თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2015, 18:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1733,
კომენტარები: 9
"იუნაიტედს" ორი ახალი ტრავმირებული ჰყავს
ვან გაალის ტრავმირებულთა შესახებ.
ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ ანტონიო ვალენსია, მემფის დეპაი და ჯეიმს უილსონი "კრისტალ პალასთან" მატჩის წინ ტრავმირებულები არიან.

ვალენსიამ ფეხის ტრავმა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მატჩში მიიღო და ინგლისის ლიგის თასზე "მიდლსბროს" წინააღმდეგ ვერ ითამაშა.

უილსონმა კი სწორედ სათასო მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში და პირველი ნახევრის შემდეგ უეინ რუნიმ შეცვალა, მემფის დეპაიმ კი 71 წუთი ითამაშა და ადგილი ენტონი მარსიალს დაუთმო.

"უილო ტრავმირებული იყო და ასევე მემფისიც. ძალიან ცუდი მატჩი გამოდგა, რადგან პენალტებში დავმარცხდით და ორი ფეხბურთელი დავკარგეთ. უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, რამდენ ხანს ვერ შეძლებენ თამაშს, რადგან მხოლოდ ორი დღის წინ მოხდა ეს", - განაცხადა ვან გაალმა.

მოედანს დაუბრუნდა ეშლი იანგი, რომელმაც "მიდლსბროს" წინააღმდეგ მარკოს როხო შეცვალა.

გამოჯანმრთელების პროცესშია პედი მაკნეირი, რომელიც სანაკრებო მატჩში დაშავდა და ასევე ლუკ შოუც, რომლის მოედანზე დაბრუნებას დიდი დრო დასჭირდება.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
30 ოქტომბერი 2015 18:21
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
მაშინ მოგროვდება ტრავმები, როცა ყველა ფეხბურელი საჭიროა, როგორც ყოველთვის ხდება რა :/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: RojoDiablo
30 ოქტომბერი 2015 18:22
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მემფისის ტრავმა მაინც მეწყინა. მინდა, რომ გაიხსნას და ათამაშდეს. იმედია, უკეთესი დაბრუნდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
30 ოქტომბერი 2015 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მემფისს რაღა დაემართა??? ჯერ საერთოდ არ იყო ფორმაში და როცა დაბრუნდება რაღა იქნება areyoukiddingme
0
№4
ავტორი: GeorgeBest
30 ოქტომბერი 2015 18:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დეპაი ისე თამაშობს აზრი არ აქვს მაგის ყოფნას, რა უნდა მოედანზე სხვებს მისცენ შანსი უკეთესი იქნება

მოვიდეს ცოტა აზრზე რუნისთან ერთად და მერე დაბრუნდეს
0
№5
ავტორი: SAF
30 ოქტომბერი 2015 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ეს უილსონი იმედია აღარ გამოჯანმრთელდება სირცხვილია ეგეთი უფანტაზიო მოთამაშე და თან თავდამსხმელი მანჩესტერში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№6
ავტორი: love united
30 ოქტომბერი 2015 21:08
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ვალენსიამ დაისვენოს 3-4 თვე. love
0
№7
ავტორი: Mufc7
30 ოქტომბერი 2015 21:36
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
love united,
არასოდეს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: Martial
31 ოქტომბერი 2015 00:50
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
უილსონი ფლანგზე უკეთესად ითამაშებს :)) დიდი ხნით დაემშვიდობა ძირითადს :))
0
№9
ავტორი: AkkRed
31 ოქტომბერი 2015 14:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მემფის დაეხმარება იმედია კარინგტონი და უილსონს უფრო მეტი დრო მიეცემა, ის რაღაცა კი სულ არ მადარდებს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top