"კრისტალ პალასის" მთავარი მწვრთნელი, ალან პარდიუ თვლის, რომ მისი შეგირდები უეინ რუნის უნდა უფრთხილდნენ.
"მიდლსბროსთან" გაფუჭებული პენალტის შემდეგ რუნი კიდევ უფრო დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა, რაც მანამდე რუნის ცუდი ფორმით იყო განპირობებული.
თუმცა პარდიუ ფიქრობს, რომ რუნი კრიტიკოსებს დაადუმებს ადრე თუ გვიან და შიშობს, რომ ეს მისი გუნდის წინააღმდეგ მოხდება.
"რუნიმ ბევრი რამ დაამტკიცა, ყოველთვის, როცა კრიტიკის ქვეშ ექცევა, საპასუხო რეაქცია აქვს. სადარაჯოზე ვიქნებით, რადგან ძალიან კარგი ფეხბურთელია", - განაცხადა ფრანგმა.
"იუნაიტედის" ლეგენდამ, პოლ სქოულზმა ლუი ვან გაალი გააკრიტიკა და რუნის ჩავარდნაში მას დასდო ბრალი, მაგრამ პარდიუ არ აპირებს კოლეგის მიმართ იგივეს თქმას.
"იუნაიტედის" ექსპერტი არ ვარ და სქოულზმა უფრო მეტი თამაში ნახა, ვიდრე მე. დარწმუნებული ვარ, საკმარისად კარგი გუნდია, რომ რამე მოიგოს.
ორი მატჩის განმავლობაში არ გაუტანიათ გოლი და ამის გაკეთებას ჩვენ წინააღმდეგ ეცდებიან. უფრო მეტად იგებენ, ვიდრე აგებენ და ამიტომაც არიან ლიგაში მაღალ ადგილზე. პატივს ვცემთ მათ შრომას".
პარდიუ გულშემატკივარს სთხოვს გუნდს გაუგოს, როცა "იუნაიტედი" ბურთს ჩაიგდებს ხელში და კონცენტრაციაში დაეხმაროს - განსაკუთრებით, როცა ენტონი მარსიალი დაიწყებს სირბილს.
"ბურთის ფლობა მნიშვნელოვანია "იუნაიტედისთვის". მარსიალის სჯერათ, რაც საჭიროა გუნდისთვის. მას თვალი არ უნდა მოვაცილოთ.
საშუალოდ ბურთს სათამაშო დროის 59%-ს ფლობენ. ასე რომ, უნდა მოვითმინოთ ჩვენც და გულშემატკივარმაც. ჩვენს შანსს უნდა დაველოდოთ.
"იუნაიტედი" იმდენად ხშირად არ ურტყამს, როგორც ჩვეულებრივ, მაგრამ დაცვაში კარგად არიან.
ბურთს ძალიან დიდხანს ფლობენ, რაც ატმოსფეროს ზიანს აყენებს, მაგრამ ჩვენმა გულშემატკივარმა სიმღერა არ უნდა შეწყვიტოს. ჩვენი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანია ჩვენ გვერდით ყოფნა".