დეილი ბლინდს მიაჩნია, რომ სამი მარცხი, რომელიც "იუნაიტედის" მომდევნო მეტოქემ, "კრისტალ პალასმა" განიცადა, არაფერს ნიშნავს და "წითლები" კიდევ ერთი რთული მატჩისთვის უნდა მოემზადონ.
"სელჰარსტ პარკზე" წინა სეზონის ვიზიტმა ლუი ვან გაალის შეგირდებს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუპოვა, მაგრამ გამარჯვება რთულ ბრძოლაში მოიპოვეს.
ალან პარდიუს შეგირდებს ბოლო პერიოდში სხვადასხვა შედეგები აქვთ - ლიგაში სამ და თასზე ერთ მოგებას ზედიზედ სამი მარცხი მოჰყვა, მათ შორის ოთხშაბათს ლიგის თასზე "მანჩესტერ სიტისთან" 5-1 წაგება.
"წითლები" კი იგივე ტურნირს პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ გამოეთიშნენ.
"გუნდებს ყოველთვის სურთ მარცხის შემდეგ დაბრუნება", - აცხადებს ბლინდი. "თასის თამაშები განსხვავებულია, მაგრამ ეს პრემიერ ლიგაა და ბევრჯერ ვთქვი, რომ პრემიერ ლიგის მატჩები ყოველთვის რთულია. ადვილი თამაში არ არსებობს. არც ეს თამაში იქნება ადვილი, ამიტომ კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ.
"კრისტალ პალასი" ძალიან მედგარი გუნდია რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელით. კარგი ფეხბურთელები იყიდეს, ამიტომ ისევ რთული მატჩი გველოდება. გასული სეზონის მატჩი გვახსოვს, რომელიც ასევე რთული იყო.
შევეცდებით საუკეთესოდ მოვემზადოთ. მიუხედავად მათი ბოლოდროეინდელი შედეგებისა, დაინახავთ, რომ ჰყავთ ფეხბურთელები, რომელთაც მატჩის შეცვლა შეუძლიათ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამას ჩვენ წინააღმდეგ ვერ გააკეთებენ".