თბილისი:
მანჩესტერი:
28-10-2015, 19:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2436,
კომენტარები: 7
"იუნაიტედის" დუეტს დასვენება არ სურს
"წითელი ეშმაკების" მცველსა და ნახევამრცველს გუნდის დახმარება სურთ.
შესაძლოა, ლუი ვან გაალი დღეს ლიგის თასზე რამდენიმე ფეხბურთელის დასვენებას აპირებს, მაგრამ ფილ ჯონსი და მორგან შნეიდერლინი აღნიშნავენ, რომ ტურნირი "წითლებისთვის" მნიშვნელოვანია და ჩემპიონშიპის წევრი გუნდის წინააღმდეგ მატჩს სერიოზულად ეკიდებიან.

"იპსვიჩის" დამარცხების შემდეგ "წითელი ეშმაკები" მეოთხე რაუნდში "ოლდ ტრაფორდზე" "მიდლსბროს" დაუპირისპირდებიან.

ორივე, ჯონსიცა და შნეიდერლინიც რთულ მატჩს ელოდებიან და ფრანგს იმედი აქვს, რომ სადებიუტო სეზონში ტიტულს მოიგებს.

"თასი ყველა ფეხბურთელს აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას. როგორც ვიცი, მწვრთნელს რამდენიმე ფეხბურთელის შეცვლა სურს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ჯგუფი ვართ და ყველა იღებს მონაწილეობას მოედანზე ყველაფრის გაღებით. ამ თასის მოგება გვინდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველაფრის მოგება უნდა სცადოს და სწორედ ამის გაკეთებას ვისახავთ მიზნად. დაინახვდით, რომ, როცა "იპსვიჩს" ვეთამაშებოდით, თასს სერიოზულად მივუდექით და ასევე იქნება "მიდლსბროსთან", რომელიც კარგი გუნდია. გასულ სეზონში პრემიერ ლიგაში დაბრუნებასთან ახლოს იყვნენ, ასე რომ, რთული მატჩი იქნება და რაც შეიძლება სერიოზულად მოვემზადეთ",
- განაცხადა ფრანგმა.

"მიდლსბრო" ამჟამად ჩემპიონშიპში მეოთხე ადგილზე იმყოფება და პრემიერ ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის, ამის გაკეთებაში მადრიდის "რეალის" ყოფილი მცველი აიტორ კარანკა ეხმარება. ჯონსმა აღნიშნა, რომ სტუმრები გამოწვევისთვის მზად იქნებიან და ტურნირზე რაც შეიძლება შორს გასვლას ისურვებენ.

"მიდლსბრო" ჩემპიონშიპის კარგი გუნდია, ამ სეზონში კარგად თამაშობენ და განსხვავებული მატჩი იქნება.

"ოლდ ტრაფორდზე" ჩამოდიან და ეს მათთვის დიდი მატჩი იქნება. ზოგ ფეხბურთელს, ალბათ, არასდროს უთამაშია "ოლდ ტრაფორდზე", ასე რომ, შესაძლებლობა ექნებათ.

უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყურადღებით ვიქნებით და ჩვენს საქმეს გავაკეთებთ. რადგან ისინი ჩემპიონშიპში თამაშობენ, არ ნიშნავს, რომ თამაშს მოვიგებთ; კარგად ვითამაშებთ და იმედი მაქვს, მოვიგებთ, რადგან ეს არის ტურნირი, რომელზეც კარგად გამოსვლა გვსურს",
- განაცხადა ჯონსმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
28 ოქტომბერი 2015 19:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შნეიდერლინს, სმოლინგს და რუნის სკამზე თუ დატოვებს კარგი იქნება.

სმოლინგს პირველ რიგში დასვენება სჭირდება და ეხლა რო მაგან ტრავმა მიიღოს ყველაზე ცუდი იქნება ალბათ.

კერიკიც მშვენივრად დადგება შნეიდერლინის მაგივრად
0
№2
ავტორი: RojoDiablo
28 ოქტომბერი 2015 20:26
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ფელაინი რომ დააყენოს, ლინგარდი დააყენოს, უილსონიც და პერეირაც, ბევრი რამ გაფუჭდება ვითომ? ბლინდიც შეიძლება სმოლინგის ნაცვლად. პატარები და მაინცდამაინც ახალგაზრდულიც არ გამოვა შემადგენლობა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Mufc7
28 ოქტომბერი 2015 21:25
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
საინტერესოა, რა შემადგენლობას დააყენებს ლუი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 ოქტომბერი 2015 21:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჯონსის არა, მაგრამ მორგანის დასვენება ნამდვილად შეიძლება. არაა გამორიცხული კერიკი-ბლინდის დუეტიც ვიხილოთ ცენტრში. მოკლედ ვნახოთ რა იქნება, მთავარია დამაჯერებლად მოვიგოთ.
0
№5
ავტორი: Count Alucard
28 ოქტომბერი 2015 22:25
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
არამგონია მიდლსბრომ შეძლოს ჩვენი დამარცხება, მით უმეტეს ოლდ ტრაფორდზე, კალენდრის ურთულესი ნაწილი უკან მოვიტოვეთ და ასე თუ ისე კარგად ჩავატარეთ, რადგან მოსკოვში და დერბიში არ დავმარცხდით, რა თქმა უნდა მოგება იდეალური იქნებოდა, მაგრამ ფრეც არ არის კატასტროფული შედეგი. ჯობია შაბათ კვირისთვის დაასვენოს ხალხი.
0
№6
ავტორი: dachi_mu
28 ოქტომბერი 2015 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
მორგანა როგორ მევასება რა..ეს ძაან მაგარი დავითრიეთ... love
0
№7
ავტორი: AkkRed
29 ოქტომბერი 2015 10:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რაო ბიჭებო რას ამბობდით?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top