სტადიონი: "სელჰარსტ პარკი", ლონდონი მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-11 ტური თარიღი: შაბათი, 31 ოქტომბერი, 2015 წელი მთავარი მსაჯი: მაიკ ჯონსი მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)
ალან პარდიუს გუნდს "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში ჯეისონ პანჩონი და იოან კაბაი დაუბრუნდებიან. მარუან შამახმა და კონორ უიკჰემმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყეს, ხოლო პაპე სუარე ჯანმრთელია, თუმცა მისი დაბრუნება საეჭვოა.
"მანჩესტერ იუნაიტედს" "სელჰარსტ პარკზე" დეპაისა და უილსონის გარეშე მოუხდება თამაში, რომლებიც "ბოროსთან" მატჩში დაშავდნენ. მათ გარდა გუნდს ვერ დაეხმარებიან ანტონიო ვალენსია, ლუკ შოუ და პედი მაკნეირი.
"კრისტალ პალასი"
მე-7 ადგილი, 15 ქულა
უკანასკნელი 6 შეხვედრა: წ-წ-მ-მ-წ-წ
"არწივებმა" პრემიერ ლიგის ბოლო 9 მატჩიდან 6 წააგეს, მიმდინარე კალენდარულ წელს კი 8 საშინაო შეხვედრა - მხოლოდ "ასტონ ვილას" აქვს უარესი მაჩვენებელი.
"პალასს" ბოლო 23 შეხვედრაში არ უთამაშია ფრე. უფრო ხანგრძლივი უყაიმო მაჩვენებელი "ბოლტონს" ეკუთვნის, რომელიც 2011 წელს 28 მატჩის განმავლობაში გრძელდებოდა.
"კრისტალ პალასმა" მხოლოდ 2 "მშრალი" მატჩი ჩაატარა "სელჰარსტ პარკზე" პრემიერ ლიგის ბოლო 21 მატჩიდან.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-4 ადგილი, 20 ქულა
უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-მ-მ-წ-მ-ფ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო - 4 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში 4 პენალტი დაარტყა.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"კრისტალ პალასი"
წამყვანი ბომბარდირი: კაბაი - 4 გოლი (4 ლიგაში)
თუ მოედანზე ზეკი ფრეირსი, უილფრიდ ზაჰა და ფრეიზერ კემპბელი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები:რუნი - 6 გოლი (2 ლიგაში)
თუ მოედანზე უეინ რუნი გავა, პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" მაისურით 350-ე მატჩს ჩაატარებს. რუნის მხოლოდ 1 გოლი სჭირდება, რათა დენის ლოუს გაუთანაბრდეს და "იუნაიტედის" ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილი დაიკავოს. პირველ ადგილამდე კი კაპიტანს 13 გოლი აშორებს.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 46-ჯერ შეხვდნენ. "კრისტალ პალასმა" 7-ჯერ მოახერხა გამარჯვება, "იუნაიტედმა" 30-ჯერ, ხოლო 9 მატჩი ფრედ დასრულდა.
ჩემპიონატში "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 14 მატჩში "იუნაიტედმა" 12 მოიგო და არც ერთხელ დამარცხებულა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში "კრისტალ პალასთან" არასდროს დამარცხებულა - 10 მოგება, 2 ფრე.
ამ 12 მატჩიდან 10-ში "არწივებმა" გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
"კრისტალ პალასმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლოს ინგლისის პირველ დივიზიონში დაამარცხა. 1991 წლის 11 მაისს. მატჩი 3-0 დასრულდა მასპინძლების გამარჯვებით.
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები