თორე ესე აღარ შემიძლია ვერ ვუყურებ მანჩესტერს, რომელსაც ფლანგები არ ყავს.
0
№7
ავტორი: Mufc7
1 ნოემბერი 2015 19:59
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
აღარ შეიძლება ასე გაგრძელება რა, რამე შეცვალონ, ფეხბურთი ითამაშონ, კარში დაარ***ნ, რამე გააკეთონ, ოღონდ ასე აღარ ითამაშონ რა!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: A.HERRERA
1 ნოემბერი 2015 20:50
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ თამაშს ვერ ვუყურე, მარა მიმოხილვითაც დავინახე რა დონის მატჩი ჩავატარეთ. არ ვიცი მომავალში რა იქნება და რა შეიცვლება, მაგრამ ის ვიცი, რომ შესაცვლელია ბევრი რამ და ასეთი მანჩესტერის ყურება ძაან მძიმეა. ორი 100%–იანი მომენტი გვქონდა და ვერც ერთი ვერ გამოვიყენეთ. კარში დარტყმა ხომ დიდი ხანია უკვე დაივიწყეს, მარა ადრე მომენტების რეალიზაციას მაინც ახდენდნენ და მაქსიმალურად იყენებდნენ.

არ შეიძლება მარსიალის მონდომების და კარგი თამაშის არ დანახვა, ფლანგზეც შეიძლება ამისგან სარგებელის ნახვა, საგოლე გადაცემებით მინიმუმ(რა თქმა უნდა, თუ შეტევის ნორმალური დამსრულებელი გვეყოლება).
0
№9
ავტორი: Malboro463
1 ნოემბერი 2015 21:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ერერა არასტაბილურია არ ვთვლი მაგას გრანდის ფეხბურთელად. ათიანზე მატას ვერ აჯობებს ბევრი უაზრო ტრანსფერი გაკეთდა თავის დროზე უკეთესი ფეხბურთელების ყიდვა შეიძლებოდა.
0
№10
ავტორი: AkkRed
2 ნოემბერი 2015 10:52
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მატას რატო აწვალებს ფლანგზე ვერ ვხდები, ტიპი არ დგას ფლანგზე იმენა თუ მოხვდება კიდე შემთხვევით ცენტრში იწევს და მერე ერერამ აღარ იცის რა ქნას და სად წავიდეს და მასე იფანტება შეტევა. ნუ რუნი ისევ რუნით არი დარჩენილი, ძაან გამიტყდა მარსიალის ბურთი რომ ვერ დაიჭირა ძაან დიდი უკლასობა იყო. აი ახლა ცსკასთან შემოუშვას ახალგაზრდები და მაგრად მჯერა, რომ მაგარი თამაშს დადებენ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top