პოლ სქოულზმა ლუი ვან გაალის სათამაშო სტილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა განაცხადა, რომ ლუი ვან გაალის გუნდში სიამოვნებით სულაც არ ითამაშებდა.
ინგლისელმა "იუნაიტედის" დაცვა შეაქო და განაცხადა, რომ "ბრწყინვალედ ნავარჯიშევი" არიან, მაგრამ გუნდის სათამაშო სტილი საშინლად დაახასიათა.
"კრეატიულობისა და რისკის უკმარისობა", - თვლის პოლი, რომლის აქტივში 718 მატჩია "წითელი ეშმაკების" რიგებში.
BBC Radio Manchester-თან ინტერვიუში სქოულზმა განაცხადა:
"ახლა ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში არ მოგინდება, რადგან კომპაქტურად მოქმედებენ. მაგრამ როგორც ჩანს, ვან გაალს არ სურს, რომ მისმა ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგეს აჯობონ და შესაძლოა, ასეთ გუნდში თამაშისგან სიამოვნება არ მიმეღო"."იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში მეოთხე ადგილს იკავებს და ლიდერ "მანჩესტერ სიტის" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. "წითლები" ბოლო ორი მატჩის განმავლობაში ვერ იტანენ გოლს და ვან გაალმა აღიარა, რომ უგოლობა - პრობლემაა.
მიმდინარე სეზონში "წითელმა ეშმაკებმა" ჩემპიონატში 15 გოლი გაიტანეს - ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ტოპ-4 გუნდს შორის.
კაპიტანი უეინ რუნი, რომელმაც ოთხშაბათს პენალტი ვერ გამოიყენა, კრიტიკის ობიექტი გახდა - მხოლოდ ორი გოლი პრემიერ ლიგის 9 მატჩში.
მაგრამ სქოულზმა ყოფილი თანაგუნდელი დაიცვა და განაცხადა, რომ ვან გაალის გუნდში ნებისმიერ ფორვარდს ექნებოდა გოლების პრობლემა.
"ყველაზე რთული გოლების გატანისა და კრატიულობის გავარჯიშებაა. კვირას დერბის ვეწვიე და რუნის მოძრაობები დიდებული იყო, მაგრამ როცა ამ გუნდში თამაშობს, მისთვის პასის მისაწოდებლად არავინ არის მზად. ვფიქრობ, 20 წუთის შემდეგ თმის დაგლეჯა შეიძლება. დიდებულ ცენტრფორვარდებთან ერთად მითამაშია და არა მგონია, რომელიმე მათგანს - რუდ ვან ნისტელროის, ენდი კოულს, დუაით იორკს, ტედი შერიმგემს - კარგად ეთამაშა ამ გუნდში. არ არის ჩაწოდება საჯარიმოში, არც გარბენის მაძებარი ნახევარმცველი", - დაასრულა სქოულზმა.
წყარო:
express.co.uk