"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი პირველ გუნდში აკადემიის კურსდამთავრებულების გამოყენებას კვლავაც გააგრძელებს.
ჰოლანდიელი მოხიბლუია ჯესი ლინგარდის თამაშით, რომელსაც სანტიმეტრები დააკლდა "მანჩესტერ სიტისთან" გოლის გატანამდე და ლუი ყოველთვის საუბრობს რაიან გიგზსა და ნიკი ბატთან ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ.
ლინგარდმა და ანდრეას პერეირამ "მიდლსბროს" წინააღმდეგ 120 წუთი ითამაშეს და ბრაზილიელი მოგვიანებით ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელმაც პენალტების სერიაში თავისი დარტყმა გამოიყენა.
"ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების მიცემა ყოველთვის იყო ჩემი და კლუბის ფილოსოფიის ნაწილი.
ჯესი ლინგარდი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ბოლო სამ მატჩში თამაშის შანსი მიიღო და თავისი შესაძლებლობების გამოვლენით დაამატკიცა, რომ პირველი გუნდის წევრობას იმსახურებს.
მოხარული ვიყავი პროგრესით, რომელიც გრძელდება და რომელსაც ანდრეას პერეირა განიცდის. მან "იპსვიჩის" წინააღმდეგ ითამაშა და თავისი პირველი გოლიც გაიტანა. რაიან გიგზისა და ნიკი ბატის რჩევით რეგულარულად ვიწვევ ფეხბურთელებს განსავითარებელი გუნდიდან, რათა პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშონ. ეს მათ შანსს აძლევს მაღალი დონის ვარჯიშები ჩაატარონ და ტექნიკური უნარები დახვეწონ.
კარგი მაგალითია პედი მაკნეირი. პირველ გუნდთან ერთად რამდენიმეჯერ ითამაშა, რაც ფიზიკურ და მენტალურ განვითარებაში დაეხმარა, ამიტომ დიდი ნაბიჯი გადადგა, როცა პირველ გუნდში მოხვდა", - განაცხადა ვან გაალმა.