ახალგაზრდა ''ეშმაკებმა" მორიგ გამარჯვებას მიაღწიეს.
27 ოქტომბერს თბილისის დროით 23:00 წუთზე გაიმართა 21 წლამდელთა პრემიერ ლიგის მატჩი, სადაც ერთმანეთს "სანდერლენდი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ. მატჩი "წითელი ეშმაკების" გამარჯვებით, ანგარიშით 0-1 დასრულდა.
შეხვედრა მეტად დაძაბული და საინტერესო გამოდგა, როგორც სანახაობრივად, ასევე სატურნირო თვალსაზრისით. მიუხედავად ორივე გუნდის კართან მრავლად შექმნილი მომენტისა, შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, თავი კი ტაილერ რიდმა გამოიჩინა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტაილერ რიდი მოედანზე უილოქის ნაცვლად 66-ე წუთზე შევიდა.
"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 0-1გოლი: ტაილერ რიდი 75'.
შემადგენლობა (4-3-2-1)ძირითადი: ჯონსტონი. ვარელა, თუანზებე, ბორთვიქ-ჯექსონი, რაილი. ფოსუ-მენსა, რედმონდი, უილოქი (რიდი 66'), ელ-ფიტური, უეირი. ფლეტჩერი.
შეცვლაზე არ შემოსულან: ოჰარა, როტუელი, რაზბონი, გრიდინი.
განვლილი რვა ტურის შემდეგ "იუნაიტედი" 7 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა მათ 5 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. "იუნაიტედი" მომდევნო ტურში "რედინგს" უმასპინძლებს. მატჩი 2 თებერვალს გაიმართება, ხოლო მანამდე კი "ეშმაკები" გამოტოვებულ შეხვედრებს გამართავენ, რომლის თარიღებიც უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი.