ნიჭი, რომელიც განვითარებას და შანსს საჭიროებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოველი დიდებული გუნდი ახალგაზრდა მყარ ფეხბურთელებს ეფუძნებოდა. ამის მაგალითებია - "ბასბის ჩვილები" და "კლას 92". ჩვენს დროში "მანჩესტერ იუნაიტედი" ისევ ქმნის ფუძეს ახალგაზრდებით ლუკ შოუს, მემფის დეპაისა და ანტონი მარსიალის თაოსნობით, რომლებიც დიდი საფასურის სანაცვლოდ შეიძინეს. თუმცა ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავს ჯერ კიდევ არ განუცხადებია საკუთარი თავის შესახებ, ბოლო წლებში წყნარად და შეუმჩნევლად შევიდა შემადგენლობაში. ეს ვარსკვლავი - ანდრეას პერეირაა, ძალიან წარმატებული ახალგაზრდული გუნდის ლიდერი, რომელიც მზად არის "ოლდ ტრაფორდის" წმინდა გაზონზე თავისი კვალი დატოვოს.
ვინ არის ანდრეას პერეირა?ანდრეას ჰიუგო ჰოგელბაუმ პერეირა ბელგიის ქალაქ დუფელში, ოდესღაც პროფესიონალი ბრაზილიელი ფეხბურთელის, მარკოს პერეირას ოჯახში დაიბადა. კარიერა "ლომელ იუნაიტედში" დაიწყო, შემდეგ კი ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებისთვის ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, პსვ-ში გადავიდა, სადაც ანდრეასის ამჟამინდელი პარტნიორი, მემფის დეპაი დგამდა პირველ ნაბიჯებს. პრემიერ-თასზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2011 წელს პერეირა სერ ალექს ფერგიუსონთან მოლაპარაკებებზე დაითანხმა, მიუხედავად იმისა, რომ შეძენას ცდილობდნენ "არსენალი", "ჩელსი" და "ლივერპული". სირთულეების გამო 18-წლამდელთა გუნდში მისი დებიუტი მხოლოდ 2012 წლის აპრილის მიწურულს შედგა, როცა მოედანზე "შეფილდ უენსდეის" წინააღმდეგ გავიდა, იმავე წლის ივლისში კი აკადემიის კლუბთან გააფორმა კონტრაქტი.
ფეხბურთელი ცოტას და იშვიათად თამაშობდა, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა გაკვირვებას და სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, თავისი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი კი 2013 წელს 17 წლის ასაკში მიიღო. უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაში, ინგლისის ახალგაზრდულ თასსა და 21-წლამდელთა პრემიერ ლიგაში წარმატებული გამოსვლისთვის ანდრეასმა გუნდში აღიარება ჰპოვა.
პერეირა შემადგენლობაში 2014/15 წლების სეზონში მოხვდა, როცა გუნდში მკაცრი და დისციპლინირებული ვან გაალი მოვიდა, რომელიც ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემის რეპუტაციას ფლობდა. ანდრეასის დებიუტი ლიგის თასზე "მკ დონსის" წინააღმდეგ შედგა მატჩში, რომელიც დამამცირებელი სხვაობით დასრულდა (4:0). ამ თამაშმა ბევრ ფეხბურთელს გადაუსვა ხაზი, მაგრამ ბრაზილიელის შემთხვევა განსხვავებულია. პრემიერ ლიგაში მოედანზე პირველი გამოსვლა უფრო სასიხარულო მდგომარეობაში შედგა - "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ტრიუმფალურ შეხვედრაში 77-ე წუთზე შეცვლაზე შესვლა.
"იუნაიტედში" შიშობდნენ, რომ ანდრეასი პოლ პოგბას გზას გაჰყვებოდა და სათამაშო დროის გამო ევროპულ გრანდში გადავიდოდა. კლუბი მასში დიდი პოტენციალის მქონე მომავალ ვარსკვლავს ხედავდა და სასოწარკვეთით სურდა მისი შენარჩუნება. როცა ფეხბურთელმა 2018 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი, გულშემატკივარმა და კლუბის წარმომადგენლებმა შვებით ამოისუნთქეს. ბრწყნივალე სეზონის შემდეგ პერეირა, რომელიც 21-წლამდელთა გუნდს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის დენზილ ჰარუნის პრიზით დაჯილდოვდა.
საერთაშორისო არენაზე ანდრეასი ბელგიის 17 და 18-წლამდელთა გუნდში გამოდიოდა. თუმცა, როცა ფაქტიურ და ისტორიულ - ბელგიასა და ბრაზილიას - ნაკრებებს შორის არჩევანის გაკეთების დრო მოვიდა, ანდრეასმა ბრაზილია აირჩია და ბრაზილიის 20-წლამდელთა გუნდთან ერთად 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა, სადაც ორი გოლი გაიტანა, მათ შორის სერბებთან ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გატანილი ბურთი.
პერეირამ თავის გამოჩენა აშშ-ში წინასასეზონო ტურნეზე მოახერხა, სადაც ვან გაალის ნდობა გამოიყენა და ტურის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა, "სან ხოსეს" გოლიც გაუტანა, რაც პირველი იყო მისთვის ასაკოვან გუნდში. ჰოლანდიელი მწვრთნელის რწმენა ახალგაზრდა შეგირდისადმი ნათელი გახდა, როცა ფეხბურთელი იჯარის წესით არ გაუშვა, რითაც ფეხბურთელის დიდი მიღწევები დაადასტურა.
"იპსვიჩთან" მატჩში, ოფიციალურ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში პირველად აღმოჩენის შემდეგ, ხუან მატას სტანდარტული მდგომარეობის შესრულება სთხოვა და საჯარიმო დარტყმიდან დიდებული გოლი გაიტანა, რითაც ანგარიში 2-0 გახადა.
ანდრეასმა დროის მცირე მონაკვეთში ბევრს მიაღწია და შორს წასვლაც სურს. მაგრამ რა აქვს არსენალში?
სტილი, ძლიერი და სუსტი მხარეებიპერეირა თანამედროვე ნახევამრცველის ტიპს შეესაბამება. უნივერსალია, მაგრამ ნომერ 10-ზე თამაშს ამჯობინებს, საიდანაც მატჩის მიმდინარეობის კონტროლი შეუძლია, მაგრამ ანდრეასი თავს კომფორტულად გრძნობს ნახევარდაცვის ცენტრსა და ფლანგებზეც, სადაც "იუნაიტედში" გატარებული ადრეული წლების განმავლობაში თამაშობდა. უფრო სარწმუნოა, რომ სწორედ იქ გამოჩნდეს, რადგან ცენტრალური ნახევარმცველები და შემტევი სამეულები მრავლად არიან.
არცთუ ყველაზე დიდ სიმაღლეს (178 სმ) პერეირა ტექნიკითა და ბურთთან ნაზი მოპყრობით კომპენსირებს. მისი მოძრაობები დაგაბნევს - მცველებისთვის ღამის კოშრამია. მომენტებში შეუძლია მაგიურად გამოავლინოს თავისი გენები სულ არაფრისგან, აქვს ბურთის კონტროლის უნარი და დრიბლინგი, რომლისადმი ბრაზილიელი ბუნებრივად მიდრეკილია. ანდრეასი ინსტინქტურია და ყოველთვის ცდილობს მოწინააღმდეგე მოატყუოს, რათა უფრო მოსახერხებელ შემტევ პოზიციაზე აღმოჩნდეს. თამაშის სახასიათო ნიშნები იდეალურად ერგება მის სტილს: სწრაფია, მოქნილი, გამხდარი, ფლობს ტემპსა და სისწრაფეს, რომელთაც სიტუაციიდან გამომდინარე სხვადასხვა სიხშირით იყენებს.
გაჩერებულ ბურთზე დარტყმის მისი უნარი საშუალებას აძლევს კლუბის ისტორიაში ჯარიმების საუკეთესო შემსრულებელთა შორის დადგეს და ბრაზილიელს აქვს შესაშური უნარები, რომლებიც რონალდუს, ბექჰემს და ირვინსაც კი დააინტერესებს. "იპსვიჩის" კარში მისი სადებიუტო გოლი ამის დასტურია. მისი ჩაწოდებები კარგია, მაგრამ რეგულარულად შორეულ გადაცემებს ამჯობინებს, რასაც, სამწუხაროდ, ცუდად ასრულებს.
როგორც მისი თანატოლების უმრავლესობა, პერეირასაც სურს შთაბეჭდილება მოახდინოს და ლამაზად თამაშს ამჯობინებს, რაც ყოველთვის არ ამართლებს. ეგოიზმი - მისი მთავარი ნაკლია. ფეხბურთელი ძალიან დიდი ხნით იჭერს ბურთს, როცა გადაცემის გაკეთება შეიძლება და როცა მაინც აკეთებს პასს, ხშირად არასაჭირო "ლონგბოლს" ახორციელებს, რითაც მთელი გუნდის მოძრაობას ანადგურებს. ასეთი მიდგომა - თანაგუნდელებთან კომბინაციური თამაშის ცუდი კავშირის მიზეზია. ძალიან ადვილი ბურთების პერიოდულად დაკარგვა ასევე გვაძლევს შეშფოთების მიზეზს. "ფიზიკის" მხრივ ანდრეასი ნამდვილად არ არის ყველაზე განვითარებული ფეხბურთელი, ამიტომ გადამწყვეტ ზონაში მცველების დაჯაბნა უჭირს.
პერეირა ძალიან ნიჭიერი და ტექნიკურია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი უკლია გადაცემების, შესრულების, ფიზიკური და მენტალური განვითარების გაზრდამდე. მოცემული ასპექტების გაუმჯობესებით, მსოფლიო კლასის შემსრულებელი გახდება, რომელიც მოწინააღმდეგეების ტერორიზირებას ფლანგებიდან მოახდენს. ყველაფერი, რაც საჭიროა - მოთმენა და დროა.
რა ელის მომავალში?ანდრეასისთვის საზღვარი - მხოლოდ ცაა. მაშინ, როცა პოგბა წასულ ვარსკვლავად იქცა, ანდრეასს გიგზის, ლუი ვან გაალისა და გუნდში მყოფი დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელების წყალობით მისი პოტენციალის "იუნაიტედში" გამოვლენის საშუალება აქვს.
პერეირა თავის მხრივ პოსტ-ფერგიუსონის ეპოქის სიმბოლირებას ახდენს, მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედში" დიდებული შოტლანდიელის მმართველობისას გადავიდა. როგორც რონალდუ 10 წლის წინ, ბრაზილიელიც განუსაზღვრელ ბრილიანტად ითვლება, რომელსაც თუ გაწმენდ, გაანათებს. "იუნაიტედში" მას გაბრწინებისთვის საჭირო ყველაფერი აქვს და თუ მოედანს მიღმა შრომას გააგრძელებს, მამოძრავებელ ძალას შეინარჩუნებს და წარმატების მიღწევის სურვილი ექნება, პროგრესს მიაღწევს.
ისეთი მრავლისმომლოდინე ფეხბურთელების ხელში, როგორებიც მემფისი, შოუ, მარსიალი, იანუზაი და პერეირა არიან, "იუნაიტედის" მომავალი უსაფრთხოდაა. განვითარების გაგრძელების პირობებში პერეირას მნიშვნელოვანი როლი ელოდება. "იუნაიტედის" გულშემატკივარს მხოლოდ ისღა შეუძლია იფიქროს, როგორი იქნება მათი კლუბის შეტევა - მემფისი, პერეირა, იანუზაი ახალი ვუნდერკინდის, მარსიალის უკან, მსოფლიო მასშტაბით დომინირების ყოველგვარ შანსს ფლობენ, თუ მათგან მოსალოდნელ დონეს მიაღწევენ. ანდრეასისთვის ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და წარმატების შემთხვევაში გაიზრდება.
მანამდე კი შეგვიძლია გავოცდეთ პატარა ბრაზილიელის მოედანზე ჩადენილი ქმედებებით.
წყარო:
outsideoftheboot