საფეხბურთო ასოციაცია გამოძიებას აწარმოებს პენალტის შესრულებისას უეინ რუნისთვის სახეში ლაზერის მინათების ინციდენტის გამო.
მწვანე ფერის ლაზერი "იუნაიტედის" კაპიტანს "მიდლსბროს" წინააღმდეგ პენალტების სერიაში პირველი დარტყმისას მიანათეს და შედეგად რუნიმ 11-მეტრიანი ვერ გაიტანა.
პენალტები "მიდლსბროს" 10 050 გულშემატკივრის წინაშე სრულდებოდა და ლაზერის მანათობელი სხივი სწორედ მათი მხრიდან მოდიოდა.
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელს მატჩის შემდგომ ინტერვიუში ლაზერი საერთოდ არ უხსენებია, თუმცა მოედანზე პასუხისმგებელ პირებს შესჩივლა. მიუხედავად ამისა, საფეხბურთო ასოციაციას ტელევიზიის საშუალებით ნანახი კადრები საკმარის არგუმენტად მიაჩნია გამოძიების ჩასატარებლად და დამნაშავის აღმოსაჩენად.