თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2015, 08:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1658,
კომენტარები: 9
"საბოლოო ანგარიშზე ვერ დავიჩივლებ"
ვან გაალის ვერდიქტი ფრის შემდეგ.
0-0, ერთი ქულა აიღეთ, სატურნირო ცხრილის ოთხეულში რჩებით. როგორ ვერდიქტს გამოიტანთ მატჩიდან?

არა მგონია, პოზიციურ თამაშს ვავითარებდეთ. ბურთი ისევე ადვილად ვერ გვიჭირავს, როგორც ჩვეულებრივ. და ეს იმიტომ, რომ პოზიციებს ვკარგავთ. ამიტომ "კრისტალ პალასმა" საკუთარი თამაში ააგო, ბურთი დაიჭირა და უფრო მეტი ზეწოლა მოახდინა. მაგრამ არცთუ ბევრი მომენტის შექმნის საშუალება მივეცით. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ბურთი ვერ დავიჭირეთ, ფეხბურთში კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ვერ ვქმნიდით მომენტებს. დღესაც შეგვეძლო გამარჯვება, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ საბოლოო ანგარიშზე ვერ დავიჩივლებ.

რას იტყვით იმის შესახებ, რომ ეს მესამე უგოლო მატჩია? რამდენად გაფრთხობთ თქვენ, გოლების მოყვარულს, შეტევა?

დიახ, ეს დიდი პრობლემაა, მაგრამ ამის შესახებ მეორე მატჩის შემდეგაც ვისაუბრე, განსაკუთრებით იმიტომ, რომ "მიდლსბროსთან" ბევრი მომენტი გვქონდა. მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ახლა კი ასე ბევრი მომენტი არ შეგვიქმნია, ამიტომ უფრო რთული იყო. მაგრამ მაინც ძალიან კარგი შანსი გვქონდა - ერერა, პირველი ტაიმის ბოლო წუთი. დიახ. ასეთი მომენტები უნდა გამოიყენო.

ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა ეს რომ გაგეკეთებინათ, არა? საბოლოოდ, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ ერთხელ დაარტყით კარში.

დიახ.

და ეს არცთუ კარგია თქვენთვის.

დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს უკვე ავხსენი. ვერ იჭერ ბურთს - ვერ შექმნი მომენტს.

გულშემატკივართა უკმაყოფილებას გრძნობთ, რომლებიც ყვირიან: "შეტევაში! შეტევაში! ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ! უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ!"?

შემიძლია წარმოვიდგინო, რადგან გულშემატკივრებისთვის ვთამაშობთ და "კრისტალ პალასი" უფრო მეტ ზეწოლას ახდენდა, ვიდრე ჩვენ. ასეთი რამ მოსალოდნელი იყო.

რაც შეეხება გატანილ გოლებს, უბრალოდ ასეთი პერიოდია? თუ ფიქრობთ, რომ საქმე თავდაჯერებულობაშია? თუ უბრალოდ საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა იყო და გაიტანო?

ამის იმედი მაქვს.

ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
1 ნოემბერი 2015 08:30
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რა გვაქვს საწუწუნო, რომ არ წავაგეთ მადლობა უნდა ითქვას. 4-ქულიანი სხვაობა ზოგადად ბევრი არ არის, მაგრამ ასეთ ფორმაში მყოფი გუნდის ჩარმოჩენა ასეთ ფორმაში მყოფ ორ გუნდთან, უკვე დიდია. სიტის დასჩემდა ბოლო წუთებზე მოგება და ეს ყველაზე ცუდია, არსენალს კი კარგი თამაშის ფონზე მოგება გაშვებული გოლის გარეშე და ეს უარესია. არც ერთს არ ეტყობა ჩემპიონთა ლიგის ნიშნები ინგლისში ჩვენ გარდა!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: chudikone
1 ნოემბერი 2015 10:02
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
შენი დედა მოვ***ნ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: abrama
1 ნოემბერი 2015 10:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Gaadget raaa da tu gindat kaxi gogichaishvili moiyvanet
0
№4
ავტორი: Martial
1 ნოემბერი 2015 10:51
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ბურთი სულ უჭირავს და მომენტებს როდის ქმნის, რეებს ბაზრობს ტიპი :))
0
№5
ავტორი: Mufc7
1 ნოემბერი 2015 11:33
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გული მტკივა, ჩემს გუნდს რომ ამ დღეში ვხედავ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: GeorgeBest
1 ნოემბერი 2015 11:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრად გვეღადავება ეს wink აი კრისტალ პალასს თუ გავუძელით და მომენტების შექმნის საშუალება არ მივეცით საღოლ მაშინ derpwhy

დაცვას ერთიანი ედო უეჭველი
0
№7
ავტორი: I L C
1 ნოემბერი 2015 12:45
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
Burti argvewiraoda 70-30% iyo burtisfloba
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№8
ავტორი: AkkRed
1 ნოემბერი 2015 14:51
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აქამდე ბურთი რომ ეჭირა გუნდს რას აკეთებდა?

ფერგის დროს რომ არ გვეჭირა ბურთი ვერ ვუტევდით ? ვერ ვქმნიდით მომენტებს? თუ გოლების ნაკლებობა გვქონდა. bitch
0
№9
ავტორი: Malboro463
1 ნოემბერი 2015 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
დავლიგაზე წარმატების მიღწევის იმედი გაქვთ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top