ორშაბათს, ლონდონში Graham Budd Auctions-ის მოედანზე შედგა აუქციონი, რომელზეც უცნობ მყიდველს "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი საჩემპიონო მედალი მიჰყიდეს, რომელიც მანამდე მეკარე ჰარი მოჯერს ეკუთვნოდა. ოქროს მედალი, რომელიც 1907/08 წლებით თარიღდება, 25 ათას ფუნტად შეფასდა.
აუქციონზე ასევე გაიყიდა დენის ვაიოლეტის მაისური - ბასბის ერთ-ერთი ჩვილი, რომელიც მიუნხენის კატასტროფას გადაურჩა - რომელშიც 1958 წლის ინგლისის თასის ფინალში ტრაგედიიდან 14 თვის შემდეგ ასპარეზობდა. ფენიქსის გამოსახულებიანი და Wembley 1958 წარწერიანი მაისური უცნობ მყიდველს 13 000 ფუნტად გადაეცა.
ვაიოლეტი ამ მაისურს უფრთხილდებოდა და 36 წლის განმავლობაში ინახავდა, 1994 წლის ოქტომბერში კი მისი გაყიდვა დააპირა და გლაზგოში Christie's აუქციონზე ლოტად გაიტანა.